ბათუმში, მოზარდს მატარებელმა ფეხზე გადაუარა

ბათუმში, ბონის მოზარდს მატარებელმა ფეხზე გადაუარა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.   წინასწარი ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში მძიმე დაზიანება აქვს მიღებული, მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი დღეს გახ­დე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნი­ის ცენ­ტრი. ნუ იტყვით უარს მიწ­ვე­ვა­ზე, თქვე­ნი ხიბ­ლი და­გეხ­მა­რე­ბათ სწორ ადა­მი­ა­ნებ­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნა­ში. თუმ­ცა, ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, ფრთხი­ლად იყოთ და არ და­ი­ჯე­როთ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც გე­უბ­ნე­ბი­ან. კურო   სა­ინ­ტე­რე­სო და ხა­ლი­სი­ა­ნი დღეა. დღეს დი­დია ალ­ბა­თო­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო შეხ­ვედ­რე­ბის, მხი­ა­რუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი­სა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის. თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, შე­საძ­ლოა, სა­სი­ა­მოვ­ნო ვინ­მეს შეხ­ვდეთ და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა […]

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 2025 წლის არჩევნებისთვის დანერგილ სიახლეებს გაეცნენ

2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარტიული სიის, მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.   აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მათ იმ სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ადმინისტრაციამ 2025 წლის არჩევნებისთვის დანერგა.   პოლიტიკურ […]

უკრაინაში სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლების მქონე ქალებისთვის სამხედრო რეგისტრაციის ახალი წესები ამოქმედდა – ისინი სამხედრო სამსახურში ავტომატურად დარეგისტრირდებიან

უკრაინული მედიის ცნობით, 2025 წლის 30 ივლისს უკრაინაში სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლების მქონე ქალებისთვის სამხედრო რეგისტრაციის ახალი წესები ამოქმედდა. მინისტრთა კაბინეტის №916 დადგენილების თანახმად, ასეთი ქალები ავტომატურად რეგისტრირდებიან სამხედრო სამსახურში მათი პირადი მონაწილეობის გარეშე. ამავდროულად, ისინი ვალდებულნი არიან, განათლების დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში გამოცხადდნენ დასაქმებისა და სოციალური დახმარების ტერიტორიულ ცენტრში (TCRS). როგორც პრესა იუწყება, ამიერიდან, […]

ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი: იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში? – დიახ, არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო, როგორც მეორე, პროქსი სახელმწიფო – მამუკა მდინარაძე

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი: იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში? – დიახ, არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო, როგორც მეორე, პროქსი სახელმწიფო და რომ არა ჩვენი სიმტკიცე, დღეს საქართველოსგან ნანგრევები იქნებოდა დარჩენილი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.   მისი თქმით, ყველა „აგენტმა, რომელიც […]

ვლადიმერ პუტინის მიერ ალასკის სამიტზე წარდგენილი მოთხოვნები ტერიტორიებს, სანქციებსა და უკრაინაში რუსული ენის ოფიციალურ სტატუსს ეხება – Reuters

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მიერ ალასკის სამიტზე განხილული სამშვიდობო წინადადების თანახმად, რუსეთი დათმობს ოკუპირებული უკრაინის მცირე ნაწილს, ხოლო კიევი – აღმოსავლეთის ტერიტორიებს, რომელთა დაკავებაც მოსკოვს არ შეუძლია, – ინფორმაციას Reuters-ი მოსკოვის გეგმების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.   წყაროების ცნობით, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნები ტერიტორიებს, სანქციებსა და უკრაინაში რუსული ენის ოფიციალურ სტატუსს ეხება. […]

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და საკარმიდამო მიწის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, დაკავებულის მიერ დათესილი და კულტივირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 200-მდე ძირი ნარკოტიკული ნივთიერების […]

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა – ამინდი მკვეთრად შეიცვლება

16 აგვისტოდან 17 აგვისტოს დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი.   მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მთელ დღეს ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობთ, მაგრამ არაფერი გამოგდით. ვარსკვლავები გირჩევენ, მითითებებს მიჰყვეთ და უადგილო კითხვები არ დასვათ. მომავალ კვირას სამაგიეროს გადახდას შეძლებთ, მანამდე კი ჩრდილში დარჩენა მოგიწევთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სხვების კარნახით ნუ იმოქმედებთ.   კურო გირჩევთ, ეს დღე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას დაუთმოთ. თუ გრძნობთ, რომ ერთმანეთი ძველებურად აღარ გიზიდავთ, ჩამქრალი გრძნობის […]

„ნიუ იორკ თაიმსი“ – რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ უკრაინაში ოფიციალური ენა რუსული გახდება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად იფუნქციონირებს

რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ რუსული ენა უკრაინაში ოფიციალური ენა გახდება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად ფუნქციონირებას შეძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს ორ ევროპელ პოლიტიკოსზე დაყრდნობით, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს. გავრცელებული ცნობით, პუტინი ითხოვს, რომ მთელი დონბასი რუსეთს გადაეცეს. სანაცვლოდ, პუტინი დათანხმდება უკრაინის დარჩენილ ტერიტორიებზე საომარი მოქმედებების დასრულებას, რითიც […]

„ნიუ იორკ თაიმსი“ – რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ უკრაინაში ოფიციალური ენა რუსული გახდება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად იფუნქციონირებს

რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ რუსული ენა უკრაინაში ოფიციალური ენა გახდება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად ფუნქციონირებას შეძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს ორ ევროპელ პოლიტიკოსზე დაყრდნობით, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს. გავრცელებული ცნობით, პუტინი ითხოვს, რომ მთელი დონბასი რუსეთს გადაეცეს. სანაცვლოდ, პუტინი დათანხმდება უკრაინის დარჩენილ ტერიტორიებზე საომარი მოქმედებების დასრულებას, რითიც […]

Reuters: ზელენსკიმ ტრამპთან საუბრისას უარი თქვა მთელი დონბასის რუსეთისთვის დათმობაზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპთან საუბრისას დონბასის დათმობაზე უარი თქვა, – ამის შესახებ Reuters-ის წყაროები იტყობინებიან. სააგენტოს ცნობით, ალასკაში გამართულ სამიტზე რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა, რომ უკრაინამ მთელი დონეცკის რეგიონი რუსეთს დაუთმოს. ამავდროულად, Reuters-ის წყაროები აცხადებენ, რომ ტრამპმა ეს მოთხოვნა ზელენსკის გადასცა და ასეთ პირობებში ფრონტის გაყინვა შესთავაზა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ეს […]