მამუკა მდინარაძე: მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა

გვინდა, წარმოგიდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განხილულ საკითხების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. „პირველი საკითხი არის, ჩვენს საზოგადოებას გავრცელებული კადრებიდან თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე […]

,,გარანტიას გაძლევთ, კიდევ ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ”- მდინარაძე

  დუმილი ყველამ ვიცით, რომ თანხმობის ნიშანია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, თავხედობის ნიშანია, იმიტომ, რომ ითავხედეს თავის დროზე და უმარტივესი ჭეშმარიტება გააკრიტიკეს, რომ ცუდია არაიდენტიფიცირებადი დამრღვევი, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ქართული არასამთავრობო სექტორის დუმილი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, რომ ანალოგიურ აკრძალვას საქართველოში ისინი მწვავედ […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 10 ივნისს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7311 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7311 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7315 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1186 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1202 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა

Admin Tamuna
0
სტარტაპ დაჯილდოების მთავარ მიზანს გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ადამიანების აღიარება წარმოადგენდა, რომლებიც მის ღირებულებებსა და თვისებებს იზიარებენ.    გიორგი ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის — Kernel-ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი და, ზოგადად, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებელი იყო. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე 35 წლის ასაკში შეწყდა, თუმცა მან მოასწრო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა ქართულ სამეწარმეო სივრცეში.   წლევანდელი ღონისძიების თემატიკა მიეძღვნა გიორგი ტუხაშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ თვისებას – ანტრეპრენერობას. 2025 წლის დაჯილდოებისთვის წარმოდგენილი იყო 4 ნომინაცია, რომლებშიც დაინტერესებულ პირებს როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირება შეეძლოთ. 50-ზე მეტი შემოსული განაცხადების საფუძველზე, გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა. გაიცანით წლევანდელი ჯილდოს მფლობელები:   Ecosystem Hero – რუსუდან ჩაჩანიძე, მედიალაბის ხელმძღვანელი Boldest Startup – ტექნოლოგიური სტარტაპი KLIPY Super Connector –  ირო ცაგარეიშვილი, AXEL-ის მმართველი დირექტორი Growth Catalyst – რობინ ბატლერი, Sturgeon Capital-ის პარტნიორი   ნომინაციაში გამარჯვება დაკავშირებული იყო ისეთ მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორებიცაა: 5,000 ლარიანი სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი და სხვა. ნომინანტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაჯილდოების ვებ-გვერდზე: GT Startup Awards .   ღონისძიებაზე დაანონსდა ახალი ინიციატივაც – გიორგი ტუხაშვილის სახელობის მენტორობის შეხვედრები, სადაც რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც მენტორებს, ისე მენტორის მოძებნის მსურველ სტარტაპებს. შეხვედრები გაიმართება ორ თვეში ერთხელ, თვის ბოლო პარასკევს. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა  ბმულზე .   გიორგის მეგობრების ღრმა რწმენით, ერთობლივი თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ გიორგის მემკვიდრეობის გაგრძელება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლობისთვის.    ეს დაჯილდოება იქნება მუდმივი შეხსენება მომავალი თაობებისთვის,რომ ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.

ვფიქრობ, უნიჭო სპექტაკლია – გიორგი ვოლსკი ბოკუჩავას განცხადებაზე

Admin Tamuna
0
რასაკვირველია, კოტიკოს [იოსელიანი] უნდა დაუძახონ, გამოიკითხოს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავასა განცხადებას, რომ მისი მეუღლე მოიტაცეს. „ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ, ამავე დროს, ახლავს სიბოროტის ის დონე, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ახასიათებდა მაშინ, როცა ბოკუჩავა ერთ-ერთი ლიდერი იყო და დღესაც რჩება, უბრალოდ მართვის ბერკეტები არ გააჩნია ხელში“, – აცხადებს ვოლსკი. […]

ის, რაც გუშინ თინა ბოკუჩავას მეუღლეს და მის ოჯახს მოუწყვეს, ეს აღარ არის რუსეთი – ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი – მიხეილ სააკაშვილი

Admin Tamuna
0
ეს არის დაშინების მცდელობა ერთუჯრედიანი, უინტელექტო, გაუნათლებელი ქონდრისკაცების მხრიდან. ჩვენ ამას არასდროს დავნებდებით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას დღევანდელ განცხადებას, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა და გაიტაცეს. როგორც სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, ეს არის უკიდურესად მხდალი რეჟიმის ქმედება. „მინდა მივესალმო საამაყო, უმაგრეს […]

ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც. ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, მოლოტოვის კოქტეილი ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს ადამიანებს და შენობებს,” – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. როგორც ის აღნიშნავს, ძალადობასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა, მისგან გამიჯვნა ევროპული ღირებულების გარდა ცივილიზებულობის ნიშანიცაა. „ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც […]

“ტერორიდან – ტურიზმისაკენ-როგორ შეცვალა საქართველოს პანკისის ხეობამ თავისი ისტორია”-BBC

Editor Dali
0
 „საქართველოს პანკისის ხეობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ექსტრემისტთა გავლენის ადგილს წარმოადგენდა, ამჟამად ტურისტებს და მოგზაურებს მიესალმება – თავისი სუფიური რიტუალებით, მთის ბილიკებით და ქისტური სამზარეულოთი“, – ასე იწყება ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ტერორიდან – ტურიზმისაკენ: როგორ შეცვალა საქართველოს პანკისის ხეობამ თავისი ისტორია“ (ავტორი – ელოიზ სტარკი). ვრცელ პუბლიკაციაში (რუბრიკით „მოგზაურობა“) გადმოცემულია პანკისის ხეობის ახლო წარსული და […]

ყველა საფინანსო ინსტიტუტი გამოთქვამს მზადყოფნას, არათუ გააგრძელონ მიმდინარე თანამშრომლობა, არამედ დააფინანსონ ახალი პროექტები -ლაშა ხუციშვილი

Editor Dali
0
ყველა საფინანსო ინსტიტუტი გამოთქვამს მზადყოფნას, არათუ გააგრძელონ მიმდინარე თანამშრომლობა, არამედ დააფინანსონ ახალი პროექტები, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფორუმზე „საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა“ განაცხადა. ლაშა ხუციშვილმა ფორუმი გახსნა და ისაუბრა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და საშუალოვადიან პროგნოზებზე. ამასთან, ფინანსთა მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში […]

გერმანიის ელჩი ოპოზიციის წარმომადგენლების პროცესებს არ აცდენს, როგორც ჩანს, არის მოცლილი, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და ვთავაზობ, დაესწროს საგამოძიებო კომისიის სხდომებს -თეა წულუკიანი

Editor Dali
0
გერმანიის ელჩი ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლო პროცესებს არ აცდენს, როგორც ჩანს, მას ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მინდა, შევთავაზო, დაესწროს საგამოძიებო კომისიის სხდომებს თარჯიმანთან ერთად, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე ნიკოლოზ გოგუაძეს მოუსმინეს. […]

ძლიერი ზრდა და გარკვეულწილად მომატებული ინფლაცია

Editor Dali
0
საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა ზრდამ 7.5%, ხოლო წლის პირველ ოთხ თვეში საშუალოდ 8.8% შეადგინა, რაც კვლავ აღემატება ჩვენს მოლოდინებს. ამავდროულად, როგორც მაისის ყოველთვიურ განახლებაში გავუსვით ხაზი, მაისში, წინასწარი ინდიკატორების უმეტესობა ეკონომიკური აქტივობის აჩქარებაზე მიუთითებს. კერძოდ, აღსანიშნავია მთლიანი უნაღდო დანახარჯებისა და არა-რეზიდენტების ხარჯების ზრდის დინამიკა, ხოლო მიგრანტებისა და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე […]

ტრამპის სასაზღვრო სამსახურის უფროსი დაპატიმრებით მემუქრება, მოდი და ამიყვანე, მაგარო ბიჭო, არ მადარდებს-კალიფორნიის გუბერნატორი

Editor Dali
0
კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მას დაკავებით ემუქრება. „ტრამპის სასაზღვრო სამსახურის უფროსი დაპატიმრებით მემუქრება ლაპარაკისთვის. მოდი და ამიყვანე, მაგარო ბიჭო. მე არ მადარდებს. ეს არ შემაჩერებს კალიფორნიის დაცვისგან“, – დაწერა კალიფორნიის გუბერნატორმა სოციალურ ქსელ X-ში. შაბათს ტრამპის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა, ტომ ჰომანმა განაცხადა, რომ, პროტესტის მიუხედავად, იმიგრანტების წინააღმდეგ რეიდები გაგრძელდება. მან ასევე მიანიშნა, […]