1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ლელო” 3 პუნქტიანი ინიციატივით გამოდის
“ლელო” 3 პუნქტიანი ინიციატივით გამოდის

“ლელო” 3 პუნქტიანი ინიციატივით გამოდის

308
0

პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ ხელისუფლებას 3 ინიციატივით მიმართავს. ოფიციალური მიმართვის თანახმად: რუსეთის ფედერაციასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, 1. უნდა ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი. 2. შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი ასევე 3. შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.

პარტიის განმარტებით, ქვეყანაში სიტუაცი ბევრად რთულად არის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. შესაბამისად, სასაწრაფოდ გასატარებელია კონკრეტული ღონისძიებები, რათა სახელმწიფომ საქართველოში შემომსვლელ ვიზიტორთა ნაკადებზე კონტროლი დაიწყოს.

მათივე ინფორმაციით, დღესვე, „ლელოს” საპარლამენტო ჯგუფმა მიმართა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს სადეპუტატო კითხვებით, რათა მოხდეს შესაბამი ინფორმაციის გასაჯაროება და საზოგადოებას ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.