უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე – მეუფე შიო

Admin Tamuna
0
დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ. ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) დიდ პარასკევს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას. გარდამოხსნის წესის შესრულების შემდეგ მეუფემ უფლის ჯვარცმის მნიშვნელობაზე […]

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

Admin Tamuna
0
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. „აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. თბილისი-ფოთი გასვლა: 11:05 ჩასვლა: 17:17 ფოთი – თბილისი გასვლა: 18:50 ჩასვლა: 00:56 თბილისი – ბათუმი გასვლა: 10:35 ჩასვლა: 16:10 ბათუმი – თბილისი გასვლა: 18:30 ჩასვლა: 23:47 ბილეთების შეძენა […]

ხობში, 12 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა

Admin Tamuna
0
ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა  დღეს, დღის მეორე ნახევარში, დადიანის ქუჩაზე მოხდა. 12 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ აკეთებენ. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე არა მარტო საოკუპაციო ჯარი ჰყავს, არამედ სარაკეტო კომპლექსები უდგას – გია ვოლსკი

Admin Tamuna
0
რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე არა მარტო საოკუპაციო ჯარი ჰყავს, არამედ სარაკეტო კომპლექსები უდგას, რასაკვირველია, ეს ის ეტაპი არ არის ამერიკისთვის, რომ ამ თემაზეც კიდევ ახალი დაპირისპირება შექმნას, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის უკრაინის ომის თემაზე უთანხმოებაზე. „ევროკავშირის […]

“ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ხალხის შემზადება პროპაგანდისტული მესიჯით: “ქართველი კაცის პატრიოტიზმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე არ გაიცვლება”, რისი მიზეზიც, შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე -მიხეილ ჯანელიძე

Editor Dali
0
„ქართულმა ოცნებამ დაიწყო საზოგადოების შემზადება ახალი პროპაგანდისტული მესიჯის გავრცელებით: „ქართველი კაცის პატრიოტიზმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე არ გაიცვლება“, რისი მიზეზიც, ჩემდა სამწუხაროდ, შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე, – ამის შესახებ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამ მესიჯით შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად საქართველოს და მიიჩნევს, რომ ხალხი ბრბოა […]

ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, რადიკალური ოპოზიცია – ქუჩაში-შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, რადიკალური ოპოზიცია – ქუჩაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც პაპუაშვილი წერს, საქართველოს მოქალაქის პასპორტი სიძლიერით მსოფლიოში 43-ე გახდა, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, რომლებშიც წინასწარი ვიზის გარეშე შესვლაა შესაძლებელი, 60-დან 123-მდე გაიზარდა. „ჩვენ […]

არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ -ზურაბ ჯაფარიძე

Editor Dali
0
დღეს ყველაფერი რუსთაველის პროტესტზე დგას. ის, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს მიერ დაწერილ შედეგებს, გარედან ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა და ეს ვისაც ესმის, „რაღაცნაირ გრაფიკს“ შეადგენს. „გელა მთხოვდა დამეწერა, რატომ არის […]

რადიკალური ოპოზიცია პარტნიორებს არწმუნებს, რომ საჭიროა სრული საბოტაჟი, ეკონომიკური დარტყმები, რათა კრიზისულმა სიტუაციამ დესტაბილიზაციისთვის კიდევ უფრო მეტი მუხტი მოიტანოს -გიორგი ვოლსკი

Editor Dali
0
რადიკალური ოპოზიცია პარტნიორებს არწმუნებს, რომ საჭიროა სრული საბოტაჟი, ეკონომიკური დარტყმები, რათა კრიზისულმა სიტუაციამ დესტაბილიზაციისთვის კიდევ უფრო მეტი მუხტი მოიტანოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი მრავალმილიონიან დახმარებას აძლევს სირიას, სადაც მოწინააღმდეგეების ხოცვა ჩვეულებრივი ამბავია, საქართველოს შემთხვევაში კი სანქციების პოლიტიკას მხარს უჭერს. „ბჭობა მიდის, რომ რევოლუციის მათმა გეგმამ ვერ გაამართლა […]

“ევროპა ცდილობს დონალდ ტრამპთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს და სკეპტიკურად უყურებს იმას, თუ რას ამბობენ პრეზიდენტის სახელით მისი თანაშემწეები”-The New York Times

Editor Dali
0
აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თამსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპა ცდილობს დონალდ ტრამპთან პირდაპირი კავშირი დაამყაროს და სკეპტიკურად უყურებს იმას, თუ რას ამბობენ პრეზიდენტის სახელით მისი თანაშემწეები“ (ავტორები – სტივენ ერლანგერი, ჟანა სმიალეკი და ლარა ჯეიკსი). მასალაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მუშაობის სტილი, რომლის მიმართ ევროპელ ჩინოვნიკებს კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: შეერთებული შტატების ევროპელი მოკავშირეებისათვის დონალდ ტრამპის სამკვიდრო – […]

აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შეთანხმების გაფორმების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

Editor Dali
0
უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს მინერალების შეთანხმების გაფორმების შესახებ. როგორც უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო განმარტავს, აღნიშნული შეთანხმება ადასტურებს მხარეების განზრახვას, დაასრულონ და გააფორმონ შეთანხმება, რომელიც სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნის ხალხისთვის. „დღეს გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი აშშ-თან ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებისკენ. უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს ჩვენი გუნდების კონსტრუქციულ […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Editor Dali
0
18 აპრილს, ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა […]

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ესკალაცია და ომი არ იქნება-ნიკოლ ფაშინიანი

Editor Dali
0
რასაც ვამბობთ, არის ჩვენი ბედის კონტროლისა და მართვის მთავარი ინსტრუმენტი. ჩვენ ვამბობთ: არ იქნება ახალი ესკალაცია და არ იქნება ახალი ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იქნება მშვიდობა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ფაშინიანის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობა და ძალის გამოყენების ან ძალის გამოყენების მუქარის […]