ჰოლანდიის ელჩის შეხვედრა ხოშტარიასთან სხვა არაფერია, თუ არა რადიკალიზმის მორიგი წახალისება – ასეთი საქციელი არ ეკადრება არცერთ ელჩს – პრემიერი

Admin Tamuna
0
ჰოლანდიის ელჩის შეხვედრა ხოშტარიასთან არის სხვა არაფერი თუ არა რადიკალიზმის მორიგი წახალისება, ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და პირდაპირი ჩარევა დემოკრატიულ არჩევნებში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ელჩებს არ ეკადრებათ მსგავსი საქციელი. „რაც შეეხება ჰოლანდიის ელჩის შეხვედრას ხოშტარიასთან, ეს არის სხვა არაფერი თუ არა რადიკალიზმის მორიგი წახალისება, ეს არის, […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 სექტემბერს

Admin Tamuna
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7080 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7051 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1999 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1798 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

შეძლებს თუ არა ტრამპი ნატოს წევრებს ანტირუსული სანქციების გამკაცრება აიძულოს? – The Spectator

Admin Tamuna
0
„დონალდ ტრამპი სწორად მოიქცა, როცა განაცხადა – რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს თეთრი სახლი მხოლოდ მაშინ შემოიღებს, როცა ნატოს ევროპელი წევრები რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავენ“, – ნათქვამია ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „შეძლებს თუ არა ტრამპი ნატოს წევრებს ანტირუსული სანქციების გამკაცრება აიძულოს?“ (ავტორი – მეთიუ ლინი). „თეთრ სახლს არ […]

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გუშინ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – ვაჟა სირაძე

Admin Tamuna
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გუშინ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 12 000 – მდე აბი „ექსტაზი“ და 520 აბი „სუბოტექსი“ ამოიღეს, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა […]

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო

Admin Tamuna
0
საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო საკითხებზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ საპილოტე რეჟიმში დაიწყო.   „საარჩევნო მედია სკოლა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ ახალი პროექტი მომავალ ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს მიიღონ დეტალური ინფორმაცია როგორც უშუალოდ არჩევნების, ისე საარჩევნო პროცესების გაშუქების […]

ჩვენი მთავარი მიზანია აფხაზეთში დაბრუნება და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება – პრემიერი

Admin Tamuna
0
რიცხვები, თავისთავად, ყველაფერზე მეტყველებს: 2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, დევნილი ოჯახების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მილიონიდან 240 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. „10-ჯერ არის გაზრდილი წლიური ინვესტიციების მოცულობა. თავის დროზე, 25 მლნ იყო წლიური […]

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

Editor Dali
0
ყოველდღიური მონაცემები აგვისტოს მეორე ნახევრიდან კვლავ ლარის დეპოზიტების ზრდის აჩქარებაზე მიუთითებს, მას შემდეგ, რაც ივლისში სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია გასული თვეების ტენდენციისგან განსხვავებული მიმართულებით შეიცვალა. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ, სხვადასხვა ანალიტიკურ შეფასებაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. შესაბამისად, გაცვლითი კურსის მხრივ, ეს კვლავ ლარის მნიშვნელოვან […]

უკვე საათებსაც ასახელებენ, როდის დაამხობენ “ოცნებას”, პოლიტიკოსის მხრიდან ეს უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადებაა, ნეპალთან შედარება საერთოდ წარმოუდგენელია-გიორგი შარაშიძე

Editor Dali
0
ახლა უკვე საათებსაც ასახელებენ, როდის დაამხობენ „ოცნებას“. პოლიტიკოსის მხრიდან ეს უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადებაა. ნეპალთან შედარება საერთოდ წარმოუდგენელია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა. შარაშიძეს კითხვა დაუსვეს „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ჭკუა თუ შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ გარეთ, რომ 4 ოქტომბერს აქცია იყოს მართვადი, […]

ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, რომ როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული -კახა კალაძე

Editor Dali
0
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა. „ბაჩიაშვილს აქვს ჩადენილი კონკრეტული დანაშაული. ცხადია, ის ცდილობდა და ცდილობს, როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული, ვითომ პოლიტიკური […]

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

Editor Dali
0
ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სწავლა განახლდა თიბისი ტექსკოლის ონლაინ კურსებზეც. ხუთი წარმატებული სემესტრის შემდეგ, რომელსაც ჯამში 3000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, ახლა უკვე შემოდგომის სემესტრზე დაიწყო უფროსკლასელების რეგისტრაცია. თიბისი ტექსკოლა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ ტექნოლოგიებს და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ შეისწავლონ. რეგისტრაცია 16 სექტემბერს დაიწყო და […]

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 29 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

Editor Dali
0
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 29 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, განას, თურქეთის, ნეპალის, თურქმენეთის, ირანის, პაკისტანის და ლატვიის – ჯამში 29 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის […]

მივიღებთ ზომებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წინააღმდეგ, რომელიც აღვივებს, ხელს უწყობს და თავად მონაწილეობს ძალადობაში, ძალადობა ჩვენს სისტემაში მიუღებელია -ჯეი დი ვენსი

Editor Dali
0
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ ჩარლი კირკის მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მემარცხენე ექსტრემიზმია. „რასაკვირველია, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მკვლელი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს. მნიშვნელოვანია ის, რომ ვისაუბროთ მემარცხენე ექსტრემიზმის, ამ წარმოუდგენლად დესტრუქციულ მოძრაობაზე, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაძლიერდა და, ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ჩარლი მკვლელის ტყვიით მოკლეს“, – განაცხადა ვენსმა. მან ასევე აღნიშნა, თუ როგორ აპირებს […]