1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ შეესაბამება სიმართლეს”- კელი დეგნანი
“ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ შეესაბამება სიმართლეს”- კელი დეგნანი

“ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ შეესაბამება სიმართლეს”- კელი დეგნანი

891
0

ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩს კომენტარი სთხოვეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელ განცხადებაზე, სადაც ჩხიკვაძე საუბრობს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის მასთან შეხვედრაზე.

„ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ წლების განმავლობაში ვეხმარებით საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში. ეს არის ცენტრალური საყრდენი იმ სამუშაოსი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ აქ, რათა დავეხმაროთ საქართველოს კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მრავალ პარტნიორთან, რომელიც გვყავს საქართველოს სასამართლოს სისტემაში ამ მიზნის მისაღწევად, რადგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.