2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა -სუს-ის ანგარიში

Editor Dali
0
2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშში. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, სხვა დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, განაგრძობდა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის სამხედრო წვრთნას. „2024 წელს უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს […]

“ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი ნაბიჯების გადადგმით და არჩევნების გზით მიიღო და არა სხვა სახის ქმედებებით” -ირაკლი ქადაგიშვილი

Editor Dali
0
ამ ქვეყანაში კანონები არსებობს, რომელებიც დემოკრატიულია, ამიტომ როცა გინდა, კანონის დარღვევა იმით გაამართლო, რომ რაღაც გეკუთვნის, რადგან ოპოზიციაში ხარ და რაღაცას აპროტესტებ, ეს ასე არ გამოვა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველამ კეთილი ინებოს და კანონის მიხედვით იმოქმედოს. „„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი ნაბიჯების გადადგმით […]

ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით, იდენტობით გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა -ლევან მაჭავარიანი

Editor Dali
0
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ავნონ, თუმცა ქვეყანა მაინც მყარად დგას და განვითარებას აგრძელებს. „ქვეყნის მავნებლები და უსამშობლოები საქართველოს წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც მყარად ვდგავართ და ყველანაირ წარმატებას ვაღწევთ. ევროკავშირის გაცხადებული […]

მიხეილ ყაველაშვილი ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

Admin Tamuna
0
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და […]

პროკურატურა რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Admin Tamuna
0
საქართველოს პროკურატურა რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს „ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკება“. უწყების განმარტებით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ […]

პარტიის თავმჯდომარის საკითხი არის ყრილობის გადასაწყვეტი – პროცედურები დავიწყეთ – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ყრილობის თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები და შემდეგ გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა. „არის პროცედურები, რომლის შედეგადაც ხდება ყრილობის მოწვევა, შემდეგ ყრილობაზე გადაწყვეტილებების მიღება. ყრილობის თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის. თუმცა, ჩვენ პროცედურები დავიწყეთ და ვფიქრობ, ყრილობის მოწვევა მალევე იქნება შესაძლებელი. […]

დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინის ანკესიდან თავისუფლდება – The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინის ანკესიდან თავისუფლდება“ (ავტორი – ჰემიშ ბრეტონ-გორდონი), რომელშიც კომენტირებულია რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამდღიანი დაზავების გამოცხადების შესახებ (8 მაისის დილის 07 საათიდან 10-11 მაისის 00 საათამდე) , გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ითვლება თუ არა რუსეთის ბოლო […]

დარბევიდან მეორე დღეს, ეკლებით შემოვღობეთ მწერალთა კავშირი, ეს იყო ჩვენი აქცია, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლებიღა დარჩა – მაყვალა გონაშვილი

Admin Tamuna
0
პოლიციამ [მწერალთა კავშირის დარბევიდან] მეორე დღეს, რკინის ღობე შემოარტყა მწერალთა კავშირს, მთელმა თბილისმა გაიგო ეს, ისმის ადამიანების საშინელი ხმები, – ასე იხსენებს პოეტი მაყვალა გონაშვილი მწერალთა კავშირში „ნაცმოძრაობის“ დროს განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მისი თქმით, მწერალთა კავშირის დარბევიდან მეორე დღეს, თანამოაზრეებთან ერთად ჩაატარა აქცია და მწერალთა კავშირის შენობას ეკლები შემოავლო გარს, რაც […]

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბა – დაიღუპა მცირეწლოვანი ბავშვი

Admin Tamuna
0
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა, რის შედეგადაც ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, რუსეთის სამიზნეს საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა. დაბომბვის შედეგად სახლი ნაწილობრივ ჩამოიშალა. ნანგრევებში რამდენიმე ბავშვი მოყვა. „ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა თავად გამოიყვანეს ერთი ბავშვი, თუმცა 2012 წელს დაბადებული გოგონა, სამწუხაროდ, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. კიდევ ერთი გოგონა, 2019 წლეს […]

ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

Admin Tamuna
0
„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჟორჟოლიანი ავრცელებს. როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, „ჩხრეკაზე მივიდნენ“ სხვა ფონდების დამფუძნებლებთანაც. „ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ,“ – წერს ჟორჟოლიანი.

,,ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს ვაფასებთ და არა აღლუმებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენ ადამიანების სიცოცხლეს ვაფასებთ და არა აღლუმებს , – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა არა დროებითი, არამედ დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო უნდა იყოს. „მანიპულირების კიდევ ერთი მცდელობა: რატომღაც ყველა 8 მაისს უნდა დაელოდოს […]

ევროპელებს რომ 2008 წელს უფრო ხისტი პოზიცია ჰქონოდათ, დღეს ეს [ომი უკრაინაში] არ მოხდებოდა… თუმცა მაშინ ჩვენ გადაგვარჩინეს ევროპელებმა – ანა წითლიძე

“2008 წელს რომ არ გაიქცა და ეს ქვეყანა ბოლომდე დაიცვა – ასეთი საქართველოს პრეზიდენტი უზის დღეს “ქართულ ოცნებას” რუსულ ხელისუფლებას ციხეში” –  ამის შესახებ პარტიის “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა. ანა წითლიძის თქმით, 2008 წელს ევროპელებს მეტად ხისტი პოზიცია რომ გამოეხატათ საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც რუსეთი შემოიჭრა, დღეს […]