ჯო უილსონის მიზანია, „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს, ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები ამისკენ არის მიმართული -გია ვოლსკი

Editor Dali
0
ჯო უილსონს ერთი აზრი და მიზანი აქვს, „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს. ეს დიდი ხანია, გრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, „ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს“. „მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ მთელმა ლიდერებმა, სააკაშვილმა, გვარამიამ, ყველამ ტრამპი ლანძღა და მიწასთან გაასწორა,  ჯო უილსონთან თანამშრომლობა არ […]

თიბისი x გიორგი მამარდაშვილი – საქართველოში მეკარეობის პოპულარიზაციისთვის

Editor Dali
0
გიორგი მამარდაშვილთან კოლაბორაციით, ახალი თაობის მხარდასაჭერად, თიბისიმ მორიგი საინტერესო პროექტი დაიწყო. კარი – ასე ჰქვია ინიციატივას, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს და რომლის მთავარი მიზანიც, საქართველოში მეკარეობის პოპულარიზაციაა. ქუჩებში, პარკებსა თუ ეზოებში – იქ, სადაც ბავშვები სულ თამაშობენ ფეხბურთს, ჩვენი პროექტის ფარგლებში, ჩავიტანთ მეკარისთვის საჭირო ყველა ატრიბუტს; მათ შორის, გასაშლელ კარს და საჩუქრად დავუტოვებთ მათ, ვისაც […]

Global Finance-მა თიბისის ბიზნესმობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

Editor Dali
0
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance თიბისის ბიზნეს მობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა. ჯილდო თიბისიმ სამ კატეგორიაში მიიღო: საუკეთესო მობაილბანკის აპლიკაცია; საუკეთესო ინფორმაციის უსაფრთხოება და თაღლითობის მენეჯმენტი; საუკეთესო სოციალური მედიამარკეტინგი. გამარჯვებულები სპეციალურად დაჯილდოებისთვის მოწვეულმა ჟიურიმ შეარჩია, რომლებიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან იყო დაკომპლექტებული. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენდა:ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების ჩართვა ციფრულ […]

19 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ხონაში აღსრულებულ სასწაულს დღესასწაულობს

Editor Dali
0
19 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ხონაში აღსრულებულ სასწაულს დღესასწაულობს. მთავარანგელოზ მიქაელის სახელი ებრაულად ნიშნავს: “რომელი ვითარცა ღმერთი” არსებობს ალექსანდრიის პატრიარქის გადმოცემა, რომ ამ დღეს მთავარანგელოზი მიქაელი ჯოჯოხეთში ჩადის და ფრთებით ადამიანთა სულები ამოყავს. გადმოცემის თანახმად, ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო […]

ჯო უილსონმა „ქართული ოცნების“ შესახებ ახალი წინადადება მოამზადა

Editor Dali
0
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯო უილსონი სოციალურ ქსელში ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესწორება აშშ-ის მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას უკრძალავს. აღნიშნული წინადადება წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს. „არცერთ ფედერალურ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Editor Dali
0
19 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით წვიმს, უმეტეს რაიონში კი მოსალოდნელია ძლიერი ქარი. სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში, სადაც დღისით +20 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +20 […]

“აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას”-ნინო წილოსანი

Editor Dali
0
ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რითაც გამოეხმაურა ვაშინგტონში „ნაცმოძრაობის“ წევრების ვიზიტს. „იმ პირობებში, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ არჩევნების გზით მოსვლის შესაძლებლობა ნული აქვთ, ერთადერთი რაც დარჩენიათ, ეს არის ფულით დაკვეთილი სტატიები, დეზინფორმაციის იმედზე დარჩნენ. ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს მხოლოდ იმისთვის, რომ […]

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
  ვერძი ამ დღეს საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი გექნებათ. არ უარყოთ შეთავაზებები, რომლებსაც დღის განმავლობაში მიიღებთ. საღამოს მცირე განტვირთვა და მეგობრებთან ერთად გართობა დაგეხმარებათ, რომ საქმეებს ახალი ძალებით შეუდგეთ. შეცვალეთ გარემო საყვარელ ადამიანთან ერთად. დროს შესანიშნავად გაატარებთ და ერთმანეთში ახალ თვისებებს აღმოაჩენთ. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელით. შესაძლოა, ის სერიოზულ ურთიერთობაში არ გადაიზარდოს, მაგრამ სასიამოვნო […]

არც თეონა აქუბარდიაზე დგას ეს პარტია და არც დიმიტრი ცქიტიშვილზე, ეს ადამიანები მოკლევადიანი პროექტები იყვნენ პარტიისთვის -ბერდია სიჭინავა

Editor Dali
0
ნებისმიერი რადიკალური სცენარი, საუბარი მშვიდობიან ამბოხებაზე, ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ამ პროცესში არ ვიქნებით არცერთი წუთით, სადაც ადგილი ექნება რადიკალიზაციას, დაპირისპირებას. ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ამბოხის თარიღის გამოცხადება საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობაა. „26 ოქტომბრის შემდეგ ადამიანები ძალიან იმედგაცრუებულები […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 19 სექტემბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7143 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7143 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7080 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2143 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1999 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე

Editor Dali
0
  მომხმარებელთა უკუკავშირისა და საჭიროებებს გათვალისწინებით, თიბისიმ კიდევ ერთი გამორჩეული შეთავაზება მოგიმზადათ. 17 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ნებისმიერი კატეგორიის საერთაშორისო ონლაინ ობიექტში ახალი თიბისი ბარათით გადახდისას 100 ლარი ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაგიბრუნდებათ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კი, თიბისი Mastercard კონცეპტ ბარათით და Mastercard ერთგული საკრედიტო ბარათით,  შესაძლებლობა გაქვთ 200 ლარი დაიბრუნოთ. მთავარია, დანახარჯი, ერთ თუ რამდენიმე […]

AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა

Editor Dali
0
რეგიონის მთავარი მოვლენა შემოქმედებით ინდუსტრიაში, Ad Black Sea ფესტივალი წელს მეცხრედ ჩატარდა ბათუმში. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია თიბისი. AD BLACK SEA  ფესტივალი ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები. წლევანდელ ფესტივალზე თიბისიმ ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები მოიპოვა შემდეგი კამპანიებისთვის: ü  ვერცხლი: კამპანია „მე ჯიუტი ქართველი ვარ“ ü  ბრინჯაო კამპანია #საქართველოსვუსურვებ […]