“მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას”-პრეზიდენტი
734
0
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელ პროცესს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
,,მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში, ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.