ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

Editor Dali
0
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა. მათ შორის, გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. […]

ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის-სერგეი ლავროვი

Editor Dali
0
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის. ამის შესახებ მან 2025 წელს რუსეთის დიპლომატიური საქმიანობის შეჯამებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლავროვმა განაცხადა, რომ „დღეს მსოფლიო ასპარეზზე გადახაზულია ყველა ის წესი, რომელიც წარსულში დასავლეთს აწყობდა და მსოფლიო წესრიგის საფუძველს წარმოადგენდა“. მისი თქმით, ამჟამად მოქმედებს პრინციპი – „ვინც ძლიერია, ის მართალია“, რაც განსაკუთრებით […]

არავის სჭირდება მაკრონი, მაინც ძალიან მალე დატოვებს თანამდებობას – დონალდ ტრამპი

Editor Dali
0
ემანუელ მაკრონი არავის სჭირდება, ის მაინც ძალიან მალე დატოვებს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა პასუხი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომ არ შეუერთდებოდა „მშვიდობის საბჭოს“, რაზეც შეერთებული შტატების ლიდერმა უპასუხა, რომ ამის შესახებ არ იცოდა. მისივე თქმით, საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოსა და ცქრიალა ღვინოზე 200-პროცენტიან ტარიფებს […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Editor Dali
0
20 იანვარს ქუთაისში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +5, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი. თოვლიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0. ბათუმში თოვას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +7, ღამით […]

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ასტროლოგები გირჩევენ, რომ საყვარელ ადამიანს უფრო მეტად ენდოთ. ზედმეტმა ეჭვიანობამ შესაძლოა, თქვენთვის ძვირფასი ადამიანი დააფრთხოს და წასვლა აიძულოს. განწყობა შესანიშნავია, ნერვიულობას კი გულახდილი საუბარი განკურნავს. ამ დღეს პროფესიული საქმიანობა ჩვეულებრივზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ საღამოს საათებში სრულფასოვანი დასვენება დაგჭირდებათ. ჰოროსკოპი ფინანსურად წარმატებულ დღეს გიწინასწარმეტყველებთ, რადგან მერკურის ენერგეტიკა საგრძნობლად მოიმატებს. გამორიცხული არ არის ახალი იდეები […]

20 იანვრის ამინდის პროგნოზი

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +7 – უმეტესად ღრუბლიანი სოხუმი +7 – წვიმა ზუგდიდი +5 – წვიმა მესტია -3 – მოღრუბლული ფოთი +7 – წვიმა ბათუმი +5 – წვიმა ოზურგეთი +4 – წვიმა ქუთაისი +4 – წვიმა ამბროლაური +2 – თოვლი ახალციხე 0 – თოვლი ბორჯომი -2 – თოვლი ბაკურიანი -6 – თოვლი გორი +2 […]

ჯაფარიძის პარტია და “ნაცმოძრაობა” ოპოზიციად დიდი ხანია, არ მოიხსენიება, ესენი არიან ძალები, რომლებიც უცხოეთიდან დაკვეთებს ასრულებენ, ე.წ. გაერთიანებების თვითონაც აღარ სჯერათ -გურამ მაჭარაშვილი

Editor Dali
0
თანახმა ვარ, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის” და მისი ფილიალების გამაერთიანებელი იყოს. ჯაფარიძის პარტია და „ნაცმოძრაობა”, დიდი ხანია, ოპოზიციად არ მოიხსენიება. ესენი არიან ძალები, რომლებიც პირდაპირ ასრულებენ უცხოეთიდან დაკვეთებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციაში ე.წ. გაერთიანებების თავადაც აღარ სჯერათ. „თვითონ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ნდობა არ არის. სადაც ნდობა […]

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აგრესორზე ზეწოლა და ამ ომის რეალურ მიზეზზე – მიზეზი მოსკოვია-ვოლოდიმირ ზელენსკი

Editor Dali
0
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს თუ ომის დასრულება სურს, ის დიპლომატიაზე გაამახვილებს ყურადღებას და არა უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისთვის ზიანის მიყენების მცდელობაზე. “რუსებს ნამდვილად თუ სურთ ომის დასრულება, ისინი ყურადღებას დიპლომატიაზე გაამახვილებდნენ და არა სარაკეტო თავდასხმებზე, ელექტროენერგიის გათიშვაზე და ჩვენი ატომური ელექტროსადგურებისთვის ზიანის მიყენების მცდელობებზე. ჩვენ გვაქვს მონაცემები იმ ობიექტების შესახებ, რომლებზეც რუსეთმა დაზვერვა […]

ევროკავშირის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე​ ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ ადამიანს -ლევან მახაშვილი

Editor Dali
0
ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, გამოცდილ და ბევრად პროფესიონალ ადამიანს ამ მნიშვნელოვან საკვანძო თანამდებობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა. მახაშვილის თქმით, დღეს ევროკავშირი ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში იმყოფება და ძალიან მძიმე საერთაშორისო მოვლენებს გადის. „ამ ეპიცენტრში იმყოფება ევროკავშირი და ოდესმე თუ სჭირდებოდა პროფესიონალი, კომპეტენტური, გამოცდილი […]

უკრაინა გაიწირა და ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მათი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება, თუ რუსეთთან დაალაგებენ ურთიერთობას და პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი-სოზარ სუბარი

Editor Dali
0
დიდი ხანია, ევროპელი ლიდერებისგან აღარ გაგვიგია განცხადებები, რომ რუსეთი მარცხდება და უკრაინა იმარჯვებს; ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მისი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა. სოზარ სუბარის თქმით, გაუგებარია, რაზე უნდა ესაუბრონ ევროპული ქვეყნების ლიდერები ვლადიმერ პუტინს, რომელიც მათ მიერვე დაფუძნებულმა ჰააგის სისხლის […]

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

Editor Dali
0
მართლმადიდებელი  ეკლესია  19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს   აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება.  ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ენიჭება და იგი […]

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი თითქოს პარტნიორის მოთმინებას გამოცდას უწყობთ, ნებისმიერ წვრილმან მიზეზზე ეკამათებით. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და დაუთმოთ – ასე ურთიერთობა ისევ დალაგდება. ახლა მთელი ყურადღება ოჯახურ ან საყოფაცხოვრებო პრობლემებზე გაქვთ გადატანილი, მაგრამ მალე შესაძლებლობა გექნებათ, ბევრი საქმე მოაგვაროთ. ხელსაყრელი დღეა ბიუჯეტის დაგეგმვისა და შემოსავლის ახალი წყაროების ძიებისთვის. გირჩევთ, ძვირად ღირებული შენაძენი სამომავლოდ გადადოთ. პლანეტები გირჩევენ, ცივი სასმელებისა […]