1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს-მარკეტა გრეგოროვა
მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს-მარკეტა გრეგოროვა

მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს-მარკეტა გრეგოროვა

207
0

როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთი ქვეყანა, რომელიც თავდასხმას განიცდის, აკეთებს ყველაფერს, რათა დაუახლოვდეს

ევროპულ ღირებულებებს, ვგულისხმობ უკრაინას, ცხადია, უფრო მეტად მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს,- ამის შესახებ ევროდეპუტატმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება პერმანენტული მიღწევა არ არის და შესაძლოა იყოს ფინანსური შედეგები.

„ძვირფასო კოლეგებო, ერთი წლის წინ ბევრმა ჩვენგანმა აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის“ კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. თუმცა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია თავისი პირობა და კვლავ გააქვს კანონი. ამასთან ერთად, არსებობს ლგბტქ+ უფლებების შეზღუდვის გეგმა საქართველოში და მშვიდობიანი დემონსტრანტები აწყდებიან რეპრესიებს კიდევ ერთხელ. ყველაფერი ეს არღვევს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ნება მომეცით ერთი შედარება გავაკეთო, როდესაც ერთი ქვეყანა, ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომელიც თავდასხმასაც განიცდის, აკეთებს ყველაფერს, რათა დაუახლოვდეს ევროპულ ღირებულებებს, ვგულისხმობ უკრაინას, ცხადია, უფრო მეტად მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს. კანდიდატის სტატუსის მიღება პერმანენტული მიღწევა არ არის და შესაძლოა, იყოს ფინანსური შედეგები. გთხოვთ, არ წაართვათ თქვენს მოქალაქეებს ევროპული გზა“,- განაცხადა გრეგოროვამ.