აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის, განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც ურთიერთობების განმტკიცებისადმი მთავრობის სერიოზულ დამოკიდებულებას დაადასტურებს -სახელმწიფო დეპარტამენტი

Editor Dali
0
აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში „ნეტგაზეთს” განუცხადეს. „ნეტგაზეთის” ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ-ში განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად. „ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს […]

ევროსაბჭოს ყოფილ გენერალურ მდივანსა და ნორვეგიის ყოფილ პრემიერს, ტორბიორნ იაგლანდს კორუფციის ბრალდება წაუყენეს

Editor Dali
0
ევროსაბჭოს ყოფილ გენერალურ მდივანსა და ნორვეგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ტორბიორნ იაგლანდს ჯეფრი ეპშტეინთან სავარაუდო კავშირების გამო ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ „ბიბისი” ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება. ტორბიორნ იაგლანდს „უხეშ კორუფციაში” ადანაშაულებენ. იაგლანდს ბრალი მას შემდეგ წარუდგინეს, რაც, ნორვეგიის მოთხოვნით, ევროსაბჭომ ჯეფრი ეფშტეინთან კავშირების გამოსაძიებლად მას იმუნიტეტი მოუხსნა. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, იაგლანდი თავს უდანაშაულოდ ცნობს და გამოძიებასთან […]

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

Editor Dali
0
თიბისიმ და დეველოპერულმა კომპანიამ “ბანი 2007” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ბორჯომში Hilton Garden Inn აშენდება. 112-ნომრიანი სასტუმრო ბორჯომის პარკის მიმდებარედ განთავსდება და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას გააერთიანებს, მათ შორის: საკონფერენციო დარბაზებს, გარე აუზს და რამდენიმე რესტორანს. ობიექტი სტუმრებს 2027 წლიდან მიიღებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონს აღემატება, საიდანაც თიბისის დაფინანსება 12 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია სააგენტოს […]

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

Editor Dali
0
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მათ მუდმივად ანებივრებს მრავალფეროვანი შეთავაზებებით, განსაკუთრებით კი, მნიშვნელოვან თარიღებში. თიბისიმ მომხმარებლებზე 14 თებერვლისთვისაც იზრუნა და სხვადასხვა კატეგორიებში, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული მომენტალური ქეშბექ შეთავაზებები მოუმზადა, რაც ნიშნავს იმას, რომ გადახდილი თანხის ნაწილს, ერთგულ ყულაბაში ტრანზაქციის დასრულებისთანავე დაიბრუნებენ.   30%-იანი ქეშბექი შერჩეულ აქსესუარების მაღაზიებში 14 თებერვალს ახალი თიბისი ბარათით და […]

რა აერთიანებს პლასტიკურ ბოთლებს ძველ ავტომობილებთან, უნივერსიტეტებთან, სუპერმარკეტებთან-კახა გოგოლაშვილი

Editor Dali
0
“ასეთი სახის გადაწყვეტილებები, რასაც დღეს მხოლოდ საქართველოში ვხედავთ იშვიათად მიიღება “ჰაერიდან”. ჩვეულებრივ, მათ უკან დგას კონკრეტული ინტერესები და ლობირება.  როცა გადაწყვეტილების ლოგიკა ეკონომიკურ რეალობას ეწინააღმდეგება, კითხვები თავისით ჩნდება. როდესაც მსგავსი შეზღუდვები იქმნება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა –  ეს მართლა სისტემის ეფექტიანობისთვის კეთდება, თუ კონკრეტული ინტერესების დასაცავად? კითხვა რიტორიკულია, რადგან ავტორიტარულ სისტემაში ხშირად ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთშია […]

უცხოელი სტუდენტების წვლილი ჩვენს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, ისინი დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ ქვეყანას, შესაბამისად, დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან -პრემიერი

Editor Dali
0
უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „გარდა ამისა, მათ ხარჯზე, საქართველოში 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი, შესაბამისად, უცხოელი სტუდენტების პროგრამების გაუქმებით, საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს და დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვანი დანაკლისი შეექმნებოდა”, – […]

13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა

Editor Dali
0
13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს UNESCO-მ დააფუძნა. რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის ინიციატივით 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა. 1946 წლის 13 თებერვალს გაეროს რადიო ეთერში პირველად გავიდა, სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა. UNESCO-ს განმარტებით, ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის […]

პირველი მარტიდან უცხოელების შრომითი საქმიანობა კანონით იზღუდება, კონსტიტუციაში შეტანილია შესწორებით, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აიკრძალა -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
-1
საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა პირველი მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც პრემიერი აღნიშნავს, მთავრობა ამ კანონის ეფექტიან აღსრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. „2017 წელს, სწორედ, ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება […]

ჩვენი მიზანია, ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, სხვათა შორის, დღეს იგივე გაიმეორა ოთხმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ოღონდ თავის თავზე თქვეს -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა. „მას შემდეგ, რაც ევროკომისარ მარტა კოსისგან მოვისმინეთ, რომ ისინი ეძებენ გზებს, როგორ აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას, ქართველ ხალხს და ისე მიაწოდონ ფული მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს. მოვისმინეთ ახლა […]

ბელგიის პოლიციამ ევროკომისიის ოფისებსა და ბელგიის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიაში შესაძლო თაღლითობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა

Editor Dali
0
ბელგიის პოლიციამ ევროკომისიის ოფისებსა და ბელგიის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიაში შესაძლო თაღლითობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი” ავრცელებს. მედიის ცნობით, გამოძიება უძრავი ქონების გაყიდვაში შესაძლო დარღვევების შესახებ მიმდინარეობს. კერძოდ, გამოძიება ეხება 2024 წელს, ევროკომისიის 23 შენობის ბელგიის სახელმწიფოსთვის მიყიდვას. ეს 23 შენობა SFPIM-მა 2024 წელს 900 მილიონ ევროდ შეიძინა. თავად ევროკომისიაში აცხადებენ, […]

13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი შესაძლოა, საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ და გავიწყდებათ, რომ ისინი უსაზღვრო არაა. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანების მიმართ. გარეშე პირები თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევას ეცდებიან, თუმცა სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ. დღეს შეიძლება მოგებიანი გარიგება დადოთ, რაც კარგი შემოსავლის წყაროდ იქცევა. საქმიანი თვალსაზრისით დატვირთული და საინტერესო დღეა, თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც ჩაიფიქრეთ — გარეგანი ფაქტორები […]

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

Editor Dali
0
ახალი თიბისი ბარათით, რომელიც 1 წლის წინ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა, უკვე 1 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს, რაც მას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად ყოველდღიურ საბანკო ბარათად აქცევს. მომხმარებლებისთვის ბარათის მთავარი უპირატესობები- მოქნილი ციფრული გამოცდილება, პროდუქტის მარტივი გამოყენებადობა და მომენტალური ქეშბექია, რაც ყოველდღიური ბანკინგის ახალ სტანდარტად იქცა.  „ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს […]