2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება-გივი მიქანაძე

Editor Dali
0
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება. გამოცდისთვის რეგისტრაცია 24 ნოემბერს დაიწყება და 1-ელ დეკემბერს დასრულდება”, – აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გივი მიქანაძის თქმით, მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ატარებს სახელმწიფო ენის გამოცდებს, რომელთა შედეგების მიხედვით გამოსაცდელს ეძლევა ენის ფლობის […]

სამართალდამცველებმა ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, დაკავებულია სამი პირი

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული ნ.ჭ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1983 წელს დაბადებული დ.ჰ. და 1985 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო […]

Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო

Editor Dali
0
21–30 ნოემბერს, PSP მომხმარებლებს შავი პარასკევის ყველაზე მასშტაბურ ფასდაკლებებს სთავაზობს. შოპინგის მოყვარულებისთვის  ეს საუკეთესო დროა განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლონ თავის მოვლის, კოსმეტიკისა და ბავშვთა პროდუქტებზე, საკვებ დანამატებსა  ჰიგიენის საშუალებების სრულ ასორტიმენტზე. შავი პარასკევის ფარგლებში, ყოველი დღე ახალ შეთავაზებას უდრის:  -40%, – 50%, 60%, 70% და 80%-იანი ფასდაკლებები, ასევე საჩუქრები და სხვა ისეთი შესაძლებლობები, რომელიც შოპინგს კიდევ […]

ირაკლი კობახიძე რომში საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო

Editor Dali
-1
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო, რომელიც ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შესრულდა ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნაწარმოებები. პატრიარქის „ავე მარია“ გუნდთან ერთად იანო ალიბეგაშვილმა […]

“დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით-აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება

Editor Dali
0
აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ჟენევაში აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ განსახილველად გამართული შეხვედრისა და დისკუსიების შედეგად განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო შეიმუშავეს. ამის შესახებ შეერთებული შტატებისა და უკრაინის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ავრცელებს. ერთობლივი განცხადების მიხედვით, „მოლაპარაკებები იყო კონსტრუქციული, ფოკუსირებული და პატივისცემით სავსე, რაც ხაზს უსვამდა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას“. ასევე […]

24 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

 24 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +26 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი.   ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი […]

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?     ვერძი პირად ურთიერთობებში დადებითი ცვლილებები გელით, თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საიდუმლო თქვენთვის შეინახოთ. სამწუხაროდ, თქვენი გარემოცვა არაკეთილმოსურნე და შურიანი ადამიანებით სავსეა, ამიტომ შესაძლოა, პირადი საზღვრებისა და მკაფიო წესების დაწესება დაგჭირდეთ. სამსახურში შესაძლოა, უცნაურ ადამიანებს შეხვდეთ. მათთან საერთო ენის პოვნა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის დიდი […]

23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

Editor Dali
0
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის  დღესასწაულს ზეიმობს.   დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება. ქართველთა უდიდეს წმინდანს, წმიდა გიორგის, ქართული ეკლესია წელიწადში ორჯერ მიაგებს პატივს. 23 ნოემბერს (ძვ. სტილით 10 ნოემბერს) მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს (ძვ.სტილით 23 აპრილს) წმინდანის აღსრულების დღეს.  წმიდა გიორგის თავის კვეთას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო […]

23 ნოემბერის ამინდის პროგნოზი

თბილისში დღეს უნალექოდ ჩაივლის . ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +20 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან […]

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი პლანეტების განლაგება კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. მოვლენების არახელსაყრელი განვითარების გამო თავდაჯერების გრძნობას თანდათან დაკარგავთ. ენერგიულობა და გამოცდილება საშუალებას მოგცემთ, ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. იღბალი დიზაინერებს და არქიტექტორებს სწყალობს. კურო ამ დღეს მოსალოდნელია სიცოცხლისუნარიანობისა და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება. ბევრი კურო ზედმეტად ემოციური იქნება. ვარსკვლავები გახსენებენ, რომ ახლო ნათესავები მოინახულოთ. […]

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

Editor Dali
0
პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების სტანდარტის შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა შეუძლებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, მას სერვისი მიეწოდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ იფორმაციაში. უწყების ცნობით, თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური […]

გიორგობის დღესასწაულზე, სამების ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს -“საზოგადოება ივერიისა”

Editor Dali
0
გიორგობის დღესასწაულზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ სიწმინდეს – წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს (წმინდა გიორგის მუხლს), რომლისთვისაც „საზოგადოება ივერიისას” ინიციატივით სპეციალურად დამზადდა ხატი და ლუსკუმა, – ამის შესახებ ნათქვამია ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. “23 ნოემბერს საქართველო აღნიშნავს გიორგობას. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ქართველებისთვის. ამ […]