1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მეც მხოლოდ გასულებს დავთვლი- 2004-2012 წლებში საქართველოდან გავიდა 14 მილიონ 924 ათასი ჩვენი მოქალაქე”-ამირან სალუქვაძე
“მეც მხოლოდ გასულებს დავთვლი- 2004-2012 წლებში საქართველოდან  გავიდა 14 მილიონ 924 ათასი ჩვენი მოქალაქე”-ამირან სალუქვაძე

“მეც მხოლოდ გასულებს დავთვლი- 2004-2012 წლებში საქართველოდან გავიდა 14 მილიონ 924 ათასი ჩვენი მოქალაქე”-ამირან სალუქვაძე

305
0

📌”პოპულისტ ნაციონალებს უნდა ვუპასუხო, რომ დაუჩემებიათ 800 ათასი ჩვენი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდანო, მხოლოდ გასულებს რომ თვლიან.
მეც მხოლოდ გასულებს დავთვლი. 2004-2012 წლებში საქართველოდან გავიდა  14 მილიონ 924 ათასი ჩვენი მოქალაქე.

📌ხაბეს და ვაშაძის ლოგიკით საქართველოში არათუ აღარავინ ცხოვრობს, 11,2 მილიონით მინუსში ვართ.
რომ არ თქვან ამ ციფრში სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიანო, დავაზუსტებ, რომ 2004-2012 წლებში საქართველოდან გავიდა 14 მილიონზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე.

📌ჯამში საქართველოდან 2004-2012 წლებში გავიდა 29 მილიონამდე საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქე.
რამდენი დაბრუნდა ჩვენი მოქალაქე, რამდენი უცხოელი შემოვიდა და გავიდა, არ დავწერ. ისინი ხომ მხოლოდ გასულებს თვლიან?!

📌ამ ციფრებით მანიპულირების და სპეკულირების გარდა, ისეთი აღქმის დანერგვა სურთ, თითქოს ყველა ემიგრანტი ამ პოპულისტების და უსამშობლოების მომხრეა.

📌საქართველოდან სამუშაოდ თურქეთში და სხვა ქვეყნებში მასობრივად გასვლა მაშინ დაიწყო, როცა 40 წელზე ასაკოვანი ჩვენი მოქალაქეები ჩარეცხილებად გამოაცხადეს, როცა ათიათასობით ადამიანი სამსახურებიდან გაყარეს, როცა პირდაპირ გამოუცხადეს სად უნდა წასულიყვნენ ქალები და მამაკაცები.

📌ჰოდა, მაგრად უნდა უჭირდეს აზროვნებაში, ვინც ნაცების დროს სამუშაოდ უცხოეთში წავიდა და დღეს ისევ მათი მომხრე იყოს.

📌თუმცა ეს ასე არაა. ბევრი ამ ხელისუფლების დროსაც წავიდა და ისინი რომ არ უჭერდნენ მხარს ოცნებას, გასაგები იქნება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებას ემხრობიან.

📌საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებშიც იქნებიან სააკაშვილის და მისი პარტიის მომხრეები, მაგრამ ზუსტად იმდენი, რამდენი პროცენტიც აქ უჭერენ მხარს. შეიძლება უფრო ნაკლებიც. თუ ნაციონალების მომხრეები აქტიურობენ, სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა სააკაშვილის და მის მიერ მართვადი სუბიექტების მომხრეა. ეს სოცქსელშიც ჩანს.

📌ადრე რუსეთში მცხოვრები ბევრი ქართველი უჭერდა მხარს სააკაშვილს. ძველ რუსთავი2-ზე იყვნენ შემჯდარი და ეგონათ ყვაოდა ქვეყანა. მაშინ ხომ მხოლოდ პოზიტივი შუქდებოდა?! ახლა არ ვიცი რა განწყობაა.

📌მოკლედ, განწყობებს რომ თავი დავანებოთ, აგერ ქვეყნიდან გასული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ციფრები, წლების მიხედვით:

2003 – 357 035

2004 – 539 279

2005 – 833 113

2006 – 1 174 119

2007 – 1 473 437

2008 – 1 862 420

2009 – 1 979 635

2010 – 2 089 940

2011 – 2 238 527

2012 – 2 733 697

სულ 2004-2012 წლებში საქართველოდან გავიდა საქართველოს 14 924 167 მოქალაქე..

ამ პოპულისტებს სხვა რა პასუხი უნდა გასცე?! ამათ ხომ პრობლემები არ ადარდებთ?!

3 წელი კანდიდატის სტატუსის მონიჭების ჩაშლით და სხვა მავნებლობებით იყვნენ დაკავებულები. არჩევნების წინ გაახსენდათ ფასები და ემიგრანტები.
ამ თემებს დავუბრუნდები. – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი,  ამირან სალუქვაძე