თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის კონცერტი ჩატარდება

Admin Tamuna
0
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის კონცერტი 22 ივნისს, 20:00 საათზე, TEC-ში ჩატარდება. კონცერტზე ნანისთან ერთად წარდგებიან: ნიკოლოზ რაჭველი, ნატალიკო ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და ალექსანდრე კორძაია Kordz. კონცერტზე ნანი Kordz-თან ერთად მათ საერთო ნამუშევარს, „მთვარეო“-ს ახალ ვერსიას open air-ის პრემიერის შემდეგ კიდევ ერთხელ შეასრულებენ. თიბისი კონცეპტის ყველა სადებეტო ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით კონცერტის […]

მილიონნახევრიანი ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობა არის ჩამოქვეითება?! – შალვა პაპუაშვილი ვაჟა სირაძეზე

Admin Tamuna
0
თქვენ ფიქრობთ, რომ მილიონნახევრიანი ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობა არის ჩამოქვეითება?! მთელი ესტონეთია მილიონ სამასი ათასი და ვაჟა სირაძე არის მილიონნახევრიანი, ესტონეთზე დიდი მოსახლეობის მქონე ქალაქის პოლიციის უფროსი, – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ვაჟა სირაძის დანიშვნის შესახებ. „ჩვენ გვყავს ახალი შს მინისტრი, არის თუ არა ამაში ლოგიკა, რომ […]

აკრძალვის ზღვარზე: რუსეთმა შეიძლება სომხური ვარდების იმპორტი შეაჩეროს – Deutsche Welle

Admin Tamuna
0
გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აკრძალვის ზღვარზე: რუსეთმა შეიძლება სომხური ვარდების იმპორტი შეაჩეროს. რას ნიშნავს მოსკოვის განზრახვა სომხეთისათვის?“ (ავტორი – არშალუის მღდესიანი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-სომხეთის ურთიერთობის პრობლემები. „2025 წლის 16 ივნისიდან „როსსელხოზნადზორს“ განზრახული აქვს სომხეთიდან ყვავილების იმპორტი შეაჩეროს, რაც პროდუქციაში საკარანტინო მავნებლების აღმოჩენით არის განპირობებული. მხარეებს შორის აქტიური მიწერ-მოწერა მიმდინარეობს, […]

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილს რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს

Admin Tamuna
0
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილს („ხარება”) რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო – აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პუტინის მხეცური სისასტიკის პერიოდი: აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკების არავითარი სურვილი არ აქვს – The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
„დაიწყო ზაფხული – პუტინის მხეცური სისასტიკის პერიოდი: აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკების არავითარი სურვილი არ აქვს“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph), რომლის ავტორია პოლიტიკური მიმომხილველი ლიზა ჰასელდინი. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კრემლის არმიას უკრაინაში ზაფხულის მასშტაბური შეტევის განხორციელება აქვს დაგეგმილი. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით: მას შემდეგ, რაც უკრაინამ […]

მთავრობამ პრეზიდენტს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ხატია წილოსანი წარუდგინა

Admin Tamuna
0
ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე პრეზიდენტს ხატია წილოსანის კანდიდატურა წარედგინა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ხატია […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Admin Tamuna
0
10 ივნისს ივნისს ქუთაისში დღისით +31 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმში მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში იწვიმებს. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +31, ღამით […]

შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

Admin Tamuna
0
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა სირაძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის […]

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ვაჟა სირაძე ლევან მაისურაძემ შეცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ლევან მაისურაძე დაინიშნა. შსს-ს ვებგვერდზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის შესახებ ინფორმაცია უკვე განახლდა და დეპარტამენტის ხელმძღვანელად ლევან მაისურაძეა მითითებული. აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან მაისურაძემ ვაჟა სირაძე შეცვალა, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეცადეთ, მეტად დაისვენოთ. თუ გაქვთ საშუალება, სამსახურებრივი საქმეები სახლიდან მოაგვარეთ. მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა კი სამომავლოდ სჯობს, გადადოთ. კურო ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერი საქმე წარმატებით დაგვირგვინდება, ამასთან, იყავით მეტად თავდაჭერილი, შესაძლოა, დღეს სწორად ვერ გაგიგონ, მოძებნეთ კომპრომისი. ტყუპები შესაძლოა, ეს დღე ძალიან ნაყოფიერი იყოს ერთ რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მიზანთან დასაახლოებლად დიდი ძალისხმევა, ენერგიულობა და ინტუიციური […]

„დიდებული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეროვნული გვარდია გავგზავნეთ კალიფორნიაში“- დონალდ ტრამპი

„დიდებული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეროვნული გვარდია გავგზავნეთ კალიფორნიაში“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში.  მისი თქმით, რომ არა ეს გადაწყვეტილება, ქალაქი სრულად განადგურდებოდა.  „კალიფორნიაში წაქეზებული, ძალადობრივი არეულობები იყო და ეროვნული გვარდია, სწორედ, ამ ქაოსთან გასამკლავებლად გავგზავნეთ, რაც დიდებული გადაწყვეტილება იყო. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, დღეს ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურებული იქნებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, […]

მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს ადამიანს, პოლიციელს და ამერიკაში წვავს, საშინელებაა – ამაზე უფრო სერიოზული რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ? ერთადერთი, იმას თუ ვიტყვით, რომ პიროტექნიკა ყველგან წვავს, ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი ამ პიროტექნიკამ ქვებთან ერთად, – განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. მისი […]