ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

Editor Dali
0
თიბისის პლატფორმული სისტემების ლიგის ლიდერი – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის გამარჯვებულია. მან ეს პრესტიჟული ჯილდო კატეგორიაში – ქალი ლიდერები IT სფეროში მიიღო. ეს ჯილდო ენიჭებათ ქალ ლიდერებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი შეაქვთ IT სფეროს განვითარებაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმ პროფესიონალებს, რომელთა ძლიერი ლიდერული თვისებები ეხმარება სფეროსა და ორგანიზაციის ტრანსფორმაციას.  The Info-Tech Awards აღნიშნავს იმ ლიდერების […]

“შეუძლია თუ არა დანაწევრებულ ევროპას წარმატებული იყოს? ის, რამაც ევროპის ქვეყნები განვითარებული და აყვავებული გახადა, დღეს შეიძლება დაბრკოლებად იქცეს”-Financial Times

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (FT – Financial Times) 12 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შეუძლია თუ არა დანაწევრებულ ევროპას წარმატებული იყოს? ის, რამაც ევროპის ქვეყნები განვითარებული და აყვავებული გახადა, დღეს შეიძლება დაბრკოლებად იქცეს“ (ავტორი – მარტინ ვოლფი, FT-ის მთავარი ეკონომიკური მიმომხილველი). პუბლიკაციაში განხილულია გაერთიანებული ევროპის მოდელის – ევროკავშირის პერსპექტივა. „განვითარებას სტაგნაცია ცვლის, პროგრესს – რეგრესი. […]

გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში, მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს -მიხეილ სააკაშვილი

Editor Dali
0
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაფრთხილების გარეშე მოხდა მისი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა. წერილში, რომელიც მედიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააცნო, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ციხეში დაბრუნებით, უნდათ „მისი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება“, ასევე, ეს „უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ირიცხება ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ“. „ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით: „აბა, დღეს ვის […]

უკრაინაში ოქროს ქოთანი აფეთქდა, ზელენსკისთან დაკავშირებული საომარი მაფიის ქსელი გამოაშკარავდა-ვიქტორ ორბანი

Editor Dali
0
უკრაინის კორუფციულ სკანდალს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა და მომხდარს „ოქროს ქვაბის აფეთქება” უწოდა. მისი თქმით, გამოაშკარავდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებული უკრაინული საომარი მაფიის ქსელი. „უკრაინაში ოქროს ქოთანი აფეთქდა. პრეზიდენტ ზელენსკისთან დაკავშირებული უკრაინული საომარი მაფიის ქსელი გამოაშკარავდა. ენერგეტიკის მინისტრი უკვე გადადგა და პირველი კლასის ბრალდებულმა უკრაინა დატოვა. ეს არის ის არეულობა, რომელშიც ბრიუსელი ევროპელი გადასახადის გადამხდელების […]

13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს

მაია
0
13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.  ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება. წმ. ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს. ხვარაზმელი ჯალალ ად-დინის ურდოები 1226 წელს თბილისს ახალ […]

13 ნოემბერის ამინდის პროგნოზი

 13 ნოემბერს, ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ოზურგეთშიც, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა […]

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი არ განიხილოთ პირადი ცხოვრების დეტალები მეგობრებთან და ნაცნობებთან. ნუ მისცემთ ჭორიკანებს უფლებას, რომ თქვენს ცხოვრებაში შეიჭრნენ. საქმეებს ხვალისთვის ნუ გადადებთ — როგორც კი პრობლემას შენიშნავთ, მაშინვე დაიწყეთ მისი მოგვარება. ასე ყოველდღიური საზრუნავი არ დაგიგროვდებათ. თუ შესაძლებელია, მოერიდეთ კამათს კოლეგებთან და უბრალოდ, სამუშაო ვალდებულებები შეასრულეთ. ეს დღე სხვადასხვა სახის კომერციული ოპერაციებისა და შეთანხმებების გაფორმებისთვის ხელსაყრელია. […]

“სად არის სერგეი ლავროვი? ვრცელდება ხმები რუსეთის მთავარი დიპლომატის ბედთან დაკავშირებით: ლავროვს და პუტინს კონფლიქტი მოუვიდათ?”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბოლო დღეებში დასავლურ პრესაში გამოქვეყნდა სტატიები, რომლებშიც, ერთი მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თანამდებობიდან გათავისუფლებასა თუ გადადგომაზეა ლაპარაკი, მეორე მხრივ კი – დროებით დასვენებაზე გადაღლილობის გამო. ასევე გავრცელდა ხმები, რომ ქვეყნის მთავარი დიპლომატი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დასაჯა“ და „ჩუმად თავიდან მოიშორა“ – როგორც ამბობენ, „ბუდაპეშტის სამიტის ჩაშლის გამო“: სერგეი ლავროვი თავის ამერიკელ კოლეგას […]

“ვიზიტი თეთრ სახლში გვერდითი კარიდან: დონალდ ტრამპი სირიის ლიდერს აჰმედ აშ-შარაას შეხვდა”-BBC

Editor Dali
0
„ვიზიტი თეთრ სახლში გვერდითი კარიდან: დონალდ ტრამპი სირიის ლიდერს აჰმედ აშ-შარაას შეხვდა“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) მიერ მომზადებულ სტატიას, რომელშიც სირია-აშშ-ის ურთიერთდამოკიდებულებაა განხილული. მართლაცდა საინტერესოა, თუ რატომ იმყოფებოდა ვაშინგტონში სირიელი ლიდერი და რა მიზნით შეხვდა დონალდ ტრამპი აჰმედ აშ-შარაას, რომელიც თავის დროზე აშშ-მა „საშიშ ტერორისტად“ შერაცხა და მილიონობით დოლარის ჯილდოც […]

ჩვენი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია და გამოძიება დაწყებულია, საქართველოს ხელისუფლება პროცესში მაქსიმალურ დახმარებას და თანამშრომლობას უზრუნველყოფს -რეჯეფ თაიფ ერდოღანი

Editor Dali
0
საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია, საქართველოს ხელისუფლება პროცესში მაქსიმალურ დახმარებას და თანამშრომლობას უზრუნველყოფს, ჩვენი აზერბაიჯანელი ძმებიც ასევე უზრუნველყოფენ ყველა საჭირო მხარდაჭერასა და წვლილს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს. „გუშინ ღამით უზრუნველვყავით ჩვენი 46-კაციანი საგამოძიებო ჯგუფის ჩასვლა შემთხვევის ადგილზე. ჩვენი თვითმფრინავის შავი […]

ხვალ, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

Editor Dali
0
13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი დაგეგმილი ღონისძიების გამო, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე მეტეხის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა შეეხება ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთს.: გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის მარჯვნივ მოხვევა აიკრძალება. ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდისკენ გადაადგილება დროებით შეიზღუდება; წრიული მოძრაობა ევროპის […]

გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

Editor Dali
0
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გვარაკიძემ განაცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს. „კერძოდ, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის […]