1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მთელი ქვეყანა თუ გაგიჟდა და სალომე ზურაბიშვილი მოუნდათ ლიდერად, დავფიქრდებით, სხვა შემთხვევაში მხოლოდ საარჩევნო და ევროპის საკითხებზე შეიძლება ლაპარაკი -პაატა მანჯგალაძე
მთელი ქვეყანა თუ გაგიჟდა და სალომე ზურაბიშვილი მოუნდათ ლიდერად, დავფიქრდებით, სხვა შემთხვევაში მხოლოდ საარჩევნო და ევროპის საკითხებზე შეიძლება ლაპარაკი -პაატა მანჯგალაძე

მთელი ქვეყანა თუ გაგიჟდა და სალომე ზურაბიშვილი მოუნდათ ლიდერად, დავფიქრდებით, სხვა შემთხვევაში მხოლოდ საარჩევნო და ევროპის საკითხებზე შეიძლება ლაპარაკი -პაატა მანჯგალაძე

561
0

მთელი ქვეყანა თუ გაგიჟდა და სალომე ზურაბიშვილი მოუნდათ ლიდერად, დავფიქრდებით, სხვა შემთხვევაში მხოლოდ საარჩევნო და ევროპის საკითხებზე შეიძლება ლაპარაკი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კითხვაზე, თუ ექნებათ საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან, მანჯგალაძე პასუხობს:

„ევროკავშირის რეკომენდაციებზე – კი ბატონო; არჩევნების გაყალბებაზე – კი ბატონო; თუ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აპირებს – კი ბატონო.

თუ მთელი ქვეყანა გაგიჟდა და სალომე ზურაბიშვილი მოუნდათ ლიდერად, დავფიქრდებით, სხვა შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ მხოლოდ საარჩევნო და ევროპის საკითხებზე შეიძლება ლაპარაკი“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.