ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

Editor Dali
0
23 ოქტომბერს, ქუთაისში, „რეფლექტორმა“ პროექტის – „ალტერნატიული ქუთაისი“ – კატალოგის პრეზენტაციას უმასპინძლა. კატალოგის გამოცემა და მისი წარდგენა თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი “ალტერნატიული ქუთაისი” იკვლევს პოსტსაბჭოთა პერიოდის ქუთაისში აღმოცენებული ანდერგრაუნდული ხელოვნების სცენის ისტორიის, როგორც ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტაციასა და პოსტ-ინდუსტრიული ხელოვნების კულტურული მარშრუტის წარდგენას. პროექტის ფარგლებში, 2024 წელს, ქუთაისში გაიმართა გამოფენა იგივე სახელწოდებით, სადაც წარმოდგენილი იყო […]

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

Editor Dali
0
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიესაჯა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მოსამართლემ გაიაზრა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება და უძილაური დამნაშავედ ცნო ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობაში. უვადო პატიმრობას ბრალდების მხარე, პროკურორი ლევან ვეფხვაძე ითხოვდა. გელა უძილაური, რომელმაც მკვლელობა აღიარა, ამტკიცებდა, რომ დანაშაული შეკვეთილი არ ყოფილა. ცნობისთვის, გელა უძილაურს […]

ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონის ოდენობის გირაო შეეფარდა

Editor Dali
0
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვისა […]

გზის გადაკეტვის მცდელობები გარედან არის დაფინანსებული-კახა კალაძე

Editor Dali
0
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მხრიდან გზის გადაკეტვის მცდელობები ქვეყნის გარედან არის დაფინანსებული და წახალისებული. როგორც დედაქალაქის მერმა დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ აღნიშნა, მთავარია ის, რომ კანონის წინააღმდეგ ვინც წავა, შესაბამის პასუხს მიიღებს. „ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის. ჩვეულებრივად, დავალებას ასრულებენ, ფულს იღებენ ამაში. თქვენ იცით, რომ გარედან […]

ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას -კახა კალაძე

Editor Dali
0
ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს. „ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ მსგავსი ტიპის განცხადებებს ჩვენს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ. 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო. ძალიან […]

“რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

Editor Dali
0
22 ოქტომბერს, სტამბაში, Breakfast with Deskmates -ის დამსწრეები ამჯერად ხელოვნურმა ინტელექტმა გააერთიანა. D Block-ის დილის შეხვედრების სერია თიბისი ბიზნესისა და Visa-ს მხარდაჭერით, ყოველ მეორე ოთხშაბათს ტარდება. შეხვედრების მიზანი საერთო სივრცეში მომუშავე ადამიანების დაკავშირებაა, საერთო ინტერესებისა და თემების გარშემო. ამჯერად, დისკუსია შეეხებოდა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას – Agentic AI-ს და მის გავლენას თანამედროვე ბიზნესმოდელებზე. ტექსფეროს წარმომადგენლების […]

პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ 1 მილიონი ლარის გირაოს და ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვს

Editor Dali
0
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს. ამის შესახებ პროკურატურაში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა. პროკურატურა კი, მის მიმართ გირაოს სახით 1 მილიონ ლარს ითხოვს. საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტს. “საქართველოს […]

“რესპუბლიკურ” პარტიასთან დაახლოებული დონორი საქართველოს მიმართ ზეწოლის კანონპროექტს ეწინააღმდეგება-Reuters

Editor Dali
0
აშშ-ის „რესპუბლიკურ“ პარტიასთან დაახლოებული დონორი ბოლო კვირების განმავლობაში კერძოდ ლობირებდა კონგრესში იმ საკანონმდებლო აქტის წინააღმდეგ, რომელიც ზეწოლას მოახდენდა საქართველოს მმართველ პარტიაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ტეხასში მდებარე ნავთობკომპანიის აღმასრულებელმა პირმა და „რესპუბლიკელების“ დონორმა, სტივ ნიკანდროსმა 30 სექტემბერს წერილი გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის „რესპუბლიკელ“ წევრებს, რომელშიც მათ მადლობას უხდის ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ წინააღმდეგობისთვის. […]

აშშ კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებებს წყვეტს -ტრამპი

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეიდან ის კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას წყვეტს. ტრამპის უკმაყოფილების მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ კანადაში პოლიტიკური რეკლამა გავრცელდა, რომელშიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის საარქივო კადრები იყო გამოყენებული. რეკლამაში რეიგანი ტარიფების პოლიტიკას აკრიტიკებს. „რონალდ რეიგანის ფონდმა ახლახან განაცხადა, რომ კანადამ თაღლითურად გამოიყენა გაყალბებული რეკლამა, […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Editor Dali
0
24 ოქტომბერს, ქუთაისში მზიანი ამინდია ნავარაუდევი, დღისით +25 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მცირე წვიმას ელოდებიან ოზურგეთში, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში უნალექო დღე იქნება, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზე არის მოსალოდნელი ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა […]

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ცოტაოდენი რომანტიკა შეიტანოთ. ვენერას ზემოქმედებით შეიძლება მიგიზიდოთ ადამიანმა, რომელიც განსაკუთრებულად მოგეჩვენებათ. ეს ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, მგზავრობისთვის ან სტუმრების მიღებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელმა ინფორმაციამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი სითბო და გულწრფელობა გამოიჩინოთ. საკუთარი თავისგან მეტისმეტად ბევრს ითხოვთ. ეცადეთ, საღამო მშვიდად […]

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

Editor Dali
0
პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ათონელის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულებმა – ი.წ.-მ, გ.დ.-მ, მ.ო.-მ, თ.კ.-მ, ი.პ.-მ, ა.ც.-მ, ვ.გ.-მ წიწაკის სპრეის შესხმისა […]