2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ამ დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ საყვარელი ადამიანი გაღმერთებთ. ეცადეთ, თქვენც გაუზიაროთ სითბო ადამიანს, რომელიც თქვენთვის ძვირფასია. დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ახლობლებს სამომავლო შენაძენებთან დაკავშირებით რჩევა ჰკითხოთ. ოჯახური თათბირი დიდხანს არ გასტანს. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება და დიდ სარგებელს მოგიტანთ. მარტოხელა ვერძებს ახალი, საინტერესო შეხვედრები ელით. იღბალი თქვენს მხარესაა – კარგი […]

ვის და რამდენი ლარით გაეზრდება პენსია იანვრიდან?

Editor Dali
0
2026 წლის 1-ელი იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზარდა. ცვლილება გათვალისწინებული იყო 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც უკვე ამოქმედდა. კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით გაიზარდა და 495 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერები უკვე თითქმის 594 ლარს იღებენ. 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზარდა და 370 ლარით განისაზღვრა, ხოლო […]

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

Editor Dali
0
ახალი წლისთვის მზადება დეკემბრის ბოლოდან იწყება და 31 დეკემბერს კულმინაციას აღწევს. საახალწოდ მორთული სახლი, მრავალსართულიანი სუფრა, სტუმრების სია, ხმაური და ემოცია, 12სთ-ზე გახსნილი შამპანური და ანთებული შუშხუნები, ბოლო ძალას გვაცლის და გვაძინებს სწორედ მაშინ, როცა რეალურად ახალი წელი იწყება – 1 იანვარს. სწორედ დეკემბერში, ყველა ბრენდი საახალწლო კამპანიებით და შეთავაზებებით გვაწონებს თავს, PSP უჩვეულოდ დუმდა, […]

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონი ამოქმედდა

Editor Dali
0
დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის აღსრულება დაიწყო. კანონით გათვალისწინებული ნორმები ძალაში ეტაპობრივად შევა და საკანონმდებლო პაკეტის სრულად ამოქმედება 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდშია დაგეგმილი. მოქმედი გრაფიკის მიხედვით, 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მთავრობას უნდა წარუდგინოს ძაღლების მოშენების მორატორიუმის აქტი და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის დროებითი […]

ახალი წლის პირველი დღის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახალი წელი ენერგიულად იწყება. დღე ხელსაყრელია გადაწყვეტილებებისთვის და პირადი ინიციატივებისთვის. კურო ფინანსური თემები აქტიურდება. მოსალოდნელია სტაბილური დასაწყისი და პრაქტიკული ნაბიჯები. ტყუპები კომუნიკაცია და ახალი კონტაქტები დღის მთავარი თემაა. კარგი დროა გეგმების გაზიარებისთვის. კირჩხიბი ემოციური ფონი გაძლიერებულია. ოჯახური გარემო და შინაგანი სიმშვიდე პრიორიტეტი ხდება. ლომი ყურადღების ცენტრში ექცევით. დღე ხელსაყრელია თვითგამოხატვისა და ამბიციური მიზნების დასახვისთვის. […]

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ გწამდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ჩვენი და ჩვენი შვილების, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს ერთად ვაშენებთ!-ბიძინა ივანიშვილი

Editor Dali
0
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მშვიდობის, ერთიანობისა და წარმატების წელი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ამავდროულად, გისურვებთ გწამდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ჩვენი და ჩვენი შვილების, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს ერთად ვაშენებთ! – წერს „ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, გასული წელი სავსე […]

“უკრაინა და რუსეთი ცდილობენ, რომ დონალდ ტრამპის გონებას დაეუფლონ”-Financial Times

Editor Dali
0
ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 30 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “უკრაინა და რუსეთი ცდილობენ, რომ დონალდ ტრამპის გონებას დაეუფლონ”(ავტორი – ბენ ჰოლი). „აშშ-სთან უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების ნამდვილი მიზანი: ომის თითოეული დაპირისპირებული მხარე ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ აშშ-მა მოწინააღმდეგე „დასაჯოს“, – ნათქვამია სტატიაში. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: სანამ უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები დონბასში იბრძვიან, მათი […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 1 იანვარს

Editor Dali
0
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის პირველი იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2,6963, ევრო – 3,1646, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3,6219 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2,6951, ევრო – 3,1737, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3,6446 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება.

“გისურვებთ, მეტი სიკეთე შემოსულიყოს თქვენს ოჯახებში – თქვენი სიძლიერე ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა”-თბილისის მერი მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

Editor Dali
0
თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს და კეთილდღეობას უსურვებს. როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, თუმცა წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. „დღეს 31 დეკემბერია. მიილია 2025 წელი, რომელიც სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩავლილმა წელმა დაგვიტოვა ბევრად უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული ქალაქი, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული […]

ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება, ასე იქცევა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, ადამიანებს აარიდოს ბულინგი და შეურაცხყოფა -კახა კალაძე

Editor Dali
0
ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება და მაყურებელი დღეს ღამით იხილავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, გალაკონცერტი ერთი მხრივ, საჩუქარია მოსახლეობისთვის, მეორე მხრივ კი, ქართველი მუსიკოსების ხელშეწყობას წარმოადგენს. „საახალწლო გალაკონცერტი წელს სატელევიზიო ფორმატის იქნება და მაყურებელი მას დღეს ღამით იხილავს. გალაკონცერტი ერთი მხრივ, არის საჩუქარი მოსახლეობისთვის, […]

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს გადაიხდის

Editor Dali
0
„გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებულ გირაოს გადაიხდის. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ზურაბ ჯაფარიძე პოსტში განმარტავს, რატომ მიიღო გირაოს გადახდის გადაწყვეტილება. „წინასაახალწლო მილოცვების ტრადიცია არსებობს და მეც დამიწერია ასეთი ტექსტები, თუმცა ამჯერად მხოლოდ მილოცვის ტექსტი არ გამოვა, რაღაც სხვაც მაქვს სათქმელი. ერთი კვირაა, ჩემ გარშემო მთავარი […]

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! -საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

Editor Dali
0
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას დამდეგ შობასა და ახალ წელს ულოცავს. წარმომადგენლობა მოქალაქეებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. „გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დღეს, როცა იმედი და ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა თითოეულ თქვენგანს მოუტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლის რწმენა – მომავლის, რომლის შენებასაც ერთად გავაგრძელებთ. ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს […]