საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება

Admin Tamuna
0
საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საარჩევნო კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებები დაგეგმეს. ცვლილება მათ შორის საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევას და მასთან დაკავშირებულ ჯარიმას ეხება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით აღნიშნულ ქმედებაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 […]

“ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევისა და უკრაინაში საკუთარი პოპულარობის დაცემის გამო, შესაძლოა ქვეყნის მეთაური მეორედ ვეღარ გახდეს”-The New York Times

Editor Dali
0
„ვოლოდიმირ ზელენსკის შანსები მეორედ არჩევის შესახებ განუხრელად მცირდება“, – წერს ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) სტატიაში სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევისა და უკრაინაში საკუთარი პოპულარობის დაცემის გამო, შესაძლოა ქვეყნის მეთაური მეორედ ვეღარ გახდეს“ (ავტორები – ენდრიუ კრამერი და კენეტ ფოგელი). ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად მხარს უჭერს უკრაინელთა მხოლოდ ნახევარი. კრიტიკა ისმის ვაშინგტონიდანაც. მისი სტატუსი კი. როგორც უმაღლესი […]

“რუსეთმა დონალდ ტრამპის მუქარები უკუაგდო: მოსკოვი თვლის, რომ უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად რესურსებიც ბევრი აქვს და ცოცხალი ძალაც საკმარისი ჰყავს”-The Wall Street Journal

Editor Dali
-1
აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რუსეთმა დონალდ ტრამპის მუქარები უკუაგდო: მოსკოვი თვლის, რომ უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად რესურსებიც ბევრი აქვს და ცოცხალი ძალაც საკმარისი ჰყავს“ (ავტორი – თომას გროუვი და მეთიუ ლაქსმური). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: დონალდ ტრამპის პირველი მცდელობების საპასუხოდ – მიიტყუოს თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის საკითხზე – კრემლმა, როგორც ჩანს, მხოლოდ მხრები აიჩეჩა. […]

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციასთან ერთად, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა რეზიდენციაში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და საინვესტიციო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან განხორციელებულ ინვესტიციებს და უმსხვილესი დეველოპერული, […]

ქართველმა ხალხმა დიდი სიმტკიცით გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა, მათი ხმა უნდა გავიგოთ-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

Editor Dali
0
ქართველმა ხალხმა დიდი სიმტკიცით გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა. მათი ხმა უნდა გავიგოთ, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა. მისივე თქმით, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, „შეწყვიტონ რეპრესიები დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ“. „ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეჩერებინა სავიზო შეღავათები, რომლებიც ვრცელდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ დიპლომატებზე. კიდევ ერთხელ, მტკიცედ მოვუწოდებთ […]

28-31 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

Editor Dali
0
გარემოს ეროვნული სააგენტო 28-31 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს […]

“საქართველოს ლიდერი ტრამპისეულ „ძლიერ ამერიკას“ მოუწოდებს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და უკან დაახევინოს” -The Hill

Editor Dali
0
„სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ვაშინგტონში სპეციალური მისიით იმყოფება: იგი ცდილობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ახალი ადმინისტრაციის ყურადღება საკუთარ ქვეყანას მიაპყროს, ანუ საქართველოთი დააინტერესოს ის ადამიანები, რომლებიც ატარებენ პოლიტიკურ კურსს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ჰილში“ (The Hill) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველოს ლიდერი ტრამპისეულ „ძლიერ ამერიკას“ მოუწოდებს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და უკან დაახევინოს“ (ავტორი – ლორა კელი). […]

ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის მუშაობის ახალ პოლიტიკას აწესებს: “ამერიკა პირველ ყოვლისა”- “ამერიკის ხმა”

Editor Dali
0
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რომელიც სხვადასხვა ქვეყნებისთვის ეკონომიკური დახმარების გადანაწილებით არის დაკავებული, მუშაობის პრინციპების კარდინალური ტრანსფორმაციის განკარგულება გამოსცა. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, დღეიდან სააგენტო პრინციპით „ამერიკა პირველ ყოვლისა“ უნდა ხელმძღვანელობდეს. იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც ახალი ადმინისტრაციის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყვიან, დისციპლინარული ზომები იქნება გატარებული. აშშ-ის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ USAID-ის […]

ტეხასში სამართალდამცველებმა 80-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს -CBS News

Editor Dali
0
აშშ-ის შტატ ტეხასში ჩატარებული რეიდების დროს სამართალდამცველებმა 80-ზე მეტი უკანონო მიგრანტი დააკავეს, რომელთა დეპორტაცია შემდგომში მოხდება. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, პოლიციამ რეიდები ქალაქებში დალასში, ფორტ უერტში, ირვინგში და კოლინის ოლქის სხვადასხვა ადგილას ჩაატარა. სამართალდამცველების განცხადებით, ეს უკანონო მიგრანტებთან ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ თანამდებობის დაკავებამდე თქვა, რომ უკანონო […]

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა

Editor Dali
0
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ბელარუსის ცესკო-ს ცნობით, ლუკაშენკომ ხმების 86,82% მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ კანდიდატს, ოლეგ გაიდუკევიჩმა მიიღო 2,02%, ანა კანაპაცკაიამ – 1,86%, სერგეი სირანკოვმა – 3.21%, ალექსანდრ ხიჟნიაკიმ – 1,74%, ხოლო ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 3,60%-მა. შეგახსენებთ, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 […]

დონალდ ტრამპმა კოლუმბიას სავიზო და სატარიფო შეზღუდვები დაუწესა

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიას სავიზო და სატარიფო შეზღუდვები დაუწესა. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 26 იანვარს კოლუმბიამ უარი თქვა ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომლებშიც აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ. ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოლუმბიის მხრიდან ეს ქმედება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. მან დაავალა თავის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ იმოქმედოს. „საგანგებო 25-პროცენტიანი საბაჟო გადასახადი […]

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, რჩევა და მხარდაჭერა საყვარელ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ამ დღეს მცირე წინააღმდეგობაც კი განერვიულებთ, ამიტომ მხოლოდ კარგად ნაცნობი, მხიარული და ხალისიანი ადამიანების წრეში უნდა იტრიალოთ. ცვლილებებისთვის ხელსაყრელი დღეა, გირჩევთ ახალ, საინტერესო შეთავაზებას დაეთანხმოთ. ხელსაყრელ შანსზე უარს ნუ იტყვით და აიღეთ ის, რასაც ბედი გაძლევთ. კურო თუ შესაძლებელია, ამ დღეს შეხვედრებს ერიდეთ […]