1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მეწყრული პროცესის გამო, სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეწყვეტილია
მეწყრული პროცესის გამო, სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეწყვეტილია

მეწყრული პროცესის გამო, სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეწყვეტილია

135
0

გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეწყვეტილია.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.