რა ეღირება დოლარი და ევრო 15 თებერვალს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8362 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8362 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8157 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0205 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9687 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9342 კურსი ლარს შეადგენდა. […]

აქტივისტური ჟურნალისტიკა უბრალოდ ოქსიმორონია. ამით, საბოლოოდ ზარალდება მოქალაქე, რომელსაც წართმეული აქვს ამბის ობიექტური მიღების უფლება -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
დემოკრატიაზე ზრუნვა სიმართლის თქმით უნდა დაიწყოს და მისი მამოძრავებელი ძალა ჭეშმარიტად თავისუფალი მედიაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, პროპაგანდა, თუნდაც სხვადასხვა არხით წარმოდგენილი, ვერ გაამდიდრებს დემოკრატიას. მისივე თქმით, აქტივისტური ჟურნალისტიკა ოქსიმორონია და ამით ზარალდება მოქალაქე, რომელსაც წართმეული აქვს ამბის ობიექტური მიღების უფლება. „უკანასკნელი პერიოდის სკანდალები, რომლებიც USAID-ის […]

დროა, რეჟიმს ვაჩვენოთ ჩვენი, ხალხის ძალა, ერთიანობა, ერთსულოვნება -გიორგი ვაშაძე

Editor Dali
0
დროა, ჩვენი, ხალხის ძალა ვაჩვენოთ რეჟიმს, უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა, ერთსულოვნება, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა ახალ ეტაპზე გადასვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ხვალ. 18:00 საათზე ევროპის მოედნიდან გაიმართება საპროტესტო მარში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუერთდებით ამ მარშს სახელწოდებით – არა რუსულ დიქტატურას. ახლა […]

მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა, ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის აშშ-სთვის-ემანუელ მაკრონი

Editor Dali
0
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნაბიჯებს „ელექტროშოკს“ უწოდებს, რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს დაიცვას როგორც საკუთარი, ასევე უკრაინის მომავალი. “ეს არის ელექტროშოკი, გვჭირდება ასიმეტრიული დარტყმები, გვჭირდება გარე დარტყმები. ევროპელებისთვის ეს ეგზოგენური შოკია. ამან უნდა მოიტანოს სიცხადე ევროპაში მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ მათ შეეძლოთ ცხოვრება სტრატეგიული დამოკიდებულების მდგომარეობაში”, – განაცხადა მაკრონმა Financial Times-თან ინტერვიუში. […]

უკანასკნელი პერიოდის სკანდალები, რომლებიც USAID-ის მიერ მსოფლიოში ლიბერალური მედიის დაფინანსებას უკავშირდება, წარმოაჩენს, რომ სინამდვილეში, ეს ქსელი პროპაგანდას ავრცელებს-შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
უკანასკნელი პერიოდის სკანდალები, რომლებიც USAID-ის მიერ მთელ მსოფლიოში ლიბერალური მედიის დაფინანსებას უკავშირდება, წარმოაჩენს, რომ სინამდვილეში, ეს საერთაშორისო ქსელი პროპაგანდას ავრცელებს და არსებითად, უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ მედიას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ უცხოური მედიაგრანტები წარმოადგენდა ინვესტიციას პროპაგანდისტულ ქსელში. „გავიგეთ, რომ […]

ტყუილებით სავსე რეზოლუციით, ევროპარლამენტი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს-ლევან მახაშვილი

Editor Dali
0
ევროპარლამენტის რეზოლუცია დეზინფორმაციას, არაერთ ტყუილს შეიცავს. ტყუილებით სავსე რეზოლუციების მიღებით ევროპარლამენტი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  „ქართული ოცნებისთვის“ ფასი ვერ ექნება ისეთ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის არჩევანს ჩალის ფასი აქვს. „ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუცია – ცარიელი ქაღალდი, ცარიელი სიტყვებია, რომელსაც არანაირი ფასი […]

ევროკავშირს თავად აქვს პრობლემები და იცლის, რომ საქართველოში მოვლენები არასწორად შეაფასოს, ვიდრე დიდი ფულია გადახდილი, მანამდე რეზოლუციებს გამოაცხობინებენ -გურამ მაჭარაშვილი

Editor Dali
0
ევროკავშირს თავად აქვს პრობლემები და იცლის, რომ საქართველოში მოვლენები არასწორად შეაფასოს. ვიდრე დიდი ფულია გადახდილი, მანამდე რეზოლუციებს გამოაცხობინებენ, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილი ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. „სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციებს დიდი ყურადღება აღარ უნდა მივაქციოთ, რადგან თავად ევროკავშირის ბიუროკრატიას აქვს პრობლემები, მათ შორის ამერიკასთან. როცა პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ […]

USAID-მა ტრამპის იმპიჩმენტის კამპანია დააფინანსა. “დიფ სთეითი” ხშირად აფინანსებს რეჟიმის ცვლილებას საზღვარგარეთ -კონგრესმენი ტომას მასი

Editor Dali
0
აშშ-ის კონგრესმენი ტომას მასი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ USAID-ი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომლის შეთითხნილი ბრალდებები დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს იმპიჩმენტის მცდელობისას გამოიყენეს. „USAID-ი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომელმაც გააყალბა მტკიცებულებები, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის დროს გამოიყენეს. „დიფ სთეითი“ ხშირად აფინანსებს რეჟიმის ცვლილებას საზღვარგარეთ, მაგრამ როცა ის გადასახადების გადამხდელთა ფულს ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ იყენებს, ეს ღალატი არ […]

“ვლადიმერ პუტინი თავის ამერიკელ კოლეგას ტაშით ხვდება”-Bild

Editor Dali
0
არც ევროპელმა ლიდერებმა და არც ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ იცოდნენ არაფერი წინასწარ დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილ სატელეფონო საუბარზე ვლადიმერ პუტინთან, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ბილდში“ (Bild) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ექსპერტის თვალსაზრისი დონალდ ტრამპის სტრატეგიაზე  უკრაინასთან მიმართებით: „ვლადიმერ პუტინი თავის ამერიკელ კოლეგას ტაშით ხვდება“. ექსპერტ კარლო მასალას აზრით, სიტუაცია ვითარდება „აპოკალიფსური სცენარის“ მიხედვით: ევროპელებთან და უკრაინელებთან არავინ დალაპარაკებას არ აპირებს – მათ, […]

“ევროპა შეშფოთებულია დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკება უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით ბრიუსელისა და კიევის გარეშე გაიმართება”-Financial Times

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 14 თებერვლის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ევროპა შეშფოთებულია დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკება უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით ბრიუსელისა და კიევის გარეშე გაიმართება“ (ავტორები – ჰენრი ფოი, ქრისტოფერ მილერი და ფელიცია შვარცი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ევროპელი ოფიციალური პირები შეძრულნი არიან: დონალდ ტრამპმა ისინი აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესიდან „ამოაგდო“. ამავე დროს ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ სწორედ […]

“10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი”- Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს

Editor Dali
0
,,10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, – ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რატომაც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში მოხვდა. ,,საქართველოს დედაქალაქი პოპულარობის ზენიტშია. თბილისი მომნუსხველი ქალაქია, სადაც ქვაფენილიანი ქუჩები და ქალაქის ისტორიული ცენტრი მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს. ქალაქი გარშემორტყმულია […]

სენაკში მომხდარი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

Editor Dali
0
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 19 მაისს, სენაკში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. […]