საქართველოს აქვს მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მშვიდობას და სტაბილურობას-მაკა ბოჭორიშვილი

Editor Dali
0
საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მინისტრის მოადგილეების დონეზე დღეს შედგა პირველი შეხვედრა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი, რომელსაც მასპინძლობს თბილისი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, აღნიშნული სამმხრივი ფორმატი კარგი შესაძლებლობაა, რომ განხილული იყოს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. „საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა, რაც […]

 ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად ფინანსდება რუსეთიდან, არ შეიძლება აკეთებდეს ანტირუსულ საქმეს -ნინო წილოსანი

Editor Dali
0
ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად ფინანსდება რუსეთიდან, არ შეიძლება აკეთებდეს ანტირუსულ საქმეს, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან აპრილში 250 ათას დოლარამდე ჩაერიცხა. წილოსანის თქმით, მაშინ, როდესაც ხოშტარია ფაქტობრივად რუსულ ფულზე ზის, მას ჰყოფნის თავხედობა, რომ ვინმეს რუსი ან პრორუსი უწოდოს. „ელენე ხოშტარიას […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 18 აპრილს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7503 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7503 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7523 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1249 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1274 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

ცესკომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

Admin Tamuna
0
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდებს უმასპინძლა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პირადად შეხვდა. შეხვედრის განმავლობაში მან არჩევნების ისტორიაზე, საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიების დანერგვასა და მის უპირატესობებზე, უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სხვადასხვა საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისზე დეტალურად ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში […]

„თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დაასრულა

Admin Tamuna
0
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება. ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნის შედეგად, ემისიის საპროცენტო განაკვეთი 8.0%-ით განისაზღვრა, რაც “თეგეტას” დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის, ყველაზე დაბალი განაკვეთია. ინვესტორები სარგებელს 6 თვეში ერთხელ […]

განათლების სამინისტრო სკოლებში ჩინური ენის სწავლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

Admin Tamuna
0
ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში, დამატებითი მომსახურების სახით, ისწავლება. ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე, – ნათქვამია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც უწყება სკოლებში მეორე უცხო ენად ჩინური ენის სწავლების ინიციატივასთან დაკავშირებით ავრელებს. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად […]

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლეს

Admin Tamuna
0
თიბისი კაპიტალის გუნდმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს, უკვე ტრადიციულად, მიმდინარე აქტუალური მაკროეკონომიკური და სექტორული განახლებები წარუდგინა. ამჯერად შეხვედრის მთავარ ფოკუსში მოექცა მსოფლიო ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა – აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის გავლენა გლობალურ ბაზრებსა და საქართველოზე.   ღონისძიებას სახელწოდებით – „მსოფლიო და საქართველო: მიმდინარე ტენდენციები“ – ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და […]

როგორ გავუმკლავდეთ პუტინს: უნდა ვისარგებლოთ ტაქტიკური ბირთვული იარაღით – The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ გავუმკლავდეთ პუტინს: უნდა ვისარგებლოთ ტაქტიკური ბირთვული იარაღით“ (ავტორი – ჰემიშ ბრეტონ-გორდონი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ბრიტანეთის სტრატეგიული ბირთვული ძლიერება ბოლო 70-80 წლის განმავლობაში მშვენივრად ერთმევდა თავს შემკავებელი ფუქნცების შესრულებას და არმაგედონს თავიდან იცილებდა. სტრატეგიული ბირთვული ბალანსი ისეთია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, ჩინეთმა რომ კიდევ უფრო […]

რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, ხომ შეიძლება ლოკაციები შეიცვალოს?  – კახა კალაძე 26 მაისის ღონისძიებების ლოკაციაზე 

Admin Tamuna
0
რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, ხომ შეიძლება ლოკაციები შეიცვალოს? შეიძლება ეგეც იყოს, რომ არ მოხდეს ადამიანების დაპირისპირება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გასამართად ლოკაციის შეცვლას ეხებოდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აქვს. „რა არის ამაში ცუდი? ორბელიანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რეაბილიტირებული, გალამაზებული, […]

“ვლადიმერ პუტინს აქვს საუკეთესო უპირატესობა – მოთმინების უნარი”- Le Piont

Editor Dali
0
ფრანგულ ჟურნალ Le Piont-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ ცნობილ რუს პოლიტოლოგ ფედორ ლუკიანოვთან, სათაურით „ვლადიმერ პუტინს აქვს საუკეთესო უპირატესობა – მოთმინების უნარი“ (ესაუბრება ენ ნივა – Le Piont-ის სპეციალური კორესპონდენტი მოსკოვში).  ფედორ ლუკიანოვი არის ცნობილი რუსული ჟურნალის „როსსია ვ გლობალნოი პოლიტიკეს“ („რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“) მთავარი რედაქტორი. ინტერვიუში  იგი საუბრობს ვლადიმერ პუტინზე, დონალდ ტრამპზე, რუსეთ-უკრაინის კონფრონტაციის მიზეზებზე, ომის სავარაუდო შეწყვეტაზე, ევროპასთან დამოკიდებულებაზე… გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან: – ამჩნევთ თუ არა ვლადიმერ პუტინის […]

სინოპტიკოსები საქართველოში 18-19 აპრილს თბილ და უნალექო ამინდს, 20-21 აპრილს კი, ზოგიერთ რეგიონში ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ

Editor Dali
0
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 22 აპრილამდე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 […]

არ არის გამორიცხული, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით გამოიყენონ, არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ ეს მექანიზმი აამოქმედონ-ირაკლი ქადაგიშვილი

Editor Dali
0
თუ დავაკვირდებით, საქართველო რა პროცესებს გადის ევროინტეგრაციის გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფაქტობრივი მონაცემებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა, ვხედავთ, რომ მასზე სხვადასხვა სახით ევროკავშირის სხვადასხვა ეტაპზე შანტაჟის პოლიტიკის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ მიღწეული იყოს რაღაც მიზნები, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზანი საქართველოში ფრონტის გახსნა იყო, მათ შორის ფერადი […]