1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  მოქალაქეთა ევაკუაციაზე საქმის კურსში ჩავაყენე გაერთიანებული შტაბი, გენშტაბის გარეშე სახლებზე დამეწყო კაკუნი? -მამუკა ყურაშვილი
 მოქალაქეთა ევაკუაციაზე საქმის კურსში ჩავაყენე გაერთიანებული შტაბი, გენშტაბის გარეშე სახლებზე დამეწყო კაკუნი? -მამუკა ყურაშვილი

 მოქალაქეთა ევაკუაციაზე საქმის კურსში ჩავაყენე გაერთიანებული შტაბი, გენშტაბის გარეშე სახლებზე დამეწყო კაკუნი? -მამუკა ყურაშვილი

158
0

მოქალაქეთა ევაკუაციასთან დაკავშირებით კონფლიქტის ზონიდან გაერთიანებული შტაბი ჩავაყენე საქმის კურსში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განგაში ამეტეხა უშიშროების საბჭოს, გენშტაბის გარეშე და სახლებზე დამეწყო კაკუნი? – ამის შესახებ 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფრომა, მამუკა ყურაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

მამუკა ყურაშვილმა უპასუხა კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის კითხვას: „როგორც კი თქვენ გაიგეთ ტელევიიზით ადგილზე, რომ პირველი აგვისტოდან მეორე მხარემ დაიწყო ევაკუაცია, თქვენ თვითონვე თქვით, რომ მივხვდი, მარტო ვარო. თუ მარტო იყავით, ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო მარტო იყო. თქვენს უფლებამოსილებებში შედიოდა თუ არა, რომ, სულ მცირე, განგაშის ზარი შემოგეკრათ, რომ მოსახლეობაში მსხვერპლი ყველაფრის ფასად თავიდან აგეცილებინათ? თუ იყო ეს თქვენი უფლებამოსილების ნაწილი, რა გააკეთეთ ამისთვის?“

ამასთან, როგორც მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, ცდილობდნენ კონფლიქტის აცილებას.

„ბოლო წამამდე ვცდილობდით, აგვეცილებინა კონფლიქტი. თუ იწყებ რაღაც ოპერაციას, მაშინ შენ აფრთხილებ, შენ გამოგყავს“, – აღნიშნა ყურაშვილმა.

კომისიის სხდომაზე დასმულ კითხვაზე, უთხრა თუ არა უმაღლეს მთავარსარდალს, რომ შეიძლება, მოხდეს ომი, ესკალაცია, ჰქონდა თუ არა მასთან კონტაქტი, სამხედრო წესით ფორმალიზებული საუბარი, ყურაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილთან საუბარი ვერ მოახერხა.

„უშუალოდ როცა ვნახე, მოხსენება გავუკეთე, დავხვდი, დავიძარით და შიგნით კონტაქტი არ მქონია, ოთახში იყო. ვერ მოვახერხე მასთან საუბარი. სამხედრო წესით მომესალმა. სამხედრო წესით ფორმალიზებულ საუბარზე მისგან ეს ინიციატივა არ ყოფილა. მე არ მქონდა ეს შესაძლებლობა.

ვეტყოდი, რომ ალბათ თადარიგი უნდა დაგვეჭირა. კონფლიქტის ზონაში სჭირდებოდა თანათავმდჯომარეების გადაწყვეტილება ევაკუაციასთან დაკავშირებით. განცდა არ მქონია, რომ ჩემი ყოფნა სააკაშვილს იქ საერთოდ არ აინტერესებდა. დამრჩა უკმაყოფილების განცდა. ბრძანება ვინც მომცა, დავხვედრილიყავი უმაღლეს მთავარსარდალს, მისთვის არ მითქვამს ეს, სხვა საზრუნავი მქონდა, ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო. სხვა გამოწვევები იყო და გადამივარდა გონებიდან. მოქალაქეებზე ზრუნვა იყო ზუსტად და კიდევ გრძელდებოდა სროლები, დავიძარი და წავედი იქითკენ“, – განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.

ამასთან, ყურაშვილს კომისიის წევრმა, ილია ინჯიამ კითხვა დაუსვა: „ადამიანების ევაკუაცია უფრო ადრე რომ მოგეხდინათ, უფრო მეტი ხალხი დაზარალდებოდა თუ უფრო ნაკლები?“ ყურაშვილმა პასუხად განაცხადა, რომ „დაზარალებული უფრო ნაკლები იქნებოდა“.