როცა სტრასბურგმა სულხან მოლაშვილი გაამართლა, მურუსიძემ თქვა, „მე მაინც ასე გავაკეთებდიო“ – შვილი ნელი სიკვდილით მომიკლეს – სულხან მოლაშვილის მამა 

Admin Tamuna
0
როდესაც სტრასბურგმა გაამართლა სულხან მოლაშვილი, მურუსიძეს უთხრეს, აი, სტრასბურგმა გაამართლა და შენ კიდევ… მურუსიძემ თქვა: „მე მაინც ასე გავაკეთებდიო“. გული მწყდება სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, არადა ვიცი, რომ კარგი იურისტია, – ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა მოსამართლე ლევან მურუსიძეზე განაცხადა, რომელმაც მის შვილს, სულხან მოლაშვილს თავისუფლების […]

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

Admin Tamuna
0
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. ამ გადაწყვეტილებით გალუსტაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში. […]

დღეს დიდი ოთხშაბათია – იუდასგან ქრისტეს გაცემის დღე

Admin Tamuna
0
დიდი ოთხშაბათი – ეს იუდას მიერ, იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ამ დღეს იუდამ გასცა მოძღვარი და სინედრიონის წევრებს მის შეპყრობაში დახმარება აღუთქვა, რისთვისაც 30 ვერცხლი მოითხოვა. ოთხშაბათის ღამე, მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, სიმონ კეთროვნის სახლში უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი მაცხოვარს უხვად […]

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 17 აპრილამდე

Admin Tamuna
0
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება. ქ. თბილისში 16 აპრილს იწვიმებს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 16 აპრილს დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, 17 აპრილს კი +20 გრადუსამდე დათბება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16-17 […]

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?     ვერძი ამ დღეს ბევრი მუშაობა მოგიწევთ, თუმცა სამწუხაროდ, შედეგი არასასურველი იქნება. სავარაუდოდ, ვერც იმ ფულს მიიღებთ, რომლის მიღების იმედი გქონდათ. თუ ახლობლებსა და სანდო ადამიანებს დახმარებისთვის მიმართავთ, ისინი წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებიან. მათთან ერთად სირთულეებს უფრო იოლად და სწრაფად გაუმკლავდებით. კურო დროა, რომ […]

ნახევარი ოპოზიციური პარტიები სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას – ნიკა მელია

ნახევარი ოპოზიციური პარტიები ამ წუთის მდგომარეობით სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.   მელია არ აკონკრეტებს პარტიებს, თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს მისი გუნდი, მათ შორის თავად, რომ ეს არ მოხდეს.   “ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, მათ შორის მეც, რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ, რომ ფასი საპარლამენტო […]

ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას – მარკ რუტე

უკრაინისადმი ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინულ ქალაქ ოდესაში ვიზიტის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.   “დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ოდესას ვეწვიე.   უკრაინელმა ხალხმა ძალიან ბევრს გაუძლო – მათ შორის კვირას რუსეთის თავდასხმას სუმზე. ნატოს მხარდაჭერა ურყევია. გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა შეძლოს თავდაცვა დღეს და სამომავლო […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 აპრილს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7544 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7544 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7545 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1229 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1363 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

უკრაინა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს 9 მაისს სამხედრო აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში კი არა, კიევში ჩავიდნენ – Politico

Admin Tamuna
0
„უკრაინის მთავრობამ ევროპელი ლიდერები და მაღალჩინოსნები კიევში მიიწვია 9 მაისის ზეიმში მონაწილეობის მისაღებად“, – იუწყება ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico), რომლის ევროპულ ვერსიაში (გამოდის ბრიუსელში, ბელგია) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს 9 მაისს სამხედრო აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში კი არა, კიევში ჩავიდნენ“ (ავტორები – ნიკოლას ვინოკური, ჰანს ფონ დერ ვურჰარდი და რასმუს ბუჰშტაინერი). გთავაზობთ […]

შეიძინე მაგთის “ყველაფერი ულიმიტო“ პაკეტები თიბისის ბარათებით და დაიბრუნე 30% ქეშბექი მომენტალურად

Admin Tamuna
0
  თიბისის მომხმარებლებისთვის გამორჩეული შეთავაზებები გრძელდება. ამჯერად, მათ განსაკუთრებული პირობით სარგებლობა, მაგთის “ყველაფერი ულიმიტო” პაკეტების შეძენისას შეუძლიათ. 17 აპრილიდან 17 ივნისის ჩათვლით, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით და ერთგული საკრედიტო ბარათით MyMagti-ს აპლიკაციაში ან ვებ პორტალზე  MyMagti.com, ულიმიტო პაკეტების შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 15 ლარი, მომენტალურად დაუბრუნდებათ. შეთავაზება ვრცელდება შემდეგი პაკეტების […]

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილა

Admin Tamuna
0
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა. სხდომაზე განხილული იყო 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიას ახსნა-განმარტება ჯონდო ბაღათურიამ მისცა. […]

თიბისი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის მხარდამჭერია

Admin Tamuna
0
თიბისის მხარდაჭერით, 2025 წლის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრების შესარჩევად ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება. 2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩევის ექსკლუზიური ავტორიზაცია მოიპოვა. ასევე, ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA). ოლიმპიადის სტრუქტურა და მიზანი: ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება […]