მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექი – ამინდი მკვეთრად იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე დანით ორი პირი დაჭრეს

ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე დანით ორი პირი დაჭრეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაპირისპირება ოთხ პირს შორის მოხდა. მათგან ორი დაიჭრა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი პირები ინგოროყვას სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილი. უცნობია დააკავეს თუ არა ინციდენტის მონაწილე პირები. 

3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ნაკლებად იურთიერთეთ უფროსობასთან და ხელმძღვანელ პირებთან. სჯობს, თავი შეიკავოთ მოლაპარაკებებისგან, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ თავზე აიღეთ ინიციატივა და იმოქმედეთ თქვენი უფლებების ფარგლებში. კურო კარგი დღეა ახალი სამსახურის მოსაძიებლად. შესაძლოა, იპოვოთ სტაბილური სამუშაო კარგი ანაზღაურებით, თუმცა,  ამ ყველაფერს თქვენი აქტიურობა სჭირდება, გადაავლეთ თვალი სოციალურ ქსელებსა და დასაქმების გვერდებს, ვინც ეძებს, ის პოულობს! ტყუპები მოთმინებით დაელოდეთ […]

იმ წლებში, როცა თითქოს კრიმინალურ სამყაროს ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმი, სწორედ ამ სამყაროს წარმომადგენლების მეშვეობით საპატიმროებში ტერორს ახორციელებდა – სოზარ სუბარი

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, სადაც საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილებოდა, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საპატიმროებში პატიმართა რაოდენობასა და იქ არსებულ პირობებზე ისაუბრა. მისივე თქმით, მაშინ როცა იმდროინდელი ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ბრძოლა ჰქონდა […]

“ქართველ ხალხს უნდა, იხილოს ერთიანი ოპოზიცია, მას არ აინტერესებს ერთმანეთის ცოდვების წამოძახება და ა.შ.” – გიორგი ბარამიძე

გამართლდა თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” მოლოდინი 31 მარტის აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით – “ღამის კურიერის” ამ კითხვას პარტიის წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ უპასუხა. მისი თქმით, მის პარტიას და, ზოგადად, საზოგადოებას უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა არამარტო 31 მარტის აქციის დღეს, არამედ ბოლო 5 თვის განმავლობაში, ეს მოლოდინი კი გამოიხატება ოპოზიციის ერთიანობაში რომელიც, მისივე სიტყვებით, ქართველი ხალხის […]

ისტორიაში პირველად – ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა. ზურაბ კინწურაშვილი რეიტინგულ სიაში 62.00 ქულით ლიდერობს. მან სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო ტურნირში მიიღო. 2024 წელს ზურაბ კინწურაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

ანა წითლიძე – სალომე ზურაბიშვილს Slay queen-ს რომ ეძახდნენ, ვიცოდი, დადგებოდა ეტაპი, როდესაც ხალხს იმედი გაუცრუვდებოდა

აქციებისას სალომე ზურაბიშვილს Slay queen-ს რომ ეძახდნენ, ვიცოდი, დადგებოდა ეტაპი, როდესაც ხალხი ძალიან იმედგაცრუებული იქნებოდა, მარტივი დასანახი იყო. არ ვთვლი, რომ ვიღაც ერთზე უნდა გადატყდეს ყველაფერი და ვთქვათ, რომ სალომეს შეეძლო და არ გააკეთა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ პარტია „გირჩის“ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ განაცხადა. წითლიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სალომე […]

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. როგორც პატიმრების ოჯახის წევრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი უკანონო პატიმრის გათავისუფლებას და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. „ჩვენი შვილები, დები და მეგობრები არიან სინდისის პატიმრები. ისინი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობიანად აპროტესტებდნენ ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, არჩევნების გაყალბებას, დემოკრატიული პრინციპების ფეხქვეშ გათელვას და ქვეყნის […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 3 აპრილს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7623 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7623 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7632 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9816 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9848 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

პირველი მეწარმე ვიყავი საქართველოში, რომელიც დამიჭირეს, გამიმართლა ახალაიების დროს რომ არ ვიყავი, თორემ ცოცხალი ვერ გამოვიდოდი – “ნაცმოძრაობის” მიერ დაზარალებული ბიზნესმენი ჯემალ წიკლაური

Editor Dali
0
“2004 წლის თებერვალში დაიწყო ჩემზე ზეწოლა, სააკაშვილის ხელისუფლება რომ მოვიდა” – ამის შესახებ გორის ბაზრის ყოფილმა მფლობელმა და “ნაციონალური მოძრაობის” დროს დაზარალებულმა ბიზნესმენმა ჯემალ წიკლაურმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, […]

მამაჩემი, 47 წლის კაცი, რომელიც ჯან-ღონით სავსე იყო, ციხის ტუალეტში გაგუდეს-გიორგი ზერეკიძე

Editor Dali
0
47 წლის კაცი, რომელიც ჯან-ღონით სავსე იყო, ციხის ტუალეტში გაგუდეს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ერთი წამით რომ მქონდეს ეჭვი, მამაჩემს დენმა დაარტყა, არც მე არ მინდა, იმ ჯვარით ვიარო მთელი ცხოვრება, რომ ვიღაცამ მამა მომიკლა. ციხეში გატარებული ჩემი შვიდი წელიც არაფერია იმასთან შედარებით, მე რომ მამა ცოცხალი მყოლოდა, – ამის შესახებ გიორგი ზერეკიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი […]

ოქრუაშვილის ყურამდე მივიდა [ჩხუბის] ამბავი და იქიდან გამოაგზავნეს ვინმე ზაზა გოცირიძე. სასამართლოში ჩვენებას აწერინებს ეს ახალმოსული კაცი რომელმაც არც იცოდა რა მოხდა – სამი ბრალდებით გამიშვეს ციხეში 14 წლის ასაკში -გიორგი ზერეკიძე მისი დაკავების ფაქტზე

Editor Dali
0
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პატიმარი გიორგი ზერეკიძე მისი დაკავების დეტალებს იხსენებს. გიორგი ზერეკიძე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ […]