,,გასული 3-4 წელიწადი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის”- პრემიერი

გასული 3-4 წელიწადი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს ურთულესი წლები გავიარეთ წარმატებით და ქვეყანამ თავიდან აირიდა ომი, გვაქვს მშვიდობა და ძალიან სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ხორციელდება ძალიან დიდი წნეხი საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაზე, არის ძალიან […]

50-ზე მეტი ქვეყანა თეთრ სახლს სავაჭრო მოლაპარაკებების დასაწყებად დაუკავშირდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეკონომიკური მრჩეველის განცხადებით, 50-ზე მეტი ქვეყანა თეთრ სახლს სავაჭრო მოლაპარაკებების დასაწყებად დაუკავშირდა. „პრეზიდენტის მიზანი არ არის ბაზრის ჩამოშლა. მისი მიზანია ამერიკელი მუშაკებისთვის უკეთესი პირობები. ეს არის სტრატეგია ამერიკაში მუშათა კლასისთვის ოქროს ხანის შესაქმნელად. ეს არის ჩვენი სტრატეგია“, – განაცხადა კევინ ჰასეტმა ABC News-თან ინტერვიუში. ტრამპის ეკონომიკური მრჩევლის თქმით, ტარიფების დაწესების შემდეგ მრეწველობისა […]

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შეიძლება, სრულიად ახალი საქმის დაწყების სურვილი გაგიჩნდეთ – გეჩვენებათ, რომ თქვენი ამჟამინდელი სამსახური უინტერესო გახდა და კოლეგები თქვენს მიღწევებს სათანადოდ არ აფასებენ, მაგრამ სინამდვილეში სიტუაცია არც ისე კრიტიკულია. ამასთან, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დროა. მნიშვნელოვანია, რომ ემოციები აკონტროლოთ და მკვეთრ ნაბიჯებს ერიდოთ. რჩევა: მოერიდეთ ხმამაღალი განცხადებების კეთებას და ეს დღე თვითანალიზისა და […]

7 აპრილის ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მოიმატებს. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,  ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით                       +10, +15°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მოიმატებს. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში ღამით ზოგან თოვლი.  აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით  +4, +9°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +1, +6°, […]

ლოცვა, რომელიც ხარება დღეს უნდა წაიკითხოთ

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას უკავშირდება, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს. ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილების უფლება ეძლევათ. ლოცვა, რომელიც ხარება დღეს უნდა წაიკითხოთ: ტროპარი: დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ […]

ნიკოლოზ სამხარაძე – ერთადერთ რამეს ვითხოვთ, ევროკავშირმა გაითვალისწინოს, რამდენად მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ და ქვეყნისგან ისეთი რაღაც არ მოითხოვოს, რაც საფრთხის შემცველი იქნება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ქართულმა დელეგაციამ ბელგიის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებთან დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველო ევროკავშირისგან ითხოვს ერთადერთ რამეს: ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს, რამდენად მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაშია საქართველო და ისეთი რაღაც არ უნდა მოითხოვონ, რაც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იქნება. ჟურნალისტებთან საუბარში ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე არცერთი კრიტიკული განცხადება არ […]

თეა წულუკიანი: ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ, ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით

„სწორედ ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს ის, თუ სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით და როგორ გააუბედურა მაშინდელი საშუალო ასაკის ადამიანების ცხოვრება და ოჯახები, ახალგაზრდების ცხოვრება, არასრულწლოვანების ცხოვრება“, – ამის შესახებ გადაცემა „იმედის კვირაში“-ში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო […]

შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეაში, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „წლევანდელი გენერალური დებატების თემაზე: „საპარლამენტო საქმიანობა სოციალური განვითარებისა და სამართლიანობისთვის“, შალვა პაპუაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შალვა პაპუაშვილის თქმით, „პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს სამართლიანი, ინკლუზიური და პროგრესული საზოგადოებების ჩამოყალიბებაში.“ […]

ყველა რწმუნდება, რამდენად სწორი პოზიცია ჰქონდა საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას მთელი სამი წლის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს – შალვა პაპუაშვილი

ყველა რწმუნდება, რამდენად სწორი პოზიცია ჰქონდა საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას მთელი სამი წლის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრის დროს ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. „თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და დელეგაციასთან შეხვედრა გვქონდა. მიხარია, რომ კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მქონდა მასთან შეხვედრის, ჩვენ […]

უკრაინაში, კრივი-რიჰზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო, 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

კრივი-რიჰზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო უკრაინაში დღევანდელი დღე გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.   უკრაინის ვიცე-პრემიერმა რეკონსტრუქციის საკითხებში, თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა ალექსეი კულებამ განაცხადა, რომ მსხვერპლებისა და მათი ოჯახების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა და უკრაინის ქალაქებში კიევიდან ოდესამდე და კრამატორსკიდან უჟჰოროდამდე დროშები დაეშვება.   მინისტრის […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

Editor Dali
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 06:03 საათზე, თბილისიდან 4 კმ-ში, თეთრიწყაროში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

“ფაქტობრივად, სრულდება თავისუფალი ვაჭრობის,იგივე “ფრითრეიდერობის” ეპოქაც და არც ის იქნება გასაკვირი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ თავისი არსებობაც დაასრულოს” –გიორგი ცუცქირიძე

Editor Dali
0
“საფონდო ბირჟის კრახი ხდება მაშინ, როდესაც აქციების ფასები მოულოდნელად ეცემა გლობალური პრობლემების, ფინანსური არასტაბილურობის ან ინვესტორების პანიკის გამო.   აშშ-ის აქციები ეცემა სავაჭრო ომის შიშით ტრამპის ახალი ტარიფების გამო”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.   “პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული ყოვლისმომცველი ტარიფები იმპორტირებულ საქონელზე, უფრო მაღალი და ფართოა, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ. […]