ეროვნული გვარდია ლოს ანჯელესში დარჩება იქამდე, ვიდრე ვითარება უსაფრთხო არ გახდება

Editor Dali
0
ეროვნული გვარდია ლოს ანჯელესში დარჩება იქამდე, ვიდრე ვითარება უსაფრთხო არ გახდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „გუშინდელი ღამე საშინელი იყო. წინა ღამეც საშინელი იყო. ადამიანები დიდი, მძიმე ჩაქუჩებით ურტყამდნენ ბეტონს და ბორდიურებს, ურტყამდნენ, ამტვრევდნენ და ხალხს აძლევდნენ ბეტონის დიდ ნაჭრებს. ისინი იღებდნენ ამ ბეტონს, ადიოდნენ ხიდებზე და ყრიდნენ მანქანის სახურავზე. ისინი ესროდნენ ჩვენს […]

„მილანი არის ქალაქი, რომელმაც კახა კალაძის ყველა ოცნება რეალობად აქცია“-კახა კალაძე

Editor Dali
0
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების სასახლეში გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო. დედაქალაქის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საკონსულოს გახსნა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი შესაბამის მომსახურებას გაამარტივებს. „სრულიად გულწრფელად შემიძლია ვთქვა, მილანი არის ქალაქი, რომელმაც კახა კალაძის […]

დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, როცა საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩვენ დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა ასევე გვესმის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან, ეს არის მუდმივი პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა და […]

თქვენ ყველას განურჩევლად არ იცავთ იმიტომ, რომ გრცხვენიათ, ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ, თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა – თეა წულუკიანი ლევან იოსელიანს

Editor Dali
0
შარშან, საანგარიშო პერიოდში როცა იყო დეპუტატების, მინისტრების საკუთრების უფლების და მიმოსვლის თავისუფლების მასობრივი დარღვევები, თქვენ მოუწოდეთ ვინმეს რამისკენ, რომ ეს არ ვარგა? რაც უნდა გირჩიონ ლომჯარიას კადრებმა, როგორმე დაიჯერეთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა გეხებათ, ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს სახალხო […]

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ზოგიერთი დასავლელი მოკავშირე არ ჩქარობს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, იმ მოტივით, რომ კიევი არ ატარებს მობილიზაციას ახალგაზრდებში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ზოგიერთი დასავლელი მოკავშირე არ ჩქარობს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, იმ მოტივით, რომ კიევი არ ატარებს მობილიზაციას ახალგაზრდებში. „რაც შეეხება სანქციებს, დასავლელი პარტნიორები მიზეზებს ასახელებენ, თუ რატომ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რადგან უკრაინამ არ მოახდინა 18 წლიდან ასაკის პირების მობილიზება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკი მიიჩნევს, რომ არ ღირს […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ივნისს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7306 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7306 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7311 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1189 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1186 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ჩვენ ნატო-სგან შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს, შეიძლება, განცხადება კარგი იყოს, მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია -მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
ჩვენ ნატო-სგან შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს. შეიძლება, განცხადება კარგი იყოს, მაგრამ ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ნატო-ს ქვეყნების ჯარების მხარდამხარ იბრძოდა და იბრძვის დასავლელ პარტნიორებთან ერთად. „რამდენიმე წლის წინ თითოეული პოზიტიური განცხადება გვიხაროდა და თითოეული კრიტიკული განცხადების მიმართ სენსიტიურები […]

ორმაგი სტანდარტების ავტორებისთვის, ომი მშვიდობაა, მშვიდობა კი – ომი -გიორგი ჩაკვეტაძე

Editor Dali
0
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის შეფასებით, ორმაგი სტანდარტების ავტორებისთვის, ომი მშვიდობაა, მშვიდობა კი – ომი. „მინდა ვისაუბრო იმ კლასიკურ ორმაგ სტანდარტებზე, რასაც გარკვეული აქტორები საქართველოში უკვე წლებია იყენებენ. თურმე, აქ პოლიციელისთვის ცეცხლის წაკიდება, შენობის გადაწვა და მასში შეჭრა შეიძლება, დასავლეთში კი – არა. თურმე, ქველმოქმედება სანქცირებადია. ამ დროს კი, […]

თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი – წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

Admin Tamuna
0
ლაგოდეხის საერთაშორისო, რიგით მეცხრე ბლუზ ფესტივალი ბრუნდება და წელსაც, ივლისის დაუვიწყარ საღამოებს გპირდებათ. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ფესტივალი ბლუზის მეფეებითაა დაკომპლექტებული და ბლუზის მსოფლიო რუკაზეც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. ლაგოდეხის ცხოვრებაში, ბლუზი უკვე აღარ არის მუსიკის შორეული ჟანრი – ის ამ ქალაქის ხმად იქცა. 5 ივლისს, ფესტივალს გახსნის ბლუზის 5 მეფე – The Kings of Blues […]

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის კონცერტი ჩატარდება

Admin Tamuna
0
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის კონცერტი 22 ივნისს, 20:00 საათზე, TEC-ში ჩატარდება. კონცერტზე ნანისთან ერთად წარდგებიან: ნიკოლოზ რაჭველი, ნატალიკო ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და ალექსანდრე კორძაია Kordz. კონცერტზე ნანი Kordz-თან ერთად მათ საერთო ნამუშევარს, „მთვარეო“-ს ახალ ვერსიას open air-ის პრემიერის შემდეგ კიდევ ერთხელ შეასრულებენ. თიბისი კონცეპტის ყველა სადებეტო ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით კონცერტის […]

მილიონნახევრიანი ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობა არის ჩამოქვეითება?! – შალვა პაპუაშვილი ვაჟა სირაძეზე

Admin Tamuna
0
თქვენ ფიქრობთ, რომ მილიონნახევრიანი ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობა არის ჩამოქვეითება?! მთელი ესტონეთია მილიონ სამასი ათასი და ვაჟა სირაძე არის მილიონნახევრიანი, ესტონეთზე დიდი მოსახლეობის მქონე ქალაქის პოლიციის უფროსი, – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ვაჟა სირაძის დანიშვნის შესახებ. „ჩვენ გვყავს ახალი შს მინისტრი, არის თუ არა ამაში ლოგიკა, რომ […]

აკრძალვის ზღვარზე: რუსეთმა შეიძლება სომხური ვარდების იმპორტი შეაჩეროს – Deutsche Welle

Admin Tamuna
0
გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აკრძალვის ზღვარზე: რუსეთმა შეიძლება სომხური ვარდების იმპორტი შეაჩეროს. რას ნიშნავს მოსკოვის განზრახვა სომხეთისათვის?“ (ავტორი – არშალუის მღდესიანი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-სომხეთის ურთიერთობის პრობლემები. „2025 წლის 16 ივნისიდან „როსსელხოზნადზორს“ განზრახული აქვს სომხეთიდან ყვავილების იმპორტი შეაჩეროს, რაც პროდუქციაში საკარანტინო მავნებლების აღმოჩენით არის განპირობებული. მხარეებს შორის აქტიური მიწერ-მოწერა მიმდინარეობს, […]