უკრაინაში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება იგეგმება

Editor Dali
0
უკრაინაში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება იგეგმება. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველმა, ნიკოლაი შჩურმა განაცხადა, უახლოეს დღეებში უკრაინის პრეზიდენტის ოფისი 18-დან 25 წლამდე მამაკაცების ჯარში გაწვევის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებს შეიტანს. მისივე თქმით, საუბარია კონტრაქტის ნებაყოფლობით გაფორმებაზე, რომელიც მოიცავს ფინანსურ და სხვა სახის წახალისებას. „როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრეზიდენტის ბრძანებულებებში […]

“ჰამასმა” ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

Editor Dali
0
„ჰამასმა“ ოთხი ისრაელელი მძევალი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს გადასცა. ოთხივე მათგანი ქალი სამხედროა, რომლებიც 19 იანვარს ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში პალესტინელ პატიმრებში უნდა გაიცვალოს. სანაცვლოდ, „ჰამასი“ 200 პალესტინელს დაიბრუნებს, რომელთაგან 121-ს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მათი ნაწილი ეგვიპტის გავლით მეზობელ ქვეყნებში იქნება დეპორტირებული. 16 პალესტინელი – ღაზაში, დანარჩენები კი დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დაბრუნდებიან.

 “კანადის 51-ე შტატად ხილვას ვისურვებდი. კანადელები მიიღებენ უკეთეს სამედიცინო დაზღვევას, შემცირებულ გადასახადებსა და მეტ სარგებელს ვაჭრობიდან” – ტრამპი

Editor Dali
0
კანადელები უკეთეს სამედიცინო დაზღვევასა და მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს მიიღებდნენ, თუკი შეერთებული შტატების ნაწილი იქნებოდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, კანადის 51-ე შტატად ხილვას ისურვებდა. „მე კანადის 51-ე შტატად ხილვას ვისურვებდი. კანადელები მიიღებდნენ უკეთეს სამედიცინო დაზღვევას, მასშტაბურად შემცირებულ გადასახადებს და გაცილებით მეტ ვაჭრობას, თუკი ისინი შეერთებული შტატების ნაწილი იქნებოდნენ“, – განაცხადა […]

ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 25 წლის მამაკაცი დააკავეს

Editor Dali
0
სამართალდამცავებმა ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 25 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. მოკლულ მამაკაცს სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.თ. განზრახ მკვლელობის […]

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას -ანტონიო გუტიერეში ირაკლი კობახიძეს

Editor Dali
0
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს. წერილში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში. „მინდა, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და […]

ანტონიო გუტერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების ულოცავს 

Editor Dali
0
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების ულოცავს. როგორც გუტერესი მისალოც წერილში აღნიშნავს, მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობის გაღრმავებას. „თქვენო აღმატებულებავ, მინდა, მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია საქართველო და მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად. ერთად შეგვიძლია, გავაძლიეროთ 2030 წლის დღის წესრიგში და მომავლის პაქტში ასახული პრინციპები […]

მაკრონი თავისუფალია ვისაც უნდა იმას შეხვდეს, ვფიქრობ, ეს კოლეგიური ჟესტია მისი მხრიდან და არა მტრული ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ -თეა წულუკიანი

Editor Dali
0
მაკრონი თავისუფალია ვისაც უნდა იმას შეხვდეს, ვფიქრობ, ეს კოლეგიური ჟესტია მისი მხრიდან და არა მტრული ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის სამშობლო საფრანგეთია და არა საქართველო. „სალომე ზურაბიშვილს მას შემდეგ, რაც მოუწია პრეზიდენტის რეზიდენციისა და ფუნქციების დატოვება, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ის მაინც არ ეპუება იმ […]

ევროსაბჭოს ასამბლეაზე გვექნება გამოსვლა, შევხვდებით სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, ვფიქრობ, განვიხილავთ წერილსაც, რომელიც ოპოზიციამ გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ასამბლეაზე არ დაუშვან -თეა წულუკიანი

Editor Dali
0
ევროსაბჭოს ასამბლეის წინაშე გვექნება გამოსვლა, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შევხვდებით და ვფიქრობ, იქნება განხილული წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იქნეს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისი მოლოდინია ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსი და არა აღქმებზე საუბარი, […]

აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა

Editor Dali
0
აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. ხმის მიცემისას მიტჩ მაკკონელმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა, ლიზა მურკოვსკიმ და სუზან კოლინზმა ხმა ჰეგსეტის კანდიდატურის საწინააღმდეგოდ მისცეს, რის შედეგადაც ხმები 50-50ზე გადანაწილდა. გადამწყვეტი ხმა ჰეგსეტს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა მისცა. როგორც „სიენენი“ წერს, ეს აშშ-ის ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტმა კაბინეტის წევრის […]

25 იანვრის ზოდიაქოს პროგნოზი

Admin Tamuna
0
ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)   სიყვარული: სასიყვარულო სფეროში შესაძლოა მოულოდნელი სიურპრიზები გელოდეთ. მარტოხელებმა შანსი აქვთ, რომ ვინმე განსაკუთრებული გაიცნონ. ფული: ფინანსებში მეტი ფრთხილი გადაწყვეტილებები მიიღეთ. დღეს რისკი არ ღირს. კარიერა: იყავით ყურადღებიანი ახალი პროექტების მიმართ. ხელმძღვანელობა თქვენს შრომას დააფასებს. ჯანმრთელობა: ენერგიით სავსე დღეა, მაგრამ არ დაივიწყოთ დასვენება.   კურო (20 აპრილი – 20 […]

ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ხვალ შედგება

Admin Tamuna
0
ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ხვალ შედგება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა. პარიზელები საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში საკუთარ სტადიონზე „რეიმსს“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე შეხვედრას მოიგებენ. თამაში ხვალ თბილისის დროით, ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს

Admin Tamuna
0
გარემოს ეროვნული სააგენტო, 25-27 იანვარს საქართველოში მოსალოდნელ ამინდს აქვეყნებს: უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ☁️ ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. ???? სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +13, +15 გრადუსი იქნება. ☁️ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში […]