გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 აპრილიდან 7 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), შესაძლებელია ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)”, […]

ნიკოლოზ სამხარაძე – იმედია, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება განმარტავს, არს და მიზანს, რას ემსახურება გრანტი

იმედია, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება განმარტავს, არს და მიზანს, რას ემსახურება გრანტი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. „ალბათ, დიდი ბრიტანეთი პირველი მერცხალია. ალბათ, მალე, სხვებიც გამოჩნდებიან, რომლებიც მიხვდებიან, რომ საქართველოში შემდეგი არჩევნები რომელიც ჩატარდება, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და აქედან გამომდინარე, ყველა უნდა მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. არ ვიცი, ეს […]

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ძველი, კარგად დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიანი საკვების მიღებას, რადგან დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება კრიზისული პერიოდი დადგეს. კურო ეცადეთ, საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. უახლოეს ხანებში მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, ამიტომ […]

კრივოი როგზე თავდასხმის გამო, უკრაინაში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

უკრაინაში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსეი კულება სოციალურ ქსელში წერს. „დაზარალებულებისა და მათი ოჯახების სოლიდარობის ნიშნად ხვალ გამოცხადდება გლოვის დღე. კიევიდან ოდესამდე, კრამატორსკიდან უჟგოროდამდე – ქალაქებში დროშები დაშვებული იქნება და სიჩუმე იქნება“, -წერს კულება. შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს რუსეთმა იერიში მიიტანა კრივოი როგზე. თავდასხმის შედეგად, 18 ადამიანია დაღუპული, რომელთა შორისაც ცხრა […]

ილონ მასკი – ევროპა ცუდი ადგილია ახალი ბიზნესის დასაწყებად

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ნულოვან ტარიფებს იმედოვნებს. „იმედი მაქვს, შეთანხმდებიან, რომ როგორც ევროპა, ისე შეერთებული შტატები, იდეალურ შემთხვევაში, ჩემი აზრით, უნდა გადავიდნენ ნულოვან ტარიფებზე, რაც ფაქტობრივად შექმნის თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის,“ – თქვა მასკმა იტალიის ვიცე-პრემიერ მატეო სალვინისთან დისკუსიის დროს. მასკმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა […]

ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩვენთვის, გარკვეულწილად, საინტერესოც შეიძლება იყოს ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან ისინი, ვიდრე დამარცხდნენ თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელი კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. „ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც […]

ტრამპმა მსოფლიო ეკონომიკური ომი დაიწყო

Editor Dali
0
2 აპრილს დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ათობით ქვეყნისთვის ტარიფები გამოაცხადა. ტრამპის ტარიფების სამიზნეები არიან არა მხოლოდ შეერთებული შტატების  მოწინააღმდეგეები, არამედ მოკავშირეებიც – ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და ავსტრალია. თეთრი სახლის ბაღში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ 2 აპრილი გახდება შეერთებული შტატების განთავისუფლების დღე. ტრამპის თქმით, ამერიკა გაძარცვეს სხვა ქვეყნებმა, რომლებმაც ისარგებლეს შეერთებულ შტატებში ვაჭრობის […]

სამთავრობო ცვლილებები ემსახურება სისტემის კიდე უფრო გაჯანსაღებას, პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი გვყავს, ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა სამთავრობო ცვლილებებს, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ცვლილებები ემსახურება სისტემის კიდე უფრო მეტად გაჯანსაღებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყოველთვის, ნებისმიერ გუნდში საჭიროა განახლება და ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს მთავრობის საქმიანობას. „საუბარი არ მაქვს პერსონალურ საკითხებზე, ყოველთვის არის საჭირო განახლება ნებისმიერ გუნდში […]

გელათში ჩატარებული სამუშაოები გათვლილია შედეგზე, რასაც კომპლექსის სრულად აღდგენა ჰქვია, უდიდესი პასუხისმგებლობაა, დავიცვათ და თაობებს შემოვუნახოთ უძვირფასესი მემკვიდრეობა-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
გელათის მდიდარი ისტორია და საკაცობრიო მნიშვნელობა თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, დავიცვათ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, გელათი საუკუნეების განმავლობაში იყო და რჩება საქართველოს სულიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს კერად. […]

უკრაინას არასდროს შეჰპირებიან, რომ ალიანსის წევრობა იქნებოდა სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი -მარკ რუტე

Editor Dali
0
ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინას არასდროს შეჰპირებიან, რომ ალიანსის წევრობა იქნებოდა სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი. ამის შესახებ მარკ რუტემ „ახალ ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე იმის შესახებ, რომ 2024 წელს ვაშინგტონის სამიტზე წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ნატო-სკენ უკრაინის გზა შეუქცევადია, თუმცა შემდეგ ახალ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება ალიანსის წევრი, მარკ რუტემ […]

ეს პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთულ პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობითა და აღებული კურსის შესაბამისად-გრიგოლ ლილუაშვილი

Editor Dali
0
პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობითა და აღებული კურსის შესაბამისად, სადაც ჩვენც თითო აგური შევიტანეთ უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში, – ამ სიტყვებით სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მიმართა. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, დღეს სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი წარადგინა. გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის […]

ანრი ოხანაშვილი არის ღირსეული, კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, ეს არის თვისებები, რაც აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად-პრემიერი

Editor Dali
0
ანრი ოხანაშვილი არის პროფესიონალი, ღირსეული, კეთილსინდისიერი ადამიანი და ეს არის სწორედ ის თვისებები, რაც აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადა, სადაც სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი წარადგინა. მთავრობის მეთაურმა წარმატებები უსურვა ასევე სახელმწიფო სამსახურის უფროსის ახალ მოადგილეებს – ირაკლი ბერაიას, გელა გელაძეს და […]