ცესკო და სახალხო დამცველი, „სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად“, ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

Editor Dali
0
 ცენტრალური საარჩევნო კომისია და სახალხო დამცველი  ერთობლივად მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ სათანადო, ისეთი საარჩევნო გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს. „2025 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა 4 ოქტომბერს დანიშნა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები და შესაბამისად მიმდინარეობს […]

თბილისის მერია 2026 წლიდან ისტორიული ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამას იწყებს

Editor Dali
0
2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას. „ჩვენი ოთხი წლის წინანდელი დაპირებისამებრ დავიწყეთ ავარიული მრავალბინიანი შენობების ჩანაცვლების მასშტაბური პროგრამა. პროექტი დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ის იქცა ნათელ მაგალითად იმისა, […]

თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს, დაკავებულია ოთხი პირი

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 სექტემბერს თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები – სამ კილოგრამამდე „მეთადონი“, 32 შეკვრა, სარეალიზაციოდ  დაფასოებული სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება და 140 ცალი ფსიქოტროპული აბი ამოიღეს – დაკავებულია ოთხი პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის […]

2015 წელს ალასანიას წასვლის შემდეგ, “რესპუბლიკელებმა” მოიშორეს კონკურენტი – ხიდაშელს ეს ისე გაუხარდა, იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრი მერე ეგ გახდა, გიჟებივით დახამდნენ -ანა წითლიძე

Editor Dali
0
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ, გადაცემაში “პოზიცია”, გაიხსენა 2015 წელს ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე იკავებდა, მისი მოკავშირეებიდან თუ ვის უხაროდა ეს ამბავი ყველაზე მეტად. წითლიძის განცხადებით, თინა ხიდაშელს ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის ამბავი “გიჟივით უხაროდა”, რამდენადაც შემდეგ მან დაიკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი. “2015 […]

“ლილისი” – საოჯახო საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

Editor Dali
0
თბილისში უკვე წლებია არსებობს ადგილი, სადაც ტკბილეულის გემო არა მხოლოდ სასიამოვნო მომენტს, არამედ ბავშვობის მოგონებებსაც აცოცხლებს. ეს არის „ლილისი“- საწარმო და სივრცე, რომელიც ქეთევან ხუნწარიამ და მისმა დამ, ლიკამ  ბებიის რეცეპტების ინსპირაციით შექმნეს. ძველი რეცეპტისა და თანამედროვე ევროპული გემოების სინთეზმა საზოგადოებაში მალევე პოპულარობა მოიპოვა. ასე იქცა პატარა, ოთხი თანამშრომლით დაწყებული საწარმო დღეს უკვე ორმოცდაათზე მეტი […]

საქართველო ბრიტანულ Wanderlust-ზე ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

Editor Dali
0
საქართველო პოპულარული ბრიტანული გამოგზაურო გამოცემის Wanderlust-ის ვებგვერდზე ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების გამოსავლენად ხმის მიცემა Wanderlust-ის გვერდზე დაიწყო. გარდა ქვეყნისა, ევროპის სასურველ ტურისტულ მიმართულებებად დასახელებულია თბილისი და ბათუმი. Wanderlust Travel Awards-ზე თბილისსა და ბათუმთან ერთად ნომინირებულია შემდეგი ქალაქები: ათენი, ბერლინი, ბოლონია, ბორდო, ბრიუსელი, ბუდაპეშტი, დრეზდენი დუბლინი, ედინბურგი, გენუა, […]

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება- მოემზადე, ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტისათვის ახალი თიბისი ბარათით

Editor Dali
0
Back To School-ის მრავალფეროვანი კვირეულის ფარგლებში, თიბისი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს 6-7 სექტემბერსაც სთავაზობს.   მოემზადეთ, ემოციებით სავსე, ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად. 6-7 სექტემბერს, თიბისის პოს-ტერმინალზე, გადაიხადეთ, ახალი თიბისი ბარათით 50-მდე პარტნიორ ობიექტში და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 40%, მაქსიმუმ 150 ლარი მომენტალურად. შეთავაზება მოქმედებს ახალ თიბისი კონცეპტ ბარათებზეც, რომლებზეც პარტნიორ ობიექტებში, მაქსიმუმ 200 ლარს დაიბრუნებთ. […]

დაკავებულია პირი, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა – შსს

Editor Dali
-1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1963 წელს დაბადებული მ.ლ., რომელიც გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. “საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დააკავეს, რომელიც გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, […]

ნატოში აშშ-ის ელჩი: ჩვენს მოკავშირეებს არ აქვთ საკმარისი პოლიტიკური ნება, გააკეთონ ის, რაც ომის შესაჩერებლად არის საჭირო – ევროპას შეუძლია ჯარების გაგზავნა, მაგრამ არავის სურს ამის გაკეთება

ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებს, საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. მისი თქმით, ნატოს წევრების მიერ მშპ-ს 5%-ის თავდაცვაზე დახარჯვის შესახებ მიღწეული ბოლო შეთანხმება ტრანსატლანტიკურ ალიანსში ევროპის როლის „გათანაბრებას“ ემსახურება. ამერიკელმა დიპლომატმა პრეზიდენტი ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომში მთავარ მშვიდობისმყოფელად წარმოაჩინა, ხოლო მოკავშირეები კონფლიქტის დასრულებისთვის პოლიტიკური ნების ნაკლებობის გამო […]

ამინდი მკვეთრად იცვლება – გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

,,პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ”- დონალდ ტრამპი

პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა THE SCOTT JENNINGS RADIO SHOW-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა. „მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ათასობით ადამიანი კვდება. ამერიკელები არ კვდებიან, მაგრამ ისინი რუსები და უკრაინელები არიან. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ პრეზიდენტ პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 3 სექტემბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6935 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6935 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6940 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1336 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1579 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]