1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თუ პუტინი გაიფიქრებს ნატოს წევრ სახელმწიფოს გაუკეთოს ის, რაც საქართველოს, მოლდოვას ან უკრაინას გაუკეთა, მაშინ მთელი ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება”-სტოლტენბერგი
“თუ პუტინი გაიფიქრებს ნატოს წევრ სახელმწიფოს გაუკეთოს ის, რაც საქართველოს, მოლდოვას ან უკრაინას გაუკეთა, მაშინ მთელი ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება”-სტოლტენბერგი

“თუ პუტინი გაიფიქრებს ნატოს წევრ სახელმწიფოს გაუკეთოს ის, რაც საქართველოს, მოლდოვას ან უკრაინას გაუკეთა, მაშინ მთელი ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება”-სტოლტენბერგი

393
0

უკრაინაში ომი ყველაზე საშიში მომენტია ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რუსეთს არ უნდა მივცეთ გამარჯვების უფლება, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა,

იენს სტოლტენბერგის თქმით, ომში რუსეთის წარმატების თავიდან ასაცილებლად, ნატოს წევრ სახელმწიფოებს შესაძლოა კიდევ დიდხანს მოუწევთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღით და სხვა სახის დახმარებით.

„ჩვენს ინტერესებშია, რომ ამ ტიპის აგრესიულმა პოლიტიკამ წარმატებას არ მიაღწიოს. ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა, მაგრამ ბევრად უარესი იქნებოდა, რუსეთსა და ნატოს შორის ომი რომ ყოფილიყო“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეტის შეჭრა ამჟამინდელ მსოფლიო წესრიგზე თავდასხმაა.

„ეს ყველაზე საშიში ვითარებაა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თუ ვლადიმირ პუტინი გაიფიქრებს ნატოს წევრ სახელმწიფოს გაუკეთოს ის, რაც საქართველოს, მოლდოვას ან უკრაინას გაუკეთა, მაშინ მთელი ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება. ეს არ არის მხოლოდ თავდასხმა უკრაინაზე, დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერზე, სადაც 40 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ეს ასევე არის თავდასხმა ჩვენს ღირებულებებსა და მსოფლიო წესრიგზე, რომელიც ჩვენ გვსურს“, – განაცხადა მან.