ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 110 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 298 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. არჩეული პირები სრულად აკმაყოფილებენ კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. არჩეულ პირთა უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. აქედან, არჩეულ პირთა შორის […]

უსაფრთხოების გარანტიები რაღაც ფორმით იქნება, მაგრამ ეს ნატო ვერ იქნება, უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება – უკრაინა სიცოცხლეს დაიბრუნებს, უკრაინელები ბევრ მიწას მიიღებენ – დონალდ ტრამპი

ევროპელები უკრაინაში ჯარების განთავსებისთვის მზად არიან – ჩვენ მათ დავეხმარებით, განსაკუთრებით ჰაერში , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.   „ევროპელ ლიდერებს ამ ომის დასრულება სურთ. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ისინი თავისი ხალხის ადგილზე განთავსებისთვის მზად არიან. ჩვენ მზად ვართ მათ დავეხმაროთ, განსაკუთრებით ჰაერში, რადგან ისეთი შეიარაღება არავის აქვს, როგორც […]

ვლადიმერ პუტინს მოულოდნელად პრობლემები უჩნდება? მოლაპარაკება თეთრ სახლში უკრაინის სასარგებლოდ – The Daily Telegraph

Admin Tamuna
0
ბრიტანულ გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინს მოულოდნელად პრობლემები უჩნდება? მოლაპარაკება თეთრ სახლში უკრაინის სასარგებლოდ“ (ავტორი – ჯეიკ უოლისი), რომელშიც განხილულია ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკების შედეგები – ერთი მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტს და მეორე მხრივ, უკრაინისა და ევროპის ქვეყნების ლიდერებს შორის. როცა თებერვალში ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი სახლის […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 20 აგვისტოს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6968 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1530 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1507 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

რატომ სურს პუტინს დონეცკის ოლქი? – The Spectator

Admin Tamuna
0
„რუსეთი შესაძლოა დათანხმდეს უკრაინასთან ომის გაყინვაზე ფრონტის ამჟამინდელი ხაზის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ კიევი დათმობს დონეცკის ოლქის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელსაც თვითონ აკონტროლებს“, – ნათქვამია ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რატომ სურს პუტინს დონეცკის ოლქი?“. პუბლიკაციის ავტორის, პოლიტოლოგიის პროფესორის მარკ გალეოთის აზრით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: გაწიროს […]

ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას – ირაკლი კობახიძე 

Admin Tamuna
0
  ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებს „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის” შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.   მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ევროკავშირის ათამდე ქვეყანას უსწრებს არაერთი პარამეტრით.   „ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. ოცეულშია ფაქტობრივად ყველა პარამეტრით ევროპის მასშტაბით, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ათამდე ქვეყანას ვუსწრებთ არაერთი პარამეტრით. ეს არის ობიექტური შეფასება. ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, პოლიტიკური თამაშებია, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასოცირდებოდეს სამართლიანობასთან, ობიექტურობასთან, ჭეშმარიტებასთან, სიმართლესთან. სამწუხაროდ, დღეს არის განსხვავებული ვითარება, ევროპული ბიუროკრატიის არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე. მაქვს იმედი, რომ ევროპული ბიუროკრატია ფერს იცვლის და სხვანაირად იმოქმედებს მომავალში. “, – განაცხადა პრემიერმა.

“ექვსი დასკვნა ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან”-The New York Times

Editor Dali
0
აშშ-ის გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 17 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ექვსი დასკვნა ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან“ (ავტორები – მეგი ჰაბერმანი და თომას პეიჯერი), რომელშიც აშშ-ისა და რუსეტის ლიდერების ალასკური სამიტის შთაბეჭდილებებია გადმოცემული: რას მიაღწიეს პრეზიდენტებმა და რას ვერ მიაღწიეს, როგორ განვითარდება მოვლენები სამომავლოდ. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: მიუხედავად იმისა, რომ სამიტის […]

“ტრამპის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინმა თავისი ამერიკელი კოლეგაზე ალასკაში ზეწოლა მოახდინა”- ევროპელ ლიდერებსაც იგივე აქვთ განზრახული” -The Independent

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთის „ინდეფენდენთის“ (The Independent) 18 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ტრამპის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინმა თავისი ამერიკელი კოლეგაზე ალასკაში ზეწოლა მოახდინა“. ევროპელ ლიდერებსაც იგივე აქვთ განზრახული” (ავტორი – ჯონ ბიუდენი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: დონალდ ტრამპი ანკორიჯიდან ვაშინგტონში ისე დაბრუნდა, რომ მან ფაქტიურად, ყველას გასაგონად საჯაროდ უარყო თავისივე მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და, როგორც ცნობილი გახდა, […]

ჩვენ არ გვინდა ავღანელებივით, ან უკრაინელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ – მეუფე იაკობი

Admin Tamuna
0
ჩვენ არ გვინდა ავღანელებივით, ან უკრაინელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და არ გვინდა, რომ ვიღაცებმა გვიწყვიტონ საქმე, – განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა. მეუფემ ყურადღება გაამახვილა იმ განცხადებებზე, სადაც საუბარია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე. „მათი ქვეყნებია, უნდათ მოგვცემენ ვიზას, უნდათ არ მოგვცემენ, ცუდი ისაა, შენიანებს რომ იყენებენ საბაბად, იმათ ექცევი ცუდადო. […]

“პუტინ-ტრამპის ალასკური შეხვედრის ექო მსოფლიო პრესაში”-BBC

Editor Dali
0
„დასავლეთის პრესა თვლის, რომ ალასკის სამიტზე ყველაზე უარესი – უკრაინის დანაწილება უკრაინის გარეშე – არ მომხდარა, თუმცა ვლადიმერ პუტინისათვის სამიტი ტრიუმფი გახდა. რუსულ მასმედიაშიც გამარჯვებას ზეიმობენ“, – ასეთია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (ВВС) მიერ მომზადებული მსოფლიო პრესის მიმოხილვა, რომელიც გამოქვეყნებულია სათაურით „პუტინ-ტრამპის ალასკური შეხვედრის ექო მსოფლიო პრესაში“ (ავტორი – ნატალია ზოტოვა). სტატიაში ასევე მიმოხილულია რუსული […]

საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვას შვილებთან ერთად დაესწრო

Admin Tamuna
0
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო. მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა. ბახმაროში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა. სადღესასწაულო ლიტურგიაზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

Admin Tamuna
0
  თიბისიში სჯერათ, რომ საკუთარი თავის რწმენა ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს, თუმცა, ამ გზაზე ხშირად გვჭირდება სხვა ადამიანი, რომელიც საკუთარ ძალებში დაგვარწმუნებს. ზოგჯერ სულაც ერთი გამამხნევებელი მზერა ან ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაა საჭირო, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინო ის ძალა, რომელიც თავდაჯერებულობას შეგმატებს და მტკიცე ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარება. როცა შენი სჯერათ – შენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს და […]