ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით, ცრუ და ფარისევლურია – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცრუ და ფარისევლურია. თუმცა, იქ, სადაც ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, ესეც გასაკვირი არაა,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „შეგახსენებთ, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების გაცემის გამარტივების შეთანხმებას, სააკაშვილის რეჟიმის ოფიციალური პირებისთვის, 2010 წელს მოეწერა ხელი. ეს ის დროა, როცა უკვე მოხდა: […]

მელანია ტრამპი:  საქმიანი ქალის პორტრეტი თეთრ სახლში – The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მელანია ტრამპი:  საქმიანი ქალის პორტრეტი თეთრ სახლში“ (ავტორი – ბენედიქტ სმიტი). გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს: მელანია ტრამპმა ქმრის პირველი დღეები თეთრ სახლში თავისი ახალი ოფიციალური პორტრეტით შინაარსიანი გახადა: შავ-თეთრ ფოტოსურათზე გამოსახული აშშ-ის პირველი ლედი მბრძანებლურ პოზაში დგას მაგიდასთან, ცნობილი რეზიდენციის ოვალურ კაბინეტში. მელანიას თეთრი პენაგი მკერდზე შეხსნილი […]

არ შეიძლება საუბარი იყოს გაყალბებაზე, როდესაც გამარჯვებულ პარტიასა და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის 800,000 ხმის სხვაობაა – თეა წულუკიანი

Admin Tamuna
0
არ შეიძლება საუბარი იყოს გაყალბებაზე, როდესაც გამარჯვებულ პარტიასა და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის 800,000 ხმის სხვაობაა. ამგვარი გაყალბება ბუნებაში არ არსებობს! არ შეიძლება გაყალბებაზე საუბარი, როდესაც ხმები აღირიცხება ელექტრონული ტექნოლოგიით, რომელიც, სხვათა შორის, დასავლურმა კომპანიებმა დანერგეს საქართველოში. დასავლურმა კომპანიამ და არა რუსულმა, ჩაატარა აუდიტი და დაადასტურა, რომ ამ ტექნოლოგიის წყალობით გაყალბება შეუძლებელი იყო და […]

უკრაინელი კომიკოსის სასიკვდილო მიამიტობა – Radio Universum

Admin Tamuna
0
რატომ აირჩიეს უკრაინელებმა პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკი? იმიტომ, რომ ისინი ენდნენ მის დაპირებას – „უკრაინას მშვიდობას დავუბრუნებო“.  სამწუხაროდ, უკრაინელებს თავიანთი არჩევანის „სიკეთე“ წინ დაუხვდათ – ქვეყანაში მშვიდობა კი არ დაბრუნდა, არამედ ომი გაფართოვდა: კიდევ უფრო დამანგრეველი და სისხლისმღვრელი გახდა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსებს მხოლოდ ძალის პოზიციით უნდა ველაპარაკოთო, ანუ უარესი ჯერ კიდევ წინ არის. დონალდ […]

„რკინის გუბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ – დონალდ ტრამპი

Admin Tamuna
0
„რკინის გუბათის“ სარაკეტო თავდაცვის ფარის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპის განცხადებით, აშშ-ში „რკინის გუბათის“ მშენებლობის დაწყების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა და აღნიშნა, რომ პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება. „პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი იქნება. მას ძალიან კარგად ვიცნობ და ის შესანიშნავი იქნება. პიტ ჰეგსეტი არის […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

Admin Tamuna
0
29-31 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, […]

შეიქმნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურული სივრცე, როგორც თბილისში, ასევე გონიოში – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. დღეს გვქონდა შეხვედრა მის აღმატებულებასთან, პრეზიდენტთან, სადაც გაფორმდა ჩვენი ქვეყნისთვის და ორმხრივი თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი, – განუცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს. კახა კალაძის თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია Emaar Group შემოდის საქართველოში, რომელიც თბილისში და აჭარაში, ბათუმში განახორციელებს პროექტებს. „რამდენიმე მილიარდი დოლარის […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 28 იანვარს

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8808 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8808 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8834 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0263 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0247 კურსი ლარს შეადგენდა. […]

Emaar-ჯგუფის ინვესტიციით, მსხვილი დეველოპერული პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება

Admin Tamuna
0
უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ის ინვეატიციით, მსხვილი დეველოპერული პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება. საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმება კომპანიასთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტია ფარგლებში გაფორმდა. საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი დაესწენენ. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხოლო კომპანიის მხრიდან – დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა. საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის შესახებ შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს, რომელთაგან ერთი თბილისში, ხოლო მეორე გონიოში აშენდება.

აბუ-დაბიში ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. „არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, პირველ რიგში, შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, აბუ-დაბის მმართველთან, ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრებთან, […]

არის რისკი, რომ საპარლამენტო ასამბლეა აქციონ პარტიული იარაღის ინსტრუმენტად – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
ჩვენი ოპოზიცია უკვე დიდი ხანია ქცეულია შადიმანებად, რომლებიც საკუთარ ხალხს უპირისპირდებიან პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ყველზე პრობლემური ისაა, რომ ეს არ არის მათი პოლიტიკური მიზნები, არამედ არის მათი გარე ხელმძღვანელების პოლიტიკური მიზნები, ისინი კი ჩვეულებრივი მარიონეტები არიან, – განაცხადა უნგრეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. პაპუაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტისა […]

ერთ ქალბატონს მივმართავ: ვისი სისხლის დაღვრა გსურთ? – მეუფე იაკობი

Admin Tamuna
0
ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? – გადახედეთ თამარ მეფეს, ქეთევან დედოფალს, შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? რომ დადიხარ და ამდენ ქვეყანაში ჩივი, ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა და ჩვენ, ქართველ ხალხს გვინდა, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, ბოდბის წმ. […]