ირაკლი კობახიძე – არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა – მინიმალური მოთხოვნა გვაქვს ის, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ უნდა ემსახურებოდეს საკუთარ სამშობლოს და ქვეყანას

არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა, როგორც კი ჩვენ წარმოვიდგენთ ვითარებას, სადაც ეს აგენტები აღარ არიან პოლიტიკურ სისტემაში, მაშინ ბუნებრივად გაჩნდება ნიშა, რომელსაც დაიკავებენ არა აგენტები, შესაბამისი ოპოზიციური პარტიები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2″-თან ინტერვიუში განაცხადა.     პრემიერის თქმით,  მინიმალური მოთხოვნაა, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა […]

ირაკლი კობახიძე – კახა კალაძე თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო

კახა კალაძე თავისი გამოცდილებით,  რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2″-თან ინტერვიუში განაცხადა.   მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, ისევ იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.     „პოლიტიკური საბჭოს შეკრება არ გვქონია ამ საკითხზე, ამიტომ, მე არ მაქვს  კომპეტენცია, რომ 100%-ით რაღაც დავადასტურო. ის, რეალურად, თავისი […]

ირაკლი კობახიძე – შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, მაგრამ იძულება იყო გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში დატოვება

შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, რადგან, შეიძლება, ამ ადამიანის მიმართ იყო სხვა მოლოდინები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2″-თან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილი იყო ემიგრანტების შთამომავალი, ჰქონდა დიპლომატიური წარსული, ნიკო ნიკოლაძს შთამომავალია და მისი ბიოგრაფიით არსებობდა საფუძველი, რომ მას სამშბლო არ უნდა გაეყიდა. „ბიოგრაფიას რომ გადახედო, თითქოს არსებობდა საფუძველი […]

სამაგალითო ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან, ალიევიც ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითო და გვაქვს რესურსი, ვაჩვენოთ ყველას, როგორი განვითარება შეუძლია ჩვენს რეგიონს -მიხეილ ყაველაშვილი

Editor Dali
0
სამაგალითო ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან. ილჰამ ალიევიც ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითო და გვაქვს რესურსი, ვაჩვენოთ ყველას, როგორი განვითარება შეუძლია ჩვენს რეგიონს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა. ყაველაშვილის თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა. „წინასწარვე დავაანონსეთ, რომ პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი უნდა ყოფილიყო ჩვენს […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 აპრილს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7523 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7523 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7544 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1274 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1229 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

 გახარია პარლამენტში ფიზიკურად არ არის, თორემ არც დაფინანსებაზე თქვა უარი და არც მანდატები დაუთმია, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის სხდომაზეც იმყოფებოდა -ლევან მახაშვილი 

Editor Dali
0
გახარია პარლამენტში ფიზიკურად არ არის, თორემ არც დაფინანსებაზე თქვა უარი და არც მანდატები დაუთმია. მათ შორის, საგამოძიებო კომისიის სხდომაზეც იმყოფებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ამასთან, მახაშვილის თქმით, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ეს რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. „ერთი მხრივ, როგორ წარმოუდგენია პერსპექტივა, ხელისუფლებასთან კონკურენციაში შევიდეს […]

რა უნდა ვიცოდეთ და როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ალერგიებს

Editor Dali
0
გაზაფხულის დადგომა პოზიტიურ ცვლილებებთან ასოცირდება. თუ ზამთრის ცივ დღეებში  ცხელ ჩაისთან ერთად სახლში თბილად და მყუდროდ ყოფნას ვამჯობინებდით, ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად ჩვენი ქცევები რადიკალურად იცვლება. მზიანი ამინდები კიდევ უფრო დადებითად აისახება ჩვენს გუნება-განწყობილებაზე და სოციალური აქტივობებიც იზრდება. დასვენების დღეებში ხშირია პიკნიკები, ღია ცის ქვეშ კონცერტები ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად რეკრეაციულ სივრცეებში სეირნობა. კაფე-ბარებშიც უპირატესობას ვერანდაზე […]

თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ფენიქსი – პროექტირების მენეჯმენტმა“ ბიზნესი გააფართოვა

Editor Dali
0
კომპანია „ფენიქსი – პროექტირების მენეჯმენტი“, რომლის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტსა და სამონტაჟო სამუშაოებს მოიცავს, გაფართოვდა. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას უპასუხა და ახალი მანქანა-დანადგარები შეიძინა, რომლებიც კერამიკული ფილების დამუშავებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ინვესტიცია „ფენიქსი – პროექტირების მენეჯმენტს“ წარმოების გაზრდისა და ბიზნესის განვითარების საშუალებას მისცემს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.   „ფენიქსი – […]

დარწმუნებული ვარ, შემდგომ წლებშიც გავაღრმავებთ ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას -ავსტრიის კანცლერი ირაკლი კობახიძეს

Editor Dali
0
საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც ეფუძნება ორმხრივ პატივისცემას და ურთიერთგაგებას. დარწმუნებული ვარ, შემდგომ წლებშიც გავაღრმავებთ წარმატებულ თანამშრომლობას, – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ქრისტიან შტოკერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქრისტიან შტოკერი საქართველოს მთავრობის მეთაურს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერად დანიშვნის მილოცვისთვის მადლობას უხდის. „საქართველოსა და […]

“ლარი/ევრო/დოლარი – ბიზნეს სტრატეგია” – თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია გამოაქვეყნა

Admin Tamuna
0
თიბისი კაპიტალმა ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია გამოაქვეყნა, რაც სადღეისოდ, საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე მოვლენების ფონზე კიდევ უფრო აქტუალურია.   დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის წარმოდგენილი ჩარჩო, საქართველოს კორპორატიულ სექტორში, 2013 წლიდან დღემდე, 8 მილიარდი ლარის პოტენციურ სარგებელზე მიუთითებს. აღნიშნული, ვალუტების უფრო საშუალო და გრძელვადიანი ნიშნულების შეფასებიდან გამომდინარეობს, როგორც ევრო/დოლარის, ასევე ლარის კუთხით. ამასთან, როგორც ყოველთვის, ავტორების რჩევაა, რომ […]

ტრამპის თანაშემწეები პრეზიდენტს მოუწოდებენ მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს – The Wall Street Journal

Admin Tamuna
0
დონალდ ტრამპის ზოგიერთი თანაშემწე პრეზიდენტს ურჩევს, რომ რუსეთთან დამოკიდებულებაში მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს, – ნათქვამია ამერიკული გაზეთის „უოლ სთრით ჯორნელის“ (The Wall Street Journal) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრამპის თანაშემწეები პრეზიდენტს მოუწოდებენ მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს“ (ავტორი – ალენ კალისონი). თეთრი სახლის ადმინისტრაციის ის წევრები, რომლებსაც მოსკოვის მიმართ პრეზიდენტისაგან განსხვავებული თვალსაზრისები აქვთ, არიან სახელმწიფო […]

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

Admin Tamuna
0
აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, 20-21 აპრილს საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება და 08:00-დან 20:00 საათამდე, აღნიშნული ავტობუსები მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. „გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული – ტრადიციულად, აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. მოქალაქეთა შეუფერხებლად […]