“დეზინფორმაცია მედიის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება”-კახა მასხარაშვილი

Editor Dali
0
დეზინფორმაცია მედიაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად რჩება, ხოლო ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ამის შესახებ  Report -ს ბაქოში, აზერბაიჯანულ-ქართული მედია ფორუმის ფარგლებში, “ჯორჯიან თაიმსის” დირექტორმა კახა მასხარაშვილმა განუცხადა. “დეზინფორმაციის თემა უკიდურესად მგრძნობიარეა. პერსონალურად მე ხელოვნურ ინტელექტს დიდად არ ვენდობი – რა თქმა უნდა, აქვს დადებითი მხარეებიც, თუმცა რისკებიც სერიოზულია,”-განაცხადა მასხარაშვილმა. მისივე თქმით, “ჯორჯიან […]

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

Editor Dali
0
თიბისიმ ახალი წლისთვის მზადება უკვე დაიწყო და  მომხმარებლებს  საახალწლო შეთავაზებების კალენდარი მოუმზადა.  6 დეკემბრიდან, ყოველ შაბათ-კვირას, გახსენით საახალწლო შეთავაზებების კალენდარი და თქვენზე მორგებულ სხვადასხვა კატეგორიაში, ისარგებლეთ ჯადოსნური შეთავაზებებით. კალენდრის მიხედვით, პირველ შაბათ-კვირას,  6-7 დეკემბერს, მომხმარებლებს შეთავაზებები ძირითადად აქსესუარების  მაღაზიებში დახვდებათ, სადაც ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით  გადახდისას, 30% ქეშბექს […]

ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავეს

Editor Dali
0
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი სახოკიას განცხადებით, ბოლო 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამის შესახებ გიორგი სახოკიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სახოკიამ ბრიფინგზე აღნიშნა, დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია და […]

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
-1
ვერძი თუ დაოჯახებული არ ხართ, შეიძლება წვეულებაზე გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი ცხოვრების თანამგზავრი გახდება. შეწყვიტეთ ახლობლების კეთილდღეობაზე გადამეტებული მზრუნველობა, ეს მათთვის სასარგებლო არ იქნება. შესაძლოა, ვარსკვლავები გირჩევენ, სამსახურში დაწყებული საქმე სამომავლოდ არ გადადოთ და ბოლომდე მიიყვანოთ. გირჩევთ შოპინგზე მეგობარი გაიყოლოთ, რომელიც თქვენს დროულად შეჩერებას შეძლებს და ზედმეტ ხარჯებს თავიდან აგაცილებთ. კურო ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება წარმატებულ […]

2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო-გივი მიქანაძე

Editor Dali
0
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს მინისტრ გივი მიქანაძის კომენტარს, რომელიც უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტთა დაფინანსებას ეხება. როგორც მიქანაძე აცხადებს, 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო. „ჩვენ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტში უკვე ჩარიცხულ ყველა სტუდენტს, უზრუნველვყოფთ დაფინანსების იმავე მექანიზმით, რომელიც აქამდე იყო მათთვის შეთავაზებული. 2026 […]

თიბისის მხარდაჭერით, ლისის ტბაზე პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი – The Lake – აშენდება

Editor Dali
0
თიბისიმ და დეველოპერულმა კომპანიამ Placemakers თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ლისის ტბასთან ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. პროექტის – The Lake – პირველ ფაზაში 47 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც 30 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა.   საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფცია თანამედროვეობისა და ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრების გაერთიანებას გულისხმობს. პროექტი ერთ სივრცეში კერძო სახლებსა და Lake house-ს მრავალფუნქციურ შენობას […]

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

Editor Dali
0
როცა საკუთარი თავის და მიზნის გჯერა, არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა – თიბისის ახალი ბრენდ პლატფორმით – მთავარია გჯეროდეს, ვგულშემატკივრობთ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ თავიანთი მიზნის დაიჯერონ და მომდევნო ნაბიჯები რწმენის რეალობად ქცევას მიუძღვნან. განახლებული საკომუნიკაციო პლატფორმით, თიბისი ილია თოფურიას თანამგზავრი გახდა და ამ კოლაბორაციის დახმარებით, საზოგადოებაში მოტივაციის ამაღლება და იმ რწმენის გაძლიერება სურს, […]

“კრემლთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა: ტრამპს შეუძლია უარი თქვას უკრაინასთან და რუსეთთან შუამავლობაზე?”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
“კრემლთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა: ტრამპს შეუძლია უარი თქვას უკრაინასთან და რუსეთთან შუამავლობაზე?“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანულ გაზეთ “დეილი ტელეგრაფში” (The Daily Telegraph) სტატია (ავტორი – ჯო ბარნსი), რომელშიც დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებული საკითხებია განხილული. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: დონალდ ტრამპი თავისი დაპირებებით, შეიძლება ხატოვნად ითქვას, „უროსა და გრდემლს“ შორის აღმოჩნდა. ურო – […]

დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა

Editor Dali
0
ინოვაციებზე ორიენტირებული მიდგომები, მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა და მათი ცხოვრების გამარტივება – ეს, თიბისის, როგორც რეგიონის ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ, ამ მიზნით განხორციელებულ ინიციატივებს შორისაა წლის შემაჯამებელი დემო დღე, რომელიც თავისი შინაარსითა და მიზნობრიობით, მართლაც გამორჩეული ღონისძიებაა. ამ დღეს, თიბისის ეჯაილ გუნდები იკრიბებიან; კოლეგებსა და დაინტერესებულ მხარეებს საინტერესო და ღირებულ ინკრემენტებს უზიარებენ. […]

სცადე, რას კარგავ? – თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა

Editor Dali
0
ინვესტიციების პლატფორმაზე ახალი კამპანია დაიწყო – ახლა პირველი ნაბიჯის გადადგმა კიდევ უფრო მარტივი და ურისკოა – კამპანიის ფარგლებში შენი ინვესტიცია სრულად დაცულია. ინვესტირების დაწყება ხშირად უამრავ კითხვას აჩენს – „საიდან დავიწყო?“, „საკმარისი ცოდნა მაქვს?“, “თანხა რომ დავკარგო?“ – ეს კამპანია სწორედ ამ შიშების დაძლევასა და ახალი გამოცდილების მიღებაში დაგეხმარება. პრინციპი მარტივია – თუ აქცია ჯერ […]

პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ

Editor Dali
0
თიბისის ფინანსური განათლების ფარგლებში, გურჯაანსა და თელავში, ბავშვებისთვის, ფინანსური განათლების შესახებ ინტერაქციული სპექტაკლები ჩატარდა.  მოზარდებისთვის ფინანსურ თემაზე შექმნილი თეატრალური წარმოდგენა „თამაშობანასთან“ ერთად შეიქმნა და მიზნად ისახავს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ცოდნის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დაზოგვა, მეწარმეობა, ფინანსური მიზნები და ფინანსური უსაფრთხოება „წინ და წინ: ფინანსობანა” პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლის III-VI კლასების მოსწავლეებისათვის და  […]

“რას ამტკიცებს BBC-ს სტატია? -არჩილ მარშანია

Editor Dali
0
ვერაფერს ეს სტატია ვერ ამტკიცებს, იქ არსებული ყველაზე სკანდალური “მტკიცებულება” არის ის, რომ BBC-ს ყავს ვიღაც ინფორმატორები (“Several high-level whistleblowers”) რომლებიც თითქოს დაეხმარნენ ინფორმაციის მოძიებში და ნახეს ნივთიერებების ჩამონათვალი”, – წერს ექიმი არჩილ მარშანია, რომელიც ვრცლად მიმოიხილავს BBC-ის მიერ მომზადებულ მასალას, სადაც საუბარია გასულ წელს, აქციის მონაწილეების დაშლისას აკრძალული ნივთიერების შესაძლო გამოყენებაზე. მარშანიას თქმით, BBC-ის ინფორმაცია ზოგადია და […]