ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება – თამარ  ჩერგოლეიშვილი

Admin Tamuna
0
ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება – გუშინ, როდესაც პოლიტპატიმრების მშობლები აქციას მართავდნენ, პარალელურად საბანკო ბარათები გაეთიშათ რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის ბოროტ თოჯინებს, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს – მურუსიძეს და ჩინჩალაძეს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია ძალაუფლების გადაბარებას თავისუფალი არჩევნების გზით მიაღწევს. „დღეს, […]

“ძველი კეთილი დრო”, როცა რუსულ გაზზე ვიყავით დამოკიდებული, ისევ ბრუნდება? მოდით, ახლო წარსული გავიხსენოთ”

Editor Dali
0
ჩეხეთის პოპულარულ მრავალტირაჟიან გაზეთში „ლიდოვე ნოვინში“ (Lidové noviny – „სახალხო გაზეთი“) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „ძველი კეთილი დრო“, როცა რუსულ გაზზე ვიყავით დამოკიდებული, ისევ ბრუნდება? მოდით, ახლო წარსული გავიხსენოთ“ (ავტორი – მარეკ გუდემა). პუბლიკაციაში განხილულია სავარაუდო სიტუაცია, რომლის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ გერმანია შეიძლება ისევ რუსულ გაზს დაუბრუნდეს. ისმება კითხვა: რამდენად მომგებიანია ეს ევროპისათვის? გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით: გერმანიაში დაიწყო ლაპარაკი […]

 მივდივართ არჩევნებისკენ, რეჟიმის ჩამოშლისკენ, ეს არის რთული, გრძელი გზა, მაგრამ ერთადერთი, რომელიც მიგვიყვანს ბოლომდე-სალომე ზურაბიშვილი

Editor Dali
0
მივდივართ არჩევნებისკენ, რეჟიმის ჩამოშლისკენ, ეს არის რთული, გრძელი გზა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური გაგებით, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მიგვიყვანს ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, უცხოელი პარტნიორებისგან ბოლო ორი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ ოპოზიციის კოორდინაციამ შედეგი გამოიღო. „დღეს ჩვენ განვიხილეთ ორი თემა. პირველი არის პატიმრების ოჯახების ახალი […]

საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და თვითონ გადაწყვეტს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები-კახა კალაძე

Editor Dali
0
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და თვითონ გადაწყვეტს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ჰელსინკის კომისიის“ წევრების მიერ გამოქვეყნებული განცხადების პასუხად უთხრა, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის კონტროლი „გადასცეს ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კონგლომერატს“. „საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო […]

ჩეხეთის საელჩო და კონკრეტული ელჩები დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ საქართველოს მაშინ, როცა ხალხს ქუჩაში კლავდნენ და ციხეებში აუპატიურებდნენ-კახა კალაძე

Editor Dali
0
ჩეხეთის საელჩოს მინდა ვუთხრა, რომ საქართველოში ის დრო არასდროს დაბრუნდება, როცა ხალხს ქუჩაში კლავდნენ, ციხეებში აუპატიურებდნენ. ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან ჩეხეთის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას. კახა კალაძის თქმით, სწორედ ჩეხეთის საელჩო და კონკრეტული ელჩები აფასებდნენ საქართველოს დემოკრატიის შუქურად მაშინ, როცა ხელისუფლება ადამიანებს ქუჩაში კლავდა და აუბედურებდა. „პირდაპირ ვიტყვი, რომ […]

მოლოდინი მქონდა, საქართველოს ხელისუფლებას ტრამპის ადმინისტრაცია მადლობას ეტყოდა, რომ “დიფ სთეითზე” საუბრობდა მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა -კახა კალაძე

Editor Dali
0
საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. დიფ სთეითზე საუბარი დაიწყო მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა და გულწრფელად მქონდა მოლოდინი, რომ  ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობას გადაუხდიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიტიკურ წერილზე საუბრისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, დღეს არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა და გარკვეული ვაკუუმიც არის შექმნილი პოლიტიკურ ველზე. „არ […]

“ბრუნდებიან თუ არა დასავლური კომპანიები რუსეთში?”-The Spectator

Editor Dali
0
ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ორი აპრილის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ბრუნდებიან თუ არა დასავლური კომპანიები რუსეთში?”, რომლის ავტორია მარკ გალეოთი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის აღმოსავლეთევროპული კვლევების სკოლის საპატიო პროფესორი. მასალაში გაანალიზებულია იმ დასავლური კომპანიების რუსულ ბაზარზე დაბრუნების ალბათობა, რომლებმაც უკრაინის ომის დაწყების გამო, 2022 წელს რუსეთი დატოვეს. ავტორის აზრით, თუ მათი დაბრუნების პროცესი დაიწყება, ის იოლი არ იქნება – […]

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან მარტში უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს -შსს

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის, ასევე სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, გასულ თვეში საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 97 მოქალაქის გაძევება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს, კანონის შესაბამისად, ქვეყანაში შემოსვლის […]

აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებს, ამას ერთადერთი ახსნა აქვს – „დიფ სთეითმა“ არ იცის, რა უნდა გააკეთოს საქართველოსთან მიმართებით. „ქართულმა ოცნებამ“ იდეალურად წარმართა გასული 4 წელიწადი -ზაზა შათირიშვილი

Editor Dali
0
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერილს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არჩევამდე და არჩევის შემდეგ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. როგორც ის წერს, აშშ გლობალური ომის პარტიის, იმავე „დიფ სთეითის“ მთავარი ინსტრუმენტია დღესაც. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებში საქართველოს ადგილს, შათირიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ „დიფ სთეითმა“ არ იცის, როგორ მოიქცეს […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 3 აპრილს

Editor Dali
0
3 აპრილს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმიანი […]

სალომე ზურაბიშვილს Slay queen-ს რომ ეძახდნენ, ვიცოდი, დადგებოდა ეტაპი, როდესაც ხალხს იმედი გაუცრუვდებოდა -ანა წითლიძე

Editor Dali
0
აქციებისას სალომე ზურაბიშვილს Slay queen-ს რომ ეძახდნენ, ვიცოდი, დადგებოდა ეტაპი, როდესაც ხალხი ძალიან იმედგაცრუებული იქნებოდა, მარტივი დასანახი იყო. არ ვთვლი, რომ ვიღაც ერთზე უნდა გადატყდეს ყველაფერი და ვთქვათ, რომ სალომეს შეეძლო და არ გააკეთა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ პარტია „გირჩის“ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ განაცხადა. წითლიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სალომე […]

,,ეს „ექსკლუზიური ინფორმაცია“ სრული სისულელეა, ილონ მასკი ჯერჯერობით არ ტოვებს თავის თანამდებობას”- კეროლაინ ლევიტი

ეს „ექსკლუზიური ინფორმაცია“ სრული სისულელეა, ილონ მასკი ჯერჯერობით არ ტოვებს თავის თანამდებობას, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლევიტი „პოლიტიკოს“ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება. „ეს „ექსკლუზიური ინფორმაცია“ სრული სისულელეა, ილონ მასკმა და პრეზიდენტმა ტრამპმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ილონი დატოვებს საჯარო სამსახურს, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომელი, […]