შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია მოლდოვის მოქალაქე

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული მოლდოვის მოქალაქე ი.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და […]

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე დამშვიდებისთვის გამოიყენოთ, რაც საკუთარ თავში რწმენის დასაბრუნებლად გჭირდებათ. ახლობლებს უხეშად ნუ მიმართავთ და ბავშვებს ნუ გაუბრაზდებით. თუ ავტომობილს მართავთ, უახლოეს დღეებში გზებზე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. სამსახურში სჯობს ძველი, ნაცადი, მეთოდებით იმოქმედოთ და სახიფათო ავანტიურებს მოერიდოთ. დაფიქრდით, იქნებ სამსახურში გაურკვეველი ცვლილებების მოლოდინს „საავადმყოფო ფურცლის“ აღება და სახლში დარჩენა სჯობს? ახალი სამსახურის […]

14 თებერვლის ამინდის პროგნოზი

სოხუმი +16° მოღრუბლული ზუგდიდი +17° წვიმა მესტია +7° წვიმა ფოთი +18° მოღრუბლული ბათუმი +19° მოღრუბლული ოზურგეთი +18° წვიმა ქუთაისი +18° წვიმა ახალციხე +12° წვიმა ბორჯომი  +11°  წვიმა ბაკურიანი + 7 წვიმა ცხინვალი  +13° მოღრუბლული გორი +15°  მოღრუბლული გუდაური + 2°  თოვლი თელავი +15° მოღრუბლული რუსთავი +17°  მოღრუბლული თბილისი +15 ° მოღრუბლული

“მგზავრობა უკრაინის ანტიდრონულ დერეფნებში”-New Stetesman

Editor Dali
0
ბრიტანულ ყოველკვირეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „ნიუ სთეითმენში“ (New Stetesman) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “მგზავრობა უკრაინის ანტიდრონულ დერეფნებში” (ავტორი – უილ ლოიდი). პუბლიკაციაში გადმოცემულია ჟურნალისტის უკრაინული შთაბეჭდილებები, რომელიც მას ფრონტისპირა ქალაქის ნახვის დროს შეექმნა. ავტორი ომის გამო შექმნილ პრობლემებზე და დასავლურ სკანდალებზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან: ჩვენ ხარკოვიდან იზიუმში მივემგზავრებით – ქალაქში, რომელიც დონბასის ისტორიულ ჭიშკარს წარმოადგენს. ქუჩაში […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 14 თებერვალს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6807 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6807 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6819 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1782 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1853 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

თამარ ტალიაშვილმა და კონგრესმენმა, აბრაჰამ ჰამადემ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

Editor Dali
0
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადესთან (R), რომელიც არიზონას შტატს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტალიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე ცნობით, შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისა და არსებული დინამიკის შესახებ ისაუბრეს. „კონგრესმენი ჰამადე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საკითხების კომიტეტების წევრია. კონგრესში არჩევამდე იგი არიზონას შტატში პროკურორის […]

მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის

Editor Dali
0
საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანია GM PHARMA-ში მორიგი საერთაშორისო აუდიტი წარმატებით დასრულდა, რაც კომპანიისთვის ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საწარმოს გერმანული საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია Heacon Service GmbH ეწვია, რომელმაც ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტების (EU GMP) შესაბამისობის შეფასება განახორციელა. Heacon Service GmbH-ის ფარმა-აუდიტის ჯგუფმა (https://www.heacon.de/leistungen/pharma-audit) მიერ ჩატარებულმა ინსპექტირებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული წარმოება […]

ფლორიდის სასამართლომ BBC-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა -დონალდ ტრამპის სარჩელის განხილვას 2027 წლის 15 თებერვალს დაიწყებს

Editor Dali
0
„ბიბისის” წინააღმდეგ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სარჩელის განხილვას ფლორიდის სასამართლო 2027 წლის 15 თებერვალს დაიწყებს. ამის შესახებ „გარდიანი” წერს. სასამართლო პროცესის თარიღი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ფლორიდის შტატის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა „ბიბისის” შუამდგომლობა, გადადებულიყო ტრამპთან დაკავშირებულ დოკუმენტურ ფილმზე შიდა მიმოწერა. ამასთან, როგორც „ბიბისიში” აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, 2026 წლის 17 მარტამდე სასამართლოს […]

“მადუროს დამხობის შემდეგ ჰავანის კომუნისტური რეჟიმის ბედი დონალდ ტრამპის წყალობაზეა დამოკიდებული”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
რა ელოდება კუბის მმართველ რეჟიმს? დაემხობა თუ არა ფიდელ კასტროს მიერ შექმნილი ხელისუფლება? გათავისუფლდება თუ არა კუბა – „თავისუფლების კუნძული“ –  კომუნისტებისგან? – ეს საკითხებია განხილული ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით “მადუროს დამხობის შემდეგ ჰავანის კომუნისტური რეჟიმის ბედი დონალდ ტრამპის წყალობაზეა დამოკიდებული” (ავტორი – კონ კოფლინი, მთავარი რედაქტორის მოადგილე, პოლიტიკური მიმომხილველი). გთავაზობთ […]

გერმანიის საგარეო უწყებას პრეზიდენტად მითითებული აქვს ზურაბიშვილი, მინისტრად კი – დარჩიაშვილი, სამინისტროში რომ დაიბარეს ელჩი, ნახა იქ დარჩიაშვილი? ეს სამარცხვინოა -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული საქართველოს პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე შეფასებით, ეს არის სამარცხვინო, მდაბიო ქცევა, რაც საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობას აზიანებს. „გერმანიის ელჩი ბოლო ინტერვიუში, ჩემი აღქმით, საკმაოდ ყალბად, თითქოს წუხილს გამოხატავდა, რომ საქართველოსა და გერმანიას […]

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა თურქეთში, ნატო-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველში“ მონაწილეობა მიიღეს

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფების 11-მა წევრმა, თურქეთის რესპუბლიკაში, ნატო-ს საზღვაო ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian) მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციია „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian 26-1) ტარდებოდა მიმდინარე წლის 21 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და […]

აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის, განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც ურთიერთობების განმტკიცებისადმი მთავრობის სერიოზულ დამოკიდებულებას დაადასტურებს -სახელმწიფო დეპარტამენტი

Editor Dali
0
აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში „ნეტგაზეთს” განუცხადეს. „ნეტგაზეთის” ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ-ში განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად. „ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს […]