რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრის შტაბის ხელმძღვანელი დააკავეს

Editor Dali
-1
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრის შტაბის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი დიმიტრი კოზიური დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბრალდებული პირადად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილი მალიუკმა დააკავა. გავრცელებული ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა ჯაშუშობაში ბრალდებულის უკანონო საქმიანობის 14 ეპიზოდი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების დროს შეაღწიეს ბრალდებულის ტელეფონში, კომპიუტერებში და ასევე ახორციელებდნენ აუდიო და ვიდეოკონტროლს. […]

საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა

Editor Dali
0
ქართულ და მალაიზიურ მხარეთა ერთობლივი მუშაობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქ. კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, საიმიგრაციო გამშვები პუნქტის გავლის გარეშე შევიდნენ ქვეყანაში. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა მალაიზიაში ჩასვლამდე, 72 საათის განმავლობაში შეავსონ ონლაინ აპლიკაცია შემდეგ ვებგვერდზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ […]

მოღალატეობრივ ქმედებებზე ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი -კახა კალაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

Editor Dali
0
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. როგორც მან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე განაცხადა, წინა ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანას ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დააკარგვინა. „ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო იმ დანაშაულების გამოძიება, რომლებიც წინა ხელისუფლებამ და მასთან ასოცირებულმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა თუ პიროვნებებმა ჩაიდინეს. […]

დღეს უკრაინა განსაცდელშია და არ მსურს პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან -კახა კალაძე შევჩენკოს შესახებ

Editor Dali
0
რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში?“, – განაცხადა თბილისის მერმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებას ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, ახლა უკრაინა განსაცდელშია, შევჩენკო ჭირისუფალია და ამ ეტაპზე, არ სურს პოლემიკაში შევიდეს ჭირისუფალთან და განმარტებები აკეთოს განცხადებაზე, სადაც შევჩენკო საუბრობს, რომ თბილისის მერთან ურთიერთობა აღარ აქვს. „რა პასუხს ელოდებით ჩემგან […]

 არსებითად, ქვეყანა მზად არის  მოლაპარაკებებისთვის, ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირზე, მტკიცედ მივყვებით ქვეყნის განვითარების და რეფორმების გატარების გზას, ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს-პრემიერი

Editor Dali
0
საქართველოში ძალიან სტაბილური სიტუაცია გვაქვს. ქვეყანა იზრდება ეკონომიკურად და ბევრი სხვა მიმართულებითაც. ჩვენ ურყევად მივყვებით ქვეყნის განვითარების გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, PhoenixTV-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არსებითად, ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის. „ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირზე. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ […]

მადლობას ვუხდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ჩვენს ეკონომიკაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, რომლებიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
მოხარული ვარ შეხვედრით არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უდიდებულესობა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები. „მოხარული ვარ შეხვედრით არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის […]

თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია

Admin Tamuna
0
თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე – OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხადდნენ. თიბისიმ მასშტაბური დანერგვის (The best Scaling of OKRs) ნომინაციაში გაიმარჯვა, რაც კომპანიის სტრატეგიული და ინოვაციური მართვის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა. OKR (Objectives and Key Results) თანამედროვე მიზნების მართვის მეთოდოლოგიაა, რომელსაც […]

„ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში მერია საჭიროებების მქონე ადამიანებს წელსაც დაეხმარება – 2024 წელს 101 შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში, დაახლოებით 7,5 მლნ ლარი გადაირიცხა – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა, რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც დაფინანსდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის თქმით, თბილისის მერია ბევრ მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. „აღნიშნული პროგრამები მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ოჯახები და ადამიანები, რომელთაც […]

გვინდა, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც, სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით – პრემიერი

Admin Tamuna
0
ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც, სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის სწორ პოლიტიკაზე დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსს”. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანამ […]

მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში საშუალება მოგვეცა, გვქონოდა შეხვედრები არაერთ სამთავრობო დელეგაციასთან – ლევან დავითაშვილი

Admin Tamuna
0
მსოფლიო მთავრობათა სამიტი დუბაიში არის ყოველწლიური უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევხვდეთ ძალიან ბევრი მთავრობების წარმომადგენლებს, ასევე ბიზნეს ლიდერებს, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის პლატფორმა, სადაც ხდება ძალიან საინტერესო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. „ჩვენც მოგვეცა საშუალება, რომ გვქონოდა შეხვედრები არაერთ სამთავრობო დელეგაციასთან და ასევე მნიშვნელოვან […]

რატომ მყარდება ლარი? – თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

Admin Tamuna
0
როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეთა უმრავლესობისგან განსხვავებით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება მოულოდნელი არ ყოფილა.   უცხოური ვალუტის ნაკადების კიდევ ერთხელ ილუსტრაციისა და შედარებისთვის, თიბისი კაპიტალი ძირითად წყაროებს (2023 წლის მე-4 კვარტლიდან 2024 წლის მე-3 კვარტლის ჩათვლით): საქონლის […]

ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს, ითანამშრომლონ მასკის დეპარტამენტთან თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხებზე

Admin Tamuna
0
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან, რომლის ხელმძღვანელი ილონ მასკია. ინფორმაციას თეთრის სახლი ავრცელებს. „სააგენტოს თითოეულმა ხელმძღვანელმა უნდა შეიმუშაოს გეგმა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, რათა შექმნას გარანტიები, რომ ახალი დანიშვნები მოხდება იმ სფეროებში, სადაც ახალ კადრებზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია“, […]