2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ხელსაყრელი დღეა ახლად შეძენილი უნარების გამოყენებისთვის. ეცადეთ, თანამოაზრეები იპოვოთ და პროექტებზე მუშაობას მათთან ერთად შეუდგეთ. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ შეგიძლიათ, ახალი იდეები წარმოადგინოთ და ახალი საქმეები თამამად დაიწყოთ. წარმატებული დღეა ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად. გირჩევთ, ფული განათლებასა და საკუთარ განვითარებაში დააბანდოთ. ინტერიერის ახალი ნივთების შეძენა სახლს სიმყუდროვეს შემატებს, თქვენ კი კმაყოფილებას მოგიტანთ. კურო ხელსაყრელი […]

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის გზის მე-6 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, მთის ფერდის ჩამოშლისა და ქვისცვენის გამო, დროებით იზღუდება  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

პრემიერი: თუ ვინ დაიწყო ომი, წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში და ტალიავინის დასკვნაში – ეს სააკაშვილის რეჟიმია

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ომი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ის რეალობა, რომელიც აისახა შესაბამის დოკუმენტში, ამ დოკუმენტს ხელს აწერს პრაქტიკულად ყველა ევროპული ქვეყანა. „მე პარლამენტის სახელით ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება ჩემს პოზიციას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ყველასთვის […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 2 სექტემბერს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6940 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6940 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1579 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1438 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გიორგი ბაჩიაშვილს, 11-წლიანი პატიმრობის შეფარდების გამო, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუუქმა

Admin Tamuna
0
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. კერძოდ, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ბაჩიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ვაჟა თოდუამ განაცხადა, ბაჩიაშვილს უკვე მისჯილი აქვს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა […]

ჩვენ მძლავრი, კეთილგანწყობილი მოკავშირე გვჭირდება – რესურსი არსებობს, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ასეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს – გია ვოლსკი 

Admin Tamuna
0
აშშ – ის ახალი ადმინისტრაციის ხედვებს ის ხედვები ზედმიწევნით ემთხვევა, რაც საქართველოს ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდეც ჰქონდა. ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას ითხოვს, წერილში პრეზიდენტიც ყურადღებას სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მიხეილ ყაველაშვილის დონალდ ტრამპისადმი მიწერილ წერილზე საუბრისას განაცხადა. ვოლსკი იმედოვნებს, რომ წერილი კიდევ ერთი სერიოზული საფუძველი […]

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

Admin Tamuna
0
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე შეცვლის. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განმარტა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომის თაობაზე განცხადებას პარლამენტი ცნობად იღებს, დასკვნის პროექტს კი საპროცედურო საკითხთა კომიტეტი […]

საქართველოს პრეზიდენტს ყველა წინადადებაში ვეთანხმები – ჩვენ მზად ვართ აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ -კახა კალაძე

Editor Dali
0
ჩვენი ხელისუფლების ყველა განცხადება თუ წერილი მიუთითებს, რომ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება გვინდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კალაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც ძველი ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, სრული კატასტროფა იყო. „პრეზიდენტს აბსოლუტურად ყველა წინანადებაში ვეთანხმები. ჩვენთვის აშშ-თან ურთიერთობების […]

“რატომ მიიწვია ჩინეთმა შერჩევით სამხედრო აღლუმზე დამსწრე ქვეყნები – აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები ჩინეთში არიან, საქართველოს ლიდერი კი – არა”

Editor Dali
0
რუსული ანალიტიკური გამოცემა „აქცენტები“ (Акценты) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით: “რატომ მიიწვია ჩინეთმა შერჩევით სამხედრო აღლუმზე დამსწრე ქვეყნები // აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები ჩინეთში არიან, საქართველოს ლიდერი კი – არა” (ავტორი – პოლინა იზმაილოვა). პუბლიკაციაში გადმოცემულია სავარაუდო მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არის მიწვეული საქართველო ჩინეთში დაგეგმილ ღონისძიებებზე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები კი იქ არიან. […]

შეხვედრა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან

Admin Tamuna
0
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენების პროცესის მიმოხილვა, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნები, არჩევნებში მედიის როლი და საერთაშორისო სტანდარტები არჩევნების ორგანიზების პროცესში, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან, კომისიის მდივანთან გიორგი ჯავახიშვილთან და […]

ევროკავშირზე უკეთესი გაერთიანება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ, საკმაოდ მძიმე ვითარებაა, დაცლილია იმ ღირებულებებისგან, საითაც ქართველი ხალხი მიისწრაფოდა -კახა კალაძე

Editor Dali
0
ევროკავშირზე უკეთესი გაერთიანება ჯერ არ ყოფილა, თუმცა დაცლილია იმ ღირებულებებისგან, საითაც ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო მიისწრაფოდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „მემარცხენე ალიანსის“ მიერ ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, ევროპულმა ბიუროკრატიამ სერიოზული პრობლემები შექმნა როგორც თავად ევროპისთვის, ისე მეგობარი ქვეყნებისთვის. „ევროპული გაერთიანება თავისი შინაარსით, რაზეც იყო დაფუძნებული, ძალიან კარგია […]

ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია და არ გადამიდგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი- კახა კალაძე

Editor Dali
0
ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია და არ გადამიდგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. ვერ წარმოადგენთ მსგავს ფაქტს, რადგან ასეთი რამ არ არსებობს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან ე.წ. ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის საკითხზე საუბრისას. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ შენდება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი კომპლექსი და არა რეკრეაციული სივრცე, კახა კალაძე პასუხობს, რომ ტერიტორია შეიძინა კერძო კომპანიამ და თბილისის საკრებულოსთან […]