ბრიტანეთის საელჩომ თავი ამხილა ექსტრემიზმის, სიძულვილის დაფინანსებაში, აღმოჩნდა, რომ ელჩი მთავრობისგან რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაზე ნებართვას ითხოვდა -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ბრიტანეთის საელჩომ საკუთარი თავი ამხილა საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილისა და პროპაგანდის დაფინანსებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ „ბრიტანეთის ელჩი საქართველოს მთავრობისგან ნებართვას ითხოვდა, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები დაეფინანსებინა“. „მგონი, ბრიტანეთის საელჩო ფიქრობდა, რომ რაღაც ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თითში დაირტყა ეს ჩაქუჩი, ვინაიდან ამხილა საკუთარი თავი საქართველოში ექსტრემიზმის, […]

თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტში კონფერენცია – სოციალური დიზაინის დღეები 16-17 ივნისს გაიმართება

Editor Dali
0
სოციალური დიზაინი საუკეთესო გზაა სოციალური პრობლემების დიზაინისა და ინოვაციების საშუალებით გაუმჯობესებისთვის, თანამშრომლობის და უკეთესი გარემოს შექმნისთვის. თიბისის მხარდაჭერით დიზაინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „სოციალური დიზაინის დღეები“, დიზაინის სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები განიხილავენ სოციალური დიზაინის მნიშვნელობას, თანამონაწილეობითი დიზაინის, მდგრადობის, ხელმისაწვდომობის, საჯარო სერვისების, მემკვიდრეობის, სივრცეების, ურბანულ და სამოქალაქო დიზაინს. კონფერენციის მიზანია სფეროებს შორის თანამშრომლობა, გაზიარება და […]

“რატომ იწვევს ქაოსს თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მობილური ტელეფონი? -The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რატომ იწვევს ქაოსს თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მობილური ტელეფონი? 47-ე პრეზიდენტის პირადი სატელეფონო ნომერი ასობით ადამიანს აქვს, იგი სიამოვნებით პასუხობს უცნობ ზარებს. მისი მრჩევლები საგონებელში არიან ჩავარდნილნი“ (ავტორი – ედ კამინგი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჰეის რეზერფორდმა 1877 წელს თეთრ სახლში ტელეფონი დადგა, აშშ-ის მეთაურის სატელეფონო ზარების მიმართ სერიოზული მიდგომა ჩამოყალიბდა; როგორც […]

მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ევროპელ ელჩებს, რომ თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილისა და ზიზღის წახალისებისგან, ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და ჯანსაღი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ევროპელ ელჩებს, რომ თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილისა და ზიზღის წახალისებისგან, ეს არის ის, რაც ნამდვილად არ სჭირდება ქართულ საზოგადოებას, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და ჯანსაღი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. „სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამახალისებელ ნაბიჯებს, რაც ძალიან […]

საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს. ვერავის მივცემთ საშუალებას, ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ამ პროცესებს ყველა სამართლებრივ მეთოდს დაუპირისპირებენ. „საქართველოში მიმდინარეობს სიძულვილის, ზიზღის კამპანია. მხოლოდ საქართველოსთვის არ არის ეს დამახასიათებელი. ასეთი კამპანიები ფინანსდება გარედან სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე უნგრეთიც არ არის ამ […]

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გათავისუფლდით ყოველგვარი ნეგატივისგან, მოიცილეთ ცუდი აზრები, უსიამოვნო მოგონებები, სახლიდან გაიტანეთ დრომოჭმული, უსარგებლო და დაზიანებული ნივთი. კურო კარგი პერიოდია საქმეების რეორგანიზაციისთვის, დამოუკიდებლად თავს მშვენივრად გაართმევთ ნებისმიერ სიტუაციას, მთავარია, დაიცვათ ემოციური და ენერგეტიკული ბალანსი. ტყუპები იზრდება თქვენი შესაძლებლობები, სწორედ და სასარგებლოდ წარმართოთ თქვენი საქმიანობა, ამაში დაგეხმარებათ ინტუიცია. კირჩხიბი ნუ გადაიტვირთავთ თავს საქმეებით, პერიოდულად დაისვენეთ და აღიდგინეთ […]

,,საინტერესო ისაა, რომ ტუსკმა მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი. პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს თავის ქმედებებს”- შალვა პაპუაშვილი

პოლონეთის მთავრობის წევრია ბატონი სიკორსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დღესაც აცხადებს დემოკრატიის შუქურად და მოდერნიზატორად. ანუ, ამ ღირებულების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავთ რომელიც, სავარაუდოდ, არის დაკავებული სწორედ ამ უმრავლესობის შეკოწიწებით, რომ რაიმენაირად იმდენად შეაწუხოს საქართველო, რომ იქნებ შეძლონ გარედან ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოყვანა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, […]

პრემიერი: ჩვენთვის ევროკავშირი წლების განმავლობაში იყო სამართლიანობის სიმბოლო და გვინდა, რომ ასეთად დარჩეს”

ჩვენთვის ძალიან დასანანია ის უსამართლო შეფასებები, განცხადებები, რაც ხშირად ისმის ხოლმე საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა უსამართლო განცხადებებისა, ხშირად არის არასწორი პრაქტიკა, მათ შორის დაფინანსების. „ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ექსტრემიზმის დაფინანსების პრაქტიკაც ისეთი ინსტიტუციების მხრიდან, რომლებიც […]

„ჩვენ ვქმნით აუცილებელ უმრავლესობას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის ან შეჩერების მიზნით“ – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ლობირებს ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გაუქმდეს. ამის შესახებ ტუსკმა ოთხშაბათს, პოლონეთის პარლამენტში მიგრაციის შესახებ საუბრისას განაცხადა, სანამ მთავრობისგან გადამწყვეტ ნდობის ვოტუმს მიიღებდა. „სხვათა შორის, ჩვენ ვქმნით აუცილებელ უმრავლესობას, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის ან შეჩერების მიზნით. დიახ, ეს არის ჩემი განზრახვაც, კარგად […]

“უკრაინის გამარჯვების გზა დონალდ ტრამპის გარეშე: როგორ შეუძლიათ კიევს და ევროპას რუსეთის დამარცხება აშშ-სგან დამოუკიდებლად”-Foreign policy

Editor Dali
0
ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლისში“ (Foreign policy) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „უკრაინის გამარჯვების გზა დონალდ ტრამპის გარეშე: როგორ შეუძლიათ კიევს და ევროპას რუსეთის დამარცხება აშშ-სგან დამოუკიდებლად“ (ავტორი – პოლ ჰოკენოსი). ვრცელ ანალიტიკურ პუბლიკაციაში განხილულია უკრაინისადმი ევროპის ქმედითი დახმარების სცენარები – ის, რაც უნდა გაკეთდეს ომში უკრაინის გამარჯვებისათვის, ამჯერად ევროპელების მხრიდან, როცა ამერიკას კიევისადმი დახმარების გაწევის შემცირება აქვს განზრახული. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: თეთრ სახლში დონალდ […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 ივნისს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7306 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7306 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7306 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1238 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1189 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ერთადერთი, რასაც საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ქმედებებს უპირისპირებს არის საქმე – მაკა ბოჭორიშვილი

Editor Dali
0
საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის აქტივიზმს უპირისპირებს საქმეს, რეალურად ჩვენ მუშაობთ იმ მიმართულებით, რომ საქართველოში იყოს შესაძლებლობა სტაბილური განვითარების – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის ბრიუსელში ყოფნა ახალი ინსტრუქციების მისაღებად დაბარებას ჰგავს. „ეს უფრო ჰგავს დაბარებას ბრიუსელში ახალი ინსტრუქციების მისაღებად ბიუროკრატიისგან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათ შემდგომში. ეს არის კოორდინირებული მოქმედება, […]