მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები -საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

Editor Dali
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში […]

„გახარია საქართველოსთვის“ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს

Editor Dali
0
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ. ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს. პარტია ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მათ შორის გაიყვანოს უკანონო საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. „პარტია “გახარია საქართველოსთვის” გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების […]

უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის გამო რუსეთმა აეროპორტები შვიდ ქალაქში დახურა

Editor Dali
0
„როსავიაციამ“ რუსეთის შვიდი ქალაქის აეროპორტი დროებით დახურა, მათგან რამდენიმეზე ღამით დრონებით მიიტანეს იერიში. „როსავიაციის“ ცნობით, თვითმფრინავების მიღება და გაფრენა დროებითი შეზღუდული იყო ქალაქებში: ასტრახანი, ვლადიკავკაზი, ვოლგოგრადი, გროზნო, კალუგა, სარატოვი და ულიანოვსკი. უწყების განცხადებაში შეზღუდვები უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით არის ახსნილი. მანამდე, ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა სამრეწველო ობიექტზე უკრაინული დრონების „მასირებული თავდასხმის“ შესახებ, რის შედეგადაც გაჩნდა […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი 15-17 თებერვალს საქართველოში

Editor Dali
0
15-17 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, […]

ომი უკრაინაში ექვს თვეზე ნაკლებ დროში შეიძლება დასრულდეს – ვიქტორ ორბანი

Editor Dali
0
ომი უკრაინაში ექვს თვეზე ნაკლებ დროში შეიძლება დასრულდეს, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ჟურნალისტის კითხვაზე შეიძლება თუ არა, რომ ეს საკითხი უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში მოგვარდეს, ორბანმა უპასუხა, რომ „ფიქრობს, რომ ეს უფრო ადრე მოხდება“. მისი თქმით, ახლა მშვიდობის მსურველები უფრო მეტნი არიან. ორბანმა აღნიშნა, რომ მისი ოპტიმიზმი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციითაა განპირობებული, […]

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

Admin Tamuna
0
შა­ბა­თი, მთვა­რის მეთ­ვრა­მე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 22:08-ზე, მთვა­რე სას­წორ­ში იქ­ნე­ბა 15:47-ზე არ წა­მო­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი. არ გირ­ჩევთ ვაჭ­რო­ბას, უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. კარ­გი დღეა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. ურ­თი­ერ­თო­ბი­სას აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. კა­მა­თი და­უშ­ვე­ბე­ლია. კარ­გი დღეა მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, ხან­გრძლი­ვი მგზავ­რო­ბის­თვის. და­ის­ვე­ნეთ, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბი იძი­ნეთ. მო­ე­რი­დეთ ქორ­წი­ნე­ბა­სა და ჯვრის­წე­რას. გა­ამ­დიდ­რეთ თქვე­ნი რა­ცი­ო­ნი თხი­ლი­თა და მცე­ნა­რე­უ­ლი ზე­თით. სი­გა­რე­ტის რა­ო­დე­ნო­ბა […]

დონალდ ტრამპის თამაში რუსეთთან

Admin Tamuna
0
დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან შოკი იყო ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის. აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტერ ჰეგსეტის განცხადებებმა, რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში და რომ 2014 წლის საზღვრებთან დაბრუნება არარეალურია, ბევრი კომენტარი გამოიწვია, რომ ტრამპმა უღალატა უკრაინას და დემოკრატიის ღირებულებებს. თუმცა, ჯერ ნაადრევია ტრამპის განზრახვების შესახებ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება. ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი რუსეთს […]

საყოველთაო ნათლობის 71-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

Admin Tamuna
0
იწყება 71-ე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა, – ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე. „რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები“, […]

პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

Admin Tamuna
0
პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 1940 […]

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერები იმ ავტოკრატებს შეადარა, რომლებიც ცივი ომის პერიოდში რეპრესიულ რეჟიმებს მართავდნენ – CNN

Admin Tamuna
0
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპელი ლიდერები იმ ავტოკრატებს შეადარა, რომლებიც ცივი ომის პერიოდში რეპრესიულ რეჟიმებს მართავდნენ, – წერს ტელეკომპანია CNN-ი. „როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები არჩევნებს აუქმებენ, ხოლო მაღალი თანამდებობის პირები სხვა არჩევნების გაუქმებით იმუქრებიან, უნდა დავსვათ კითხვა – ვაკმაყოფილებთ თუ არა მაღალი დემოკრატიული სტანდარტების მოთხოვნებს?“ – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. ჯეი დი […]

წარუმატებელი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს – ურსულა ფონ დერ ლაიენი

Admin Tamuna
0
წარუმატებელი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. „ბევრი საუბარი იყო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ ყოველთვის სასარგებლოა სიტყვების მიღმა გახედვა და იმის აღიარება, რომ პროცესის მხოლოდ დასაწყისში ვართ. მოდით შევაფასოთ საწყისი პოზიციები, კონტრასტი დავინახოთ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის მიდგომებს შორის. ურთულეს […]

ტრამპის სავაჭრო პოლიტიკას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად განვიხილავთ – ევროკომისია

Admin Tamuna
0
ევროკომისია პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ „საპასუხო“ სავაჭრო პოლიტიკას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. კომისია აცხადებს, რომ ევროკავშირი ერთგული რჩება პროგნოზირებადი გლობალური სავაჭრო სისტემის მიმართ, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა პარტნიორს. „ევროკავშირი ინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ტარიფებს მსოფლიოში და მის ექსპორტზე აშშ-ის მიერ ტარიფების გაზრდის გამართლებას ვერ ხედავს“, – აღნიშნულია განცხადებაში. […]