ვაშინგტონში გაკეთებული ამჟამინდელი განცხადებები ჩვენი ხელისუფლების პოზიციების აღიარებაა -მაკა ბოჭორიშვილი

Editor Dali
0
ზოგადად უნდა ითქვას, რომ განცხადებები და ის ნაბიჯები, რაც დღეს იდგმება ვაშინგტონში, იმ ფაქტების, იმ პოზიციების ერთგვარი გაგრძელება თუ აღიარებაა, რომლებსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაჟღერებდით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის მიერ საგარეო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება უკავშირდება უცხო ქვეყნების დაფინანსებებს, […]

წყვილმა სასამართლოს მეშვეობით კომპენსაცია მიიღო ლონდონში სახლის ყიდვისათვის, რომელიც ჩრჩილებით სავსე აღმოჩნდა – The Guardian

Admin Tamuna
0
ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმა“ (The Guardian) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „წყვილმა სასამართლოს მეშვეობით კომპენსაცია მიიღო ლონდონში სახლის ყიდვისათვის, რომელიც ჩრჩილებით სავსე აღმოჩნდა“ (ავტორი – ბადინ ბადშაჰი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ქართველი მილიარდერის ქალიშვილს და მის ქმარს ფული დაუბრუნდათ მას შემდეგ, რაც მათ 32 მილიონ გირვანქა სტერლინგად ლონდონში სახლი იყიდეს, რომელიც ჩრჩილით იყო სავსე. ია პატარკაციშვილმა და დოქტორმა […]

ტრამპი, პუტინი, სი ძინპინი და ახალი იმპერიების ეპოქა – რას წერს Financial Times-ი

Admin Tamuna
0
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპი, პუტინი, სი ძინპინი და ახალი იმპერიების ეპოქა“ (ავტორი – გიდეონ რიხმანი, პოლიტიკური მიმომხილველი), რომელშიც ყურადღებაა გამახვილებული აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ტერიტორიული ექსპანსიონისტური ამბიციებზე. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: თქვენ, ალბათ, გსმენიათ ნეოლიბერალიზმზე და ნეოკონსერვატიზმზე.. ახლა კი მივესალმოთ ნეოლიბერალიზმის ეპოქის შემობრძანებას ჩვენს ცხოვრებაში. ყველაზე საოცარ მომენტად დონალდ […]

ვინ მოგცა უფლება, თანამდებობის პირზე თავდასხმა მოაწყო?! – გურამ მაჭარაშვილი ლაშა გაბიტაშვილზე 

Admin Tamuna
0
როდესაც შენ პროვოცირებ, შეურაცხყოფას შენ აყენებ, შენ გაქვს ბულინგის მცდელობა, გამოდის, რომ შენ ამას ძალით იწვევ და შემდეგ გინდა, საზოგადოებას მსხვერპლად მოაჩვენო თავი – თუ იქნება ერთი ისეთი მაგალითი, როცა ადამიანს არც შეურაცხყოფა აქვს არავისთვის მიყენებული, არც ფიზიკური დაპირისპირება და თავდასხმა აბსოლუტურად უმიზეზოდ შეიძლება მოხდეს, – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილთან […]

თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის მთავარი ღონისძიების მხარდამჭერია

Admin Tamuna
0
კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს – წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების მართვის მიდგომებს და პრაქტიკებს გაგიზიარებენ, როგორც ქართული ბიზნესების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები ბრიტანეთიდან, ბელგიიდან და კანადიდან. სამიტზე თქვენ შეხვდებით: იან გოლდინგს – Customer Experience Consultancy | CXPA (UK) ოლგა პოტაპცევას – […]

ყოველი რადიკალი „ენჯეოს“ უკან, რადიკალი დონორი დგას – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან, რადიკალი დონორი დგას. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რადიკალური დღის წესრიგის უკან შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. შალვა პაპუაშვილი, აქვეყნებს შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერის ერიკ ოტოსონის ვიდეოს. „ყოველი რადიკალი „ენჯეოს“ უკან, რადიკალი დონორი დგას. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რადიკალური დღის წესრიგის უკან – შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება. შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის […]

PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების პროდუქციაზე

Admin Tamuna
0
PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლებით. 50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება მომხმარებლის საყვარელ ბრენდებზე: Nuxe, Lierac, Bioderma, Topicrem, Uriage, SVR, Soskin, Vichy, La Roche Posay, CeraVe, Embryolisse, Payot; 30-35%: Avene, Klorane, Ducray, Rituals. 40%-იანი ფასდაკლებით – კორეული და პრემიუმ დეკორატიული კოსმეტიკის პროდუქტები. ???????? თებერვლის […]

დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება – „თბილისი ენერჯი“

Admin Tamuna
0
დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება, – ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ. „თბილისში, ვაკის და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება. „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ. დღეს, დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება. გთხოვთ, გაზის ონკანები გადაკეტეთ თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის, რაც […]

ტრამპი ისრაელს მოუწოდებს, „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააუქმოს, თუ შაბათამდე ყველა მძევალს არ გაათავისუფლებენ

Admin Tamuna
0
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელს მოუწოდა, გააუქმოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „ჰამასთან“, თუ ის შაბათამდე არ დააბრუნებს ყველა მძევალს, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზაში იმყოფებიან. „თუ ყველა მძევალი არ დაბრუნდება შაბათს 12 საათამდე – ვფიქრობ, რომ ეს შესაფერისი დროა – გააუქმეთ ის, დაე ჯოჯოხეთი ატყდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. შეგახსენებთ, „ჰამასმა“ გუშინ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში […]

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიევს მომავალ კვირას ეწვევა

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიევს მომავალ კვირას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი უკრაინის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. CNN-ის ცნობით, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, სავარაუდოდ, უკრაინაში 20 თებერვალს ჩავა. მანამდე, კიტ კელოგს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინაში კელოგის ვიზიტი თებერვლის ბოლოს იყო […]

11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: ეცადეთ, ნებისმიერ საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ. არ დანებდეთ, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ მონდომების შემთხვევაში, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. კურო: ამ დღეს ხშირი კომუნიკაცია არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება – ეს როგორც ოჯახის წევრებთან, ისე ახალ ნაცნობებთან შეხვედრას ეხება. ვიღაც კარგ იდეას ან თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მოგაწოდებთ. ტყუპები: ფინანსური თვალსაზრისით მშვენიერი დღეა. შეიძლება მოულოდნელად […]

როგორი ამინდი იქნება 11 თებერვალს საქართველოში

11 თებერვალს, საქართველოს მასშტაბით, ძირითადად მზიანი ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -5 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა + 9- უმეტესად მზიანი სოხუმი +10 – მზიანი ზუგდიდი +11 – მზიანი მესტია +1 – მზიანი ფოთი +11 – უმეტესად ღრუბლიანი ბათუმი +10 – მზიანი ოზურგეთი +11 – მზიანი ქუთაისი +11 – მზიანი […]