მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 29 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

Editor Dali
0
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 29 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, განას, თურქეთის, ნეპალის, თურქმენეთის, ირანის, პაკისტანის და ლატვიის – ჯამში 29 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის […]

მივიღებთ ზომებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წინააღმდეგ, რომელიც აღვივებს, ხელს უწყობს და თავად მონაწილეობს ძალადობაში, ძალადობა ჩვენს სისტემაში მიუღებელია -ჯეი დი ვენსი

Editor Dali
0
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ ჩარლი კირკის მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მემარცხენე ექსტრემიზმია. „რასაკვირველია, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მკვლელი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს. მნიშვნელოვანია ის, რომ ვისაუბროთ მემარცხენე ექსტრემიზმის, ამ წარმოუდგენლად დესტრუქციულ მოძრაობაზე, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაძლიერდა და, ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ჩარლი მკვლელის ტყვიით მოკლეს“, – განაცხადა ვენსმა. მან ასევე აღნიშნა, თუ როგორ აპირებს […]

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 2009 წელს დაბადებული პირი, რომელიც აქციის მონაწილეებთან იარაღის დემონტრირებას ახდენდა. შსს-ს ბესიკის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე ინფორმაცია ავრცელებს და აცხადებს, რომ ოცდაათამდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას. შსს-ს თანახად აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ […]

თბილისში მიმდინარე აქციაზე, ბესიკის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

თბილისში მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება იყო. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობის დროს მათ რამდენიმე ახალგაზრდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა. აქციის მონაწილეების თქმით, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აღნიშნული პირები ბესიკის ქუჩაზე წავიდნენ, მათ აქციის მონაწილეები გაჰყვნენ. მხარეებს შორის ხმაურისა და დაპირისპერების შემდეგ, როგორც აქციის მონაწილეები ჰყვებიან, უცხო პირმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანა, […]

16 სექტემბრის ამინდის პროგნოზი!

  16 სექტემბერს საქართველოში წვიმინი ამინდი არ არის მოსალოდნელი გაგრა +26 – მზიანი სოხუმი +27 – მზიანი ზუგდიდი +27 -მზიანი მესტია +16- ღრუბლიანი ფოთი +27 – მზიანი ბათუმი +25 – უმეტესად მზიანი ოზურგეთი +27 – მზიანი ქუთაისი +27 – უმეტესად მზიანი ამბროლაური +24 – მზიანი ახალციხე +22 – მზიანი ბორჯომი +19 – მზიანი ბაკურიანი +18 […]

ელენე ხოშტარიამ იძულებული გახადა, რომ ის დაეჭირათ…“თამარ ჩერგოლეიშვილი

„ელენე ხოშტარიამ იძულებული გახადა, რომ ის დაეჭირათ…“, – ამის შესახებ  „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  „ელენე ხოშტარიას დაკავება ჩემთვის იყო უძალობის დემონსტრირება. რეჟიმს არ უნდოდა ხოშტარიას დაკავება. ხოშტარიას დაკავება, რომ სდომებოდა ან საგამოძიებო კომისიაზე დაიბარებდა…“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი რთული და საშიში დღეა, განსაკუთრებით ვერძი მამაკაცებისთვის. არსებობს ჯანმრთელობის გაუარესების, დაზიანების ან უბედური შემთხვევის რისკი. გირჩევთ მთლიანად აღმოფხვრათ აგრესიულობა, ავტომობილის სწრაფად მართვა, ბნელ ქუჩაში მარტო სეირნობა და ყველაფერი, რაც რისკთან არის დაკავშირებული. ეცადეთ იმას დასჯერდეთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და მეტი არ მოინდომოთ. ვერძ ქალებს პირად ცხოვრებაში სირთულეები ელით. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების კრიტიკული შენიშვნები გულთან […]

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, 8 სექტემბერს უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. „ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“სხვისი საკუთრების ანექსირება ყოველთვის დასაძრახი საქციელია – იქნება ეს უკრაინის ტერიტორიისა თუ მეზობლის ბაღის რამდენიმე სანტიმეტრის მითვისება”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „სხვისი საკუთრების ანექსირება ყოველთვის დასაძრახი საქციელია – იქნება ეს უკრაინის ტერიტორიისა თუ მეზობლის ბაღის რამდენიმე სანტიმეტრის მითვისება“ (ავტორი – შონ თომასი). პუბლიკაციაში გარკვეული ირონიით არის განხილული სახელმწიფოებს შორის ტერიტორიების ანექსიის (მითვისების) გამომწვევი მიზეზები და ანექსირების რამდენიმე მაგალითი მსოფლიო ისტორიიდან: ხშირად ხდებოდა, რომ ანექსიის მსურველი და […]

“დონალდ ტრამპის მუქარების მიუხედავად, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის კავშირების განმტკიცება მოწმობს ისეთი ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, რომელშიც თამაშის წესებს უკვე დასავლეთი აღარ ადგენს”-L’Espresso

Editor Dali
0
„დონალდ ტრამპის მუქარების მიუხედავად, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის კავშირების განმტკიცება მოწმობს ისეთი ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, რომელშიც თამაშის წესებს უკვე დასავლეთი აღარ ადგენს, – ნათქვამია იტალიურ ყოველკვირეულ ჟურნალ „ლ’ესპრესოში“ (L’Espresso) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტიანძინის სულისკვეთება და დასავლეთის ძილი“ (ავტორი – ემილიო კარელი). „აშშ-ისა და ევროპის ძალისხმევის მიუხედავად, კრემლი ალყაში არ მოქცეულა და ძველებურად ითვლება მსოფლიოში […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 სექტემბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7051 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7051ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7002 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1798 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1679 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა

Editor Dali
0
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 13 სექტემბერს 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც საარჩევნო უბნების 1 500-მდე წევრმა და ტექნიკურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, იმიტირებული კენჭისყრის ჩატარება წარმოადგენს თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრირების პრაქტიკაში ერთ-ერთ არსებით კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პროცესების ეფექტიანობას, ისე არჩევნების დღისთვის სრული მზაობის მიღწევას. იმიტირებულ კენჭისყრის პროცესის […]