1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მოღალატეებს და მტრებს არ მივცემთ საშუალებას, ქვეყანა მეორედ დაანგრიონ -ირაკლი ღარიბაშვილი
მოღალატეებს და მტრებს არ მივცემთ საშუალებას, ქვეყანა მეორედ დაანგრიონ -ირაკლი ღარიბაშვილი

მოღალატეებს და მტრებს არ მივცემთ საშუალებას, ქვეყანა მეორედ დაანგრიონ -ირაკლი ღარიბაშვილი

202
0

მოღალატეებს და მტრებს არ მივცემთ საშუალებას, ქვეყანა მეორედ დაანგრიონ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას მოუტანა მშვიდობა, სტაბილურობა.

„ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ქვეყანას მოუტანა მშვიდობა, უწყვეტი, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რეალური დემოკრატია. დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, ქვეყანამ განიცადა საოცარი ტრანსფორმაცია. ათწლიან ჭრილში ქვეყანა მსოფლიოში ათეულში მოხვდა დემოკრატიზაციის თვალსაზრისით და რატომ არ უნდა გვქონდეს ამაზე საუბარი ხალხთან. გგონიათ, ხალხმა ეს არ იცის და ხალხი გვიჯერებს ყველაფერს, რასაც ვიტყვით? ხალხმა ეს ყველაფერი ნახა და დაიჯერა. ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. დღეს, რა აქვს მეორე ალტერნატივა ჩვენს ამომრჩეველს? მეორე ალტერნატივა არის ისევ წამება, გაუპატიურება, საშინელება, სიკვდილი და ომი. ამას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ და, სამწუხაროდ, ყველა პარტია, მათ შორის დაშლილი, დაქსაქსული პარტიები მიწებებული არიან ამ პარტიასთან. ყველა მათ თამაშს თამაშობს, სხვა თამაში არ არსებობს. არსებობს ერთი, ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მათ შორის კეთილდღეობა და მეორე მხარეს არის უბედურება. დაგავიწყდათ, ორი წლის წინ რა დღეში იყვნენ? მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა, უკრაინიზაცია, ქვეყნის განადგურება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ამ ქვეყნის მოღალატეებს და მტრებს არ მივცემთ საშუალებას, ქვეყანა მეორედ დაანგრიონ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.