რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს

Admin Tamuna
0
რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაბომბვის შედეგად ქალაქის სამ რაიონში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 04:31 საათზე უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ გაავრცელა შეტყობინება ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის შესახებ, რის შემდეგაც კიევში აფეთქებების ხმა გაისმა.   დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ გოლოსეევსკის და პოდოლსკის რაიონებში […]

ევროპარლამენტის რეზოლუციები, სამწუხაროდ, წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევა და ეს დასაგმობია -ონდრეი დოსტალი

Editor Dali
0
ევროპარლამენტის რეზოლუციები, სამწუხაროდ, წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევა და ეს დასაგმობია, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ონდრეი დოსტალიმ. მისივე თქმით, მრავალი ევროპარლამენტარი ამ რეზოლუციებში გამოთქმულ პოზიციას ეწინააღმდეგებოდა. „ოფიციალურად, ევროპარლამენტმა აღიარა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ზოგადად ლეგიტიმური იყო. მხოლოდ ამის შემდეგ, აღმოაჩინა ევროპარლამენტმა რომ არ მოსწონს ამ არჩევნების შედეგები და მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო […]

12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ამ დღემ შესაძლოა მოგიტანოთ შესაძლებლობა, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ. შეიძლება სამსახურში ან პირად ცხოვრებაში შანსი მოგეცეთ, რომ სახელი გაითქვათ, მაგრამ ეს შანსი სწორად უნდა გამოიყენოთ. თუ მზად ხართ, ინიციატივა ხელში აიღოთ, ვარსკვლავები დაგეხმარებიან. ფრთხილად იყავით: ემოციების გავლენით ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას. გირჩევთ, საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აწონ-დაწონოთ. რჩევა: ეს დღე წინსვლისთვის […]

თბილისის ზოგიერთ რაიონში 12 თებერვალს ელექტროენერგია 6 საათით შეიზღუდება

Editor Dali
0
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, საქჰიდრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), […]

დუბაიში “ბურჯ-ხალიფა” საქართველოს დროშის ფერებში კიდევ ერთხელ განათდა

Editor Dali
0
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, დუბაიში ბურჯ-ხალიფა საქართველოს დელეგაციის საპატივსაცემოდ კიდევ ერთხელ გაანათეს ეროვნული დროშის ფერებში. მსოფლიო მთავრობათა რიგით მეთორმეტე სამიტში 30-ზე მეტი მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველი პირი და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამიტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მანამდე, 27 იანვარს, საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, […]

ჩვენ არ გავგზავნით აშშ-ის ჯარებს უკრაინაში -აშშ-ის თავდაცვის მდივანი 

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების უკრაინაში გაგზავნას. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „ჩვენ არ გავგზავნით აშშ-ის ჯარებს უკრაინაში“, – განაცხადა ჰეგსეტმა. ამასთან, გერმანიაში ჟურნალისტებთან საუბრისას ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში, ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრისას მათ თავდაცვაზე მეტი თანხის დახარჯვისკენ მოუწოდებს. „ევროპის კონტინენტი იმსახურებს, რომ […]

მადლობა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს, სწორი ხედვით, მიზანდასახულობითა და ერთიანობით ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. „არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს.  ეს არის ქვეყანა, რომელმაც ინოვაცია, გამძლეობა და მდგრადი ზრდა უზრუნველყო. მისი პროგრესი არის ღირებული მოდელი, რომელიც აძლიერებს იდეას, რომ […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 თებერვალს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8004 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8004 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7813 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0191 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8889 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.8736 კურსი ლარს შეადგენდა. […]

 რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში -ირაკლი კობახიძე 

Editor Dali
0
რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის. […]

თბილისში ირანის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

Editor Dali
0
10 თებერვალს, თბილისში, ირანის საელჩოში გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები, ასევე პოლიტიკოსები, მეცნიერების, კულტურის და რელიგიის სფეროს მოღვაწენი დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირანის ელჩმა მაჰმუდ ადიბმა საქართველოს მიულოცა საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება, მთავრობის დაკომპლექტება და აღნიშნა: ირანის საგარეო პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება […]

საქართველოში გარე დაფინანსების პრობლემა არსებობდა, ფული პოლიტიკური პროცესების ამოტრიალებისთვის იხარჯებოდა, ორგანიზაციები საზოგადოების საჭიროებებს იყვნენ მოწყვეტილი -ლევან მახაშვილი

Editor Dali
0
საქართველოში ბოლო წლებში გარე დაფინანსების პრობლემა სამი განზომილებით არსებობდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამივე მიმართულებით ქვეყანა მოწყვეტილი იყო ისეთ საკითხებს, როგორიცაა დამოუკიდებლობა, ობიექტურობა, პარტიულ იდეოლოგიას მოწყვეტილი დასკვნების გაკეთება. „საქართველოში ბოლო წლებში გარე დაფინანსების პრობლემა იმ თვალსაზრისით არსებობდა, რომ ფული პოლიტიკური პროცესების ამოტრიალებისთვის იხარჯებოდა. აქ პრობლემა სამი განზომილებით […]

თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდამჭერია

Editor Dali
0
თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბისი Svaneti Freeride Week Junior-ის მთავარი სპონსორია.   12 თებერვლიდან, მესტია ახალგაზრდა ფრირაიდერებსა და ზამთრის სპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს. Svaneti Freeride Week Junior ღონისძიებების კვირეულია, რომლის ფარგლებშიც, სპორტული აქტივობების პარალელურად, მესტიის პარკში მოეწყობა საშეჯიბრო სოფელი, […]