2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა იქნება

Editor Dali
0
დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი არის განვითარებაზე, სოციალურ დაცვასა და ურბანულ მდგრადობაზე ორიენტირებული დოკუმენტი, რომელიც პასუხობს როგორც ქალაქის დღევანდელ საჭიროებებს, ისე ქმნის საფუძველს მისი გრძელვადიანი განვითარებისათვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისივე თქმით, დოკუმენტი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.  „მზად არის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი […]

დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა აეკრძალათ. „როიტერის” ინფორმაციით, ქვეყანაში შესვლა სრულად აეკრძალათ ბურკინა-ფასოს, მალის, ნიგერის, სამხრეთ სუდანის, სირიის, ლაოსისა და სიერა ლეონეს მოქალაქეებს. ამასთან, აკრძალვა შეეხება პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელ პირებს. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც „აფართოებს და აძლიერებს […]

იყო ინტერესი, უკრაინასა და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით, უალტერნატივო ბრძოლაში შევედით და წარმატებით ვართმევთ თავს-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
იყო მარტივი ინტერესი, უკრაინასა და საქართველოს ერთად უნდა ებრძოლათ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ამაში არ გავყევით, უალტერნატივო ბრძოლაში შევედით და ჯერჯერობით წარმატებით ვართმევთ ამ ყველაფერს თავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში” განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და აქედან იწყება კოორდინაცია, იწყება ჯერ სანქციების […]

მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს ბარბარობას აღნიშნავს

Editor Dali
0
მართლმადიდებელი ეკლესია  17 დეკემბერს  ბარბარობას აღნიშნავს.  სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება. წმინდა დიდმოწამე ბარბარე ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით,  წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც […]

17 დეკემბერის ამინდის პროგნოზი

17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 16 […]

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეს დღე ცვლილებების სურვილს გაამძაფრებს, რაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. აჩქარებამ და იმპულსურობამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ – ახლა ეს ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. გახსოვდეთ, საქმეში რამდენ ენერგიასაც ჩადებთ, იმდენი თანხა დაგიბრუნდებათ. სასურველია, რომ სამომავლო გეგმები ოჯახთან და ახლო მეგობრებთან ერთად განიხილოთ. კურო ამ დღეს შეიძლება ეჭვიანობამ და უნდობლობამ შეგიპყროთ. თქვენი […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 ნოემბერს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6978 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1726 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1681 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

თურქმენეთში ვიზიტისას მომათავსეს თურქმენბაშის რეზიდენციაში, თავისი ოქროს ტუალეტით, რადგან მათ თვალში ვიყავი აშშ-ის პრეზიდენტის მეგობარი, ევროპული ორიენტაციის სიმბოლო -მიხეილ სააკაშვილი

Editor Dali
0
თურქმენეთში ყველაზე უკეთესად მე დამხვდნენ, მომათავსეს თურქმენბაშის რეზიდენციაში, თავისი ოქროს ტუალეტით, დამატარებდნენ თურქმენბაშის მანქანით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, თურქმენეთის თვალში იგი აღიქმებოდა, როგორც ევროპული ორიენტაციის სიმბოლო. „აშხაბადის კოშმარზე გამახსენდა ჩემი 2008 წლის შემდეგი ვიზიტი თურქმენეთში, დღევანდელი მმართველი კლანის უფროსის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე, თურქმენბაშის გარდაცვალების შედეგ. იყო […]

რუსეთს სურს მშვიდობა და არა ზავი, ჩვენ გვინდა ამ ომის შეჩერება, ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფა -დიმიტრი პესკოვი

Editor Dali
0
რუსეთს სურს მშვიდობა და არა ზავი, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივას. „ჩვენ გვსურს მშვიდობა, ჩვენ არ გვსურს ზავი, რომ მივცეთ უკრაინას შესვენებისა და ომის გასაგრძელებლად მომზადების საშუალება. ჩვენ გვინდა ამ ომის შეჩერება, ჩვენი მიზნების მიღწევა, ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფა და ევროპაში სამომავლოდ მშვიდობის უზრუნველყოფა. აი, ეს გვინდა”, – განაცხადა პესკოვმა. […]

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინამ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როცა მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა

Editor Dali
0
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა თუ რამდენად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, უკრაინის ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი კომპანიის დასანქცირებისა და სანქციის ფარგლებში, ამ კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია იმით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზოგადად სანქციის ინსტიტუტზეც და სანქციების საფუძველზე ადამიანის უფლებების შეზღუდვის სტანდარტზეც იმსჯელა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის განხილვა პირველ […]

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

Editor Dali
0
თიბისი ლიზინგმა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 45 მილიონი დოლარის მოცულობის 3-წლიანი, ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქციის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია. ობლიგაციების შეთავაზების პერიოდში კუპონის განაკვეთის დიაპაზონი 7.0%-7.50%-ს შეადგენდა, თუმცა მაღალი ინტერესის შედეგად, საბოლოო განაკვეთი 7.25%-ით განისაზღვრა. ინვესტორების გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე გაიზარდა განთავსების მოცულობაც და თავდაპირველად განსაზღვრული 30 მილიონი დოლარის ნაცვლად […]

“მრავალეროვნული სამხედრო ძალები – უკრაინის დასაცავად” -BBC

Editor Dali
0
„ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც ბერლინში შეიკრიბნენ უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენლებთან შესახვედრად, მიიღეს მოწოდება მრავალეროვნული ძალების შესაქმნელად, რომლებიც ხელს შეუწყობენ უკრაინის დაცვას“, – ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: “მრავალეროვნული სამხედრო ძალები – უკრაინის დასაცავად” (ავტორი – ელისაბედ ფოხტი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: განცხადებაში, რომელიც გერმანიის დედაქალაქში გამართული მოლაპარაკების შედეგების […]