სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა

Editor Dali
0
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის არის საქმე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხება. აღნიშნული საქმის ფარგლებში სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა. საქმე ძირითადად ეხებოდა განმცხადებლების საჩივრებს 2008 წლის 9-დან […]

პრემიერი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები

Editor Dali
0
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არავის არ აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები. „აქედან გამომდინარე, ვერც პრაქტიკული და ვერც სხვანაირი თვალსაზრისით, სიმბოლური კუთხით, ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ვერ ექნება დატვირთვა. თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გაიუფასურა ბოლომდე საკუთარი თავი. ევროპარლამენტიც ევროკავშირის […]

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

Editor Dali
0
თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიური ბანკია საქართველოში – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ამ ნომინაციაში გამარჯვებულად თიბისი უკვე მე-12-ედ დაასახელა. ჯილდო ბანკს EBRD-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გადაეცა, რომელიც ლატვიაში, რიგაში გაიმართა. თიბისიმ აღიარება ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის – TFP-ის – ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით მოიპოვა.  პროგრამის ფარგლებში, EBRD პარტნიორ ბანკებთან ერთად საერთაშორისო ვაჭრობას უჭერს მხარს […]

ისტორიის გაკვეთილები “ევროპაში ღირსებით შესვლისა” და “ევროპის იმედად” ყოფნის შესახებ ❗️❗️❗️-ჯონდი ბაღათურია

Editor Dali
0
“ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ისტორიულ მაგალითებზე დაყრდნობით საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს განიხილავს. მისი შეფასებით, ქვეყნის ისტორიაში არაერთხელ გამართლდა იმედგაცრუება დასავლეთისგან დახმარების მოლოდინის გამო, რის შესახებაც საკუთარ მოსაზრებებსა და ისტორიულ პარალელებს უზიარებს საზოგადოებას”. ❗️❗️❗️”ისტორიის გაკვეთილები  “ევროპაში ღირსებით შესვლისა”   და  “ევროპის იმედად”  ყოფნის შესახებ ❗️❗️❗️ დავიწყოთ იმით რომ ევროპაში ღირსებით […]

დირექტივებითა და მბრძანებლური ტონით საუბარს არ მივიღებთ და ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა – ირაკლი კირცხალია

დირექტივებითა და მბრძანებლური ტონით საუბარს არ მივიღებთ და ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შმდეგ, ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იგივე ფასი აქვს იმ რეზოლუციებს, რაც ფასიც აქვს სამშობლოს მოღალატეებს: “დირექტივებითა და მბრძანებლური ტონით საუბარს არ მივიღებთ და ეს არის […]

გოიმობაა, როცა საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება არ შეგიძლია და იქ ეტენები, სადაც შენი ადგილი არ არის – თამარ ჩერგოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე

“იქ ეტენება, სადაც მისი ადგილი არ არის” – “ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს აკრიტიკებს. აჭარის ტელევიზიის ეთერში, გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” სტუმრობისას, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ჟორჟოლიანს არ გააჩნია ელემენტარული პოლიტიკური ცოდნა, ვერ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და თავისი ქმედებებით “ნაციონალურ მოძრაობას” კრიზისს მხოლოდ ამწვავებს, მისი მიზანი კი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის სასიამოვნო ნარატივის გავრცელებაა. “ნანუკა ჟორჟოლიანის პოლიტიკური […]

23 ივნისის ამინდის პროგნოზი

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.. ქ. თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 ივნისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 ივნისს შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა […]

“აშშ – ზესახელმწიფო, რომელმაც ირანთან ომში გამარჯვება ვერ შეძლო”-Le Figaro

Editor Dali
0
 ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აშშ – ზესახელმწიფო, რომელმაც ირანთან ომში გამარჯვება ვერ შეძლო“ (ავტორი – ბიკოლა ბაროტი). „ირანთან ომმა აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძლიერება უსასრულო არ არის და მას საზღვრები აქვს. დონალდ ტრამპმა თითქმის ასდღიან ომში ვერ შეძლო თავისი ნება მოეხვია ირანისათვის, ხოლო მისი ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ „ეპიკურ […]

“ქართული ნადიმი გრძნობებისათვის”-Telegraph Herald

Editor Dali
0
აშშ-ის აიოვას შტატის გაზეთი “ტელეგრაფ-ჰერალდი” (Telegraph Herald) 22 ივნისის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით “ქართული ნადიმი გრძნობებისათვის” (ავტორი – ლორა რეკლი), რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი ტურისტის მიერ საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებები.   გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:   როცა თქვენ აქ, ამერიკაში, ვინმეს – თქვენს ახლობლებს და მეგობრებს – ეუბნებით, რომ საქართველოში – ჯორჯიაში – წასასვლელად ემზადებით, ისინი ბუნებრივია, […]

მიხეილ სააკაშვილი – რეჟიმის მოშორება შეიძლება შიდა თუხთუხით, ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს, როგორ უნდა გაიმარჯვოს, როცა თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს?

Editor Dali
0
როგორ უნდა გაიმარჯვოს ისეთმა ოპოზიციამ, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. სააკაშვილის თქმით, დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. ამ კონფიგურაციის ოპოზიცია დიქტატურას ვერ დაამარცხებს. „შიდა თუხთუხით შეიძლება ივანიშვილის რეჟიმის მოშორება. არის თუ არა საზოგადოებრივი თუხთუხი საკმარის დონეზე – ეს არის თუხთუხი სიღარიბეზე, […]

ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა

Editor Dali
0
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურში გამართა. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა და არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ასევე დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე საარჩევნო […]

ალექსანდრე დარახველიძე – შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს

Editor Dali
0
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარედგინა. მისივე თქმით, გადაიხედა კანონმდებლობა უცხოელ მოქალაქეებზე სასწავლო ბინადრობების ნებართვის გაცემის შესახებ. „პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარვუდგინეთ, ეს უკვე მეორე ეტაპია. გახსოვთ, რომ გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამ ცვლილებებმა თავისი დადებითი ეფექტი უკვე გამოავლინა და საზოგადოება ყოველდღე ხედავს […]