1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მელანია ტრამპი:  საქმიანი ქალის პორტრეტი თეთრ სახლში – The Daily Telegraph
მელანია ტრამპი:  საქმიანი ქალის პორტრეტი თეთრ სახლში – The Daily Telegraph

მელანია ტრამპი:  საქმიანი ქალის პორტრეტი თეთრ სახლში – The Daily Telegraph

218
0

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მელანია ტრამპი:  საქმიანი ქალის პორტრეტი თეთრ სახლში“ (ავტორი – ბენედიქტ სმიტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

მელანია ტრამპმა ქმრის პირველი დღეები თეთრ სახლში თავისი ახალი ოფიციალური პორტრეტით შინაარსიანი გახადა:

შავ-თეთრ ფოტოსურათზე გამოსახული აშშ-ის პირველი ლედი მბრძანებლურ პოზაში დგას მაგიდასთან, ცნობილი რეზიდენციის ოვალურ კაბინეტში.

მელანიას თეთრი პენაგი მკერდზე შეხსნილი აქვს, აცვია მაღალწელიანი შარვალი და შავი პიჯაკი ფართო ლაცკანებით.

ამერიკის პირველ ლედის ხელები ფართოდ აქვს გაშლილი და თითების წვერებით სარკისებურ მაგიდას ეყრდნობა.

მელანია ტრამპის პოზა მოგვაგონებს მისი ქმრის პოზას იმ დროს, როცა დონალდ ტრამპს ტელეარხ NBC-ის მხატვრულ ფილმ-სერიალში იღებდნენ, სახელწოდებით „მოსწავლე: ტრამპის აღმასვლა“ (The Apprentice), 2024 წელს.

ფოტოსურათზე, მელანიას ზურგსუკან, ფანჯრიდან აშშ-ის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის ხსოვნის აღსანიშნავად აგებული ობელისკი მოჩანს.

ფოტოპორტრეტი მომზადებულია ბელგიელი ფოტოგრაფი ქალის რეჟინ მაუს მიერ, რომელმაც მელანია ტრამპი დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროსაც გადაიღო ჯერ თეთრ სახლში, შემდეგ კი ფრანგული ჟურნალის Paris Match-სათვის.

რეჟინ მაუს გადაღებული აქვს აგრეთვე ფოტოები ტენისისტ როჯერ ფედერერისათვის, მომღერალ რიტა ორასათვის, „ფორმულა-1“-ის პილოტ ლუის ჰამილტონისათვის…

მისის მელანია ტრამპის პირველი ოფიციალური ფოტოსურათი თეთრ სახლში – აშშ-ის პირველი ლედის სტატუსით – რეჟინ მაუმ 2017 წელს ფერადი სახით გადაიღო: ფოტოზე შესამჩნევია საქორწინო ბეჭედი, რომელიც მას ქმარმა დონალდ ტრამპმა იმ დროს აჩუქა, როცა მას ხელის სთხოვა დასაქორწინებლად, 2004 წელს. ამ ახალ შავ-თეთრ ფოტოსურათზე კი მელანიას თითზე საქორწინო ბეჭედი არ ჩანს.

სხვათა შორის, მისის მელანია ტრამპი ძალიან მკაცრი ჩაცმულობით გამოირჩეოდა რამდენიმე დღის წინ გამართულ ინაუგურაციის დროს, როცა მისმა ქმარმა ფიცი დადო. მელანიას თავზე ეხურა შლიაპა-კანოტე, რომელიც თითქმის თვალებამდე ჰქონდა ჩამოწეული, ტანს ეცვა გრძელი მოშავო-მოლურჯო პალტო, რადგან ტემპერატურა ვაშინგტონში ნულს ქვემოთ დაეცა.

აღსანიშნავია, რომ ფიცის დადების წინ დონალდ ტრამპი შეეცადა თავისი ცოლისათვის ლოყაზე ეკოცნა, მაგრამ კოცნას ხელი შეუშალა შლიაპის ფართო ფარფლმა.

წყარო