1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. ,,ირანზე ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელისგან არაფერი დარჩება”- ირანის პრეზიდენტი
,,ირანზე ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელისგან არაფერი დარჩება”- ირანის პრეზიდენტი

,,ირანზე ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელისგან არაფერი დარჩება”- ირანის პრეზიდენტი

61
0

ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის განცხადებით, ირანზე ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში „ისრაელისგან არაფერი დარჩება“ და ეს ძალიან სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. 

„თუ ისრაელი კვლავ დაესხმება თავს ირანს, მისგან აღარაფერი დარჩება“, – აცხადებს იბრაჰიმ რაისი. 

რაისმა ისრაელი გააფრთხილა და ხაზგასმით აღნიშნა, „თუ ისრაელი კიდევ ერთ შეცდომას ჩაიდებს და ირანის წმინდა მიწების სუვერენიტეტს დაარღვევს, სიტუაცია სხვაგვარად იქნება“. 

შეგახსენებთ, 14 აპრილის ღამეს ირანმა უპილოტო თვითმფრინავებითა და რაკეტებით ისრაელს მასიურად შეუტია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს.

ირანი ისრაელზე თავდასხმას საპასუხო რეაქციას უწოდებს სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე.

1-ელ აპრილს, ირანმა ისრაელი სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის საკონსულოზე მომხდარ ავიაიერიშში დაადანაშაულო, რა დროსაც 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.